კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 მონატრება

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მოსკოვი –თბილისი, ოღონდ არა პირიქით

  სანამ ჩვენ ქურთთა ბედს ვგლოვობდით (არადა, ფაქტია, ისინი ჩვენზე უკეთ იგვარებენ პრობლემებს) და ამის პარალელურად, რფ-ის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის რწმუნებით, ვიცოდით, რომ ამა წლის 8 ივლისს გაუქმებული ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, პრეზიდენტი, ბოდიშს ოფიციალურად მოიხდიდა (მართლმამიდებლური ფორუმის ჩაშლის გამო ოკუპანტური გულები დაგვეკოდაო), მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა (სხვათა შორის, ჩვენთვისაც და ქურთებისთვისაც).
  სახელდობრ, ყველასთვის მოულოდნელად შევიტყვეთ (რუსულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით), რომ ავიაკომპანია „სიბირი“ მოსკოვიდან ქუთაისში იფრენს, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა კი ეს ინფო „როსავიაციის“ ვებგვერდიდან მიიღეს.
  თურმე, ბრძანების მიხედვით, კვირაში, დაახლოებით, 7 რეისი შესრულდება (როგორ მოვნატრებივართ ბემურაზებს?!). მეტიც, მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ავიაკომპანია „გლობუსიც“ კი იმოძრავებს.
  ჯერჯერობით არაფერი თქმულა, ქართულ ავიაკომპანიებსაც თუ მიეცემათ იგივე უფლება (მათ რაღაც შარი მოსდეს რუსულ ცაში) და, დიდი ალბათობით, ავიარეისები ცალმხივი იქნება (ჩემი ვარაუდით), სანამ რუსულ ავიაკომპანიებს ამ რამდენიმე თვეში მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებინებენ.
  ზემოთქმული კი მოწმობს, რომ თვით ოკუპაციაშიც კი ყველაზე მნიშვნელოვანი არა გრძნობები (მიყვარს-მძულს), არამედ  ისაა, რომ ტარანა თვლითაა, ანუ მოგება-წაგება.



скачать dle 11.3