კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ბირთვული აჯაფსანდალი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ შუაში?!

  ახლო ამოსავლეთსა და ჩვენს ყურის ძირში მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ხეირიანად ვერც კი მივყვებით. მას შემდეგ, რაც სირიელი ქურთები და ასადი დაზავდნენ და თურქეთის არმიისგან შევიწროებულ ქურთებს აწ უკვე სირიის სამთავრობო ძალები მიეხმარნენ, შევიტყვეთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს თურქი კოლეგისთვის წერილი მიუწერია: „ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი, მაგრამ მე ვიქნები“, პრეზიდენტ ერდოღანს კი კოლეგის წერილი ურნაში მოუსვრია (ეს ამბავი 8 ოქტომბერს მომხდარა), მაგრამ 17 ოქტომბერს პენსისა და ერდოღანის შეხვედრა გაიმართა (ანკარაში), რის შემდეგაც თურქულმა არმიამ შეტევა შეწყვიტა, რომ ქურთებს გასვლის საშუალება მიეცეთ.
მეორე მხრივ, სქემა მეტად ჩაიხლართა, რადგან პენსის ჩასვლამდე გარიგდნენ ქურთები და ბაშარ ასადი. თუმცა მე ახლა სულ სხვა თემაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. კერძოდ, უკვე ოფიციალურად ითქვა, რომ ინჯირლიყის ბაზაზე (თურქეთი) აშშ-ს 50 ბირთვული მუხტია განთავსებული და არავინ იცის, როგორ შეძლებენ ამერიკელები მათ გამოტანას ან ასეთი მძიმე ურთიერთობის ფონზე მის დაცვას, იმას გარდა, რომ გამოტანაც ჟესტია, რომელიც ვაშინგტონ-ანკარას შორის ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭებაზე მიუთითებს (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე).
  ერთი სიტყვით, ქურთები კი რამენაირად მიხედავენ თავიანთ საქმეს, მაგრამ აი, ჩვენს საზღვართან მეორე ბირთვულიარაღიანი თუ გამოჩნდა, თანაც, ჩრდილოელ ბირთვულიარაღიანთან დამეგობრებული, სხვა რომ არაფერი, გული იმით მაინც გავიქარვოთ, თუ კვდები, ბარემ სიმღერით, ანუ ბირთვული რაკეტების გრიალში.



скачать dle 11.3