კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ თქვა ამერიკაში სწავლაზე უარი ანა ღლონტმა და რა ბიზნესი წამოიწყო ლაშა ღლონტის სიძემ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მომღერალ ლაშა ღლონტის შვილმა და სიძემ, ანა ღლონტმა და თორნიკე მაისურაძემ საოჯახო სასტუმრო გახსნეს. დიდ, კერძო სახლში თავადაც იცხოვრებენ და ქართულ წეს-ჩვეულებებსა და კულტურას უცხოელ სტუმრებსაც გააცნობენ. მათი მთავარი მიზანიც სწორედ ესაა – ქართული სტუმართმოყვარეობის ჩვენება და ნამდვილი ქართული ოჯახური გარემოს შექმნა უცხოელებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ მათ ტრადიციების გაგრძელების თანამედროვე გზები იპოვეს და სამი წლის წინ გაჩენილ იდეას ფრთები შეასხეს. ოქტომბრის ბოლოს „თბილი სახლი ავთენტიკა“ პირველ უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს.  
  თორნიკე: სულ თავიდან ლაშასგან წამოვიდა იდეა. ერთხელ მითხრა: დიდი კერძო სახლია და იქნებ, ტურისტული დანიშნულება მიგეცათო. ეს იყო სამი წლის წინ და მას შემდეგ, ეტაპობრივად შევქმენით ყველაფერი. ყოველწლიურად ვამატებდით ცოტ-ცოტას და წელს გავხსენით.
  ანა: ლაშა ძალიან ბევრს მოგზაურობს და არაერთხელ უნახავს მსგავსი ტიპის ოჯახური ბიზნესი უცხოეთში, მაგალითად, იტალიაში. ეს სახლი არის თორნიკეს ბაბუის აშენებული. ყველანი შევჯერდით, რომ გაგვეკეთებინა საოჯახო სასტუმრო, სადაც თავადაც ვიცხოვრებდით და უცხოელებსაც გავუწევდით მასპინძლობას. ინტერიერის შერჩევის დროს, ვეცადეთ, ყველაფერში ქართული შტრიხები ყოფილიყო, რადგან ეს ადგილი ქართული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების უცხოელებისთვის გაზიარებას მოემსახურება. ოჯახის თითოეულ წევრს ვეკითხებოდით რჩევას და დღემდე ასეა, სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ. ჩვენთვის მთავარია, იგრძნობოდეს ოჯახური გარემო.
  თორნიკე: კახეთში გვაქვს ვენახი და აქედან გამომდინარე, საკუთარი მარანი გავაკეთეთ. ლაშა არა მარტო რჩევებით, ბევრი რამით დაგვიდგა გვერდში. ამ ყველაფერში ლომის წილი მიუძღვის.
  ანა: ოქტომბრის ბოლოს ველოდებით პირველ სტუმრებს. ინფორმაცია უკვე დევს სხვადასხვა საიტზე. რაც მთავარია, ნაჩქარევად არაფერი გაგვიკეთებია, ვამჯობინეთ, ნელა და ხარისხიანად შეგვექმნა თითოეული დეტალი. სირთულეებიც არ ყოფილა ბევრი, რადგან ეს არის საქმე, რისი კეთებაც
გვსიამოვნებს. ყველანი ერთად ვშრომობთ. თორნიკე ძალიან ხელმარჯვეა და ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს.
– მთავარი მიზანი რა არის?
  თორნიკე: ჩვენი მიზანია, უცხოელებს ვანახოთ ქართული, ტრადიციული ოჯახი. დიდად კომერციულად არ ვუყურებთ ამ საქმეს, ამიტომაც არ ვჩქარობდით და ნელ-ნელა ვაკეთებდით. აქ ნახავენ ყველაფერს ქართულს.
  ანა: დიდი სიამოვნებაა, როცა უცხოელი კმაყოფილი რჩება შენი ქვეყნის კულტურით. ისინი აქ
დააგემოვნებენ ოჯახში დამზადებულ ღვინოს, ჭაჭას, ქართულ კერძებსა და ასევე, ქართულ სიმღერსაც მოისმენენ, რაც ყველაზე მეტად მიხარია. ჩვენი სტუმარმასპინძლობა ცნობილია მთელ მსოფლიოში, შესაბამისად, ჩვენც გვინდა, რომ ყველას ვაჩვენოთ, რა არის ქართულ ოჯახში სტუმრობა.
– თქვენი ქორწინება საკმაოდ ხმაურიანი იყო. მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია.
– 2014 წელს გავიცანით ერთმანეთი, გადაცემის ჩაწერის დროს. თორნიკე ერთ-ერთ ანსამბლში მღერის და სააღდგომოდ მეც მათთან ერთად უნდა მემღერა. მერე წელიწად-ნახევარი ამ ბიჭებთან ვმეგობრობდი, მაგრამ ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა არ გვქონია. ამ დროის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. ისე უცებ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. უკვე სამი წელია, რაც ოჯახი შევქმენით და ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს. გვყავს შვილი, მამუჩიკო, რომელმაც ჩვენს ოჯახში დიდი ბედნიერება და სიხარული შემოიტანა. ვიდრე დავქორწინდებოდით, ყოველდღე ვნახულობდით ერთმანეთს, ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე და ახლაც ასეა, თორნიკეს კახეთში რომ უწევს ხოლმე საქმეებზე წასვლა, მაქსიმუმ, სამი დღე გავძლო  მის გარეშე.
  თორნიკე: ურთიერთობის დაწყებიდან, დაახლოებით, ერთ წელში დავქორწინდით, უცებ შევქმენით ოჯახი, თუმცა იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რომ მართლა დიდი ხნის ნაცნობებს ვგავდით.
– თორნიკე, როგორი ურთიერთობა გაქვთ სიძე-სიმამარს?
– ძალიან მეგობრული ურთიერთობა გაქვს, სიძე-სიმამარი – ასე არაა ჩვენთან. პირველ რიგში, ვართ გულწრფელად, მართლა კარგი მეგობრები. ლაშა ყველანაირად გვერდში მიდგას, ნებისმიერ საკითხში.
– როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა?
– ძალიან ვღელავდი (იცინის). თუმცა, საბოლოოდ მაინც ლაშამ მომიხსნა ნერვიულობა და დაძაბულობის განცდა.
  ანა: ბათუმში ვიყავით, როცა გადავწყვიტე, თორნიკე ოჯახისთვის გამეცნო, თუმცა, ლაშა მანამდეც იცნობდა მას, როგორც მომღერალს. თავად ლაშაც ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– ანა, თავად როგორ გამოუტყდი მამას, რომ შეყვარებული იყავი და როგორ მიიღო ეს?
– სხვათა შორის, ძალიან კარგად მიიღო და მხარიც დამიჭირა. ამერიკაში უნდა წავსულიყავი სასწავლებლად და ვუთხარი, რომ აღარ ვაპირებდი წასვლას. როცა მიზეზი მკითხა, ვუპასუხე, სიყვარულის გამო ვრჩები-მეთქი. არც გაუპროტესტებია, მითხრა, რომ ასეც უნდა მოვქცეულიყავი. ზოგადად ლაშასთან ყოველთვის საუკეთესო ურთიერთობა მქონდა და მაქვს, ნებისმიერ საკითხზე ვესაუბრებოდი, ამიტომ ეს თემაც არ ყოფილა ჩვენთვის რთულად გადასალახი.
– როგორც ჩანს, შვილიშვილზე გაგიჟებული ბაბუაა...
– კი, ნამდვილად ასეა. მამუჩიკოს გამო შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს. რაც ბაბუა გახდა, რადიკალურად შეიცვალა მისი ცხოვრება. ძალიან თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანია. სიმღერაც კი მიუძღვნა.
  თორნიკე: ძალიან განებივრებული ბავშვია, ორივე მხრიდან პირველი შვილიშვილია, თან, ორივე მშობელი დედისერთა ჰყავს და ბებია-ბაბუები ძალიან ანებივრებენ.

скачать dle 11.3