კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 რატომ არ შეუერთდა მარიამ გაფრინდაშვილი „მთავარ არხს“ და რის გამო უხდის ის ბოდიშს საკუთარ ოჯახს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  „რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ „კურიერის“ რეპორტიორმა, მარიამ გაფრინდაშვილმა, როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო – ჟურნალისტიკისგან ტაიმ-აუტი აიღო და ამერიკაში გაემგზავრა.
  მარიამ გაფრინდაშვილი: თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მეორე კურსზე ვიყავი, როცა სრულიად შემთხვევით მოვხვდი სტაჟირებაზე „რუსთავი-2-ში“, სადაც ნინო შუბლაძემ მიგვიყვანა. ჩემი ჯგუფიდან თოთხმეტი ადამიანი მივედით და რამდენიმე დავრჩით. მივხვდი, რომ „კურიერის“ ნიუსრუმი იყო გარემო, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ბევრი ეტაპი გავიარე და ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ვყოფილიყავი რეპორტიორი, რომელსაც „კურიერში“ მუშაობა ეკადრებოდა.  ზუსტად ვიცოდი, რომ მე ყველაზე ოპერატიული უნდა ვყოფილიყავი, რადგან ხელში „რუსთავი 2-ის“ მიკროფონი მეჭირა, პირველი კითხვა მე უნდა დამესვა და ამბავი ყველაზე საინტერესო კუთხით უნდა მომეყოლა ჩემი მაყურებლისთვის. ამ პროფესიის გარეშე ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ერთი დღე არ ვყოფილვარ. ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს წლები საუკეთესოდ გამახსენდება.
– ალბათ, ემოციურად რთული იყო ასეთ გარემოში და ასეთ თემებზე მუშაობა.
– მე მესმის ძალიან ბევრი ადამიანის, ვინც ჟურნალისტებს ეკრანს მიღმა ვერ უყურებს და ბრაზდება იმის გამო, რომ ვიღაც ჟურნალისტი სპეცოპერაციის დროს შევარდა შემთხვევის ადგილზე ან როდესაც მკვლელობა ხდება მაშინვე იქ მირბიან და ცდილობენ, ახალი კადრი ან ინფორმაცია მოიპოვონ. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა ჩვენთვის და როგორც ჩანს, ამას საზოგადოება ხშირად ვერ ხვდება. არ არსებობს ჟურნალისტი, ვისაც ბედნიერებას ჰგვრის სტიქიის ან მკვლელობის გაშუქება, რაც მე მიწევდა. უბრალოდ, ვიაზრებთ პასუხისმგებლობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საკუთარი ემოციები მაყურებლამდე მიიტანო. ძალიან ხშირად ყოფილა მომენტი, როცა გარდა იმისა, რომ ტრაგიკულ ამბავს ვაშუქებდი, მე თვითონ მქონია ძალიან სერიოზული პრობლემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ჩემს მაყურებელს არასდროს უგრძნია. ცოტა ხნის წინ, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. კლინიკაში რომ მივედი, არ ვიცოდი, რომ ეს ბავშვი დაღუპული იყო. პირდაპირ ეთერში ვმუშაობდი და ჩემთვის უმძიმესი იყო მაყურებლისთვის იმის თქმა, რომ ოთხი წლის ბავშვს გული გაუჩერდა.
– „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები არაერთხელ აღმოჩენილხართ კრიტიკის ქარცეცხლში. შენ ერთ-ერთი ხარ იმ ჟურნალისტებს შორის, ვისაც ყველაფერი აქვს გამოვლილი, თავის ლანძღვიან-მხარდაჭრიანად.
– ყველა ჩემი რეპორტაჟი მეამაყება, არასდროს ვყოფილვარ მიკერძოებული და არასდროს დამიმალავს სიმართლე. სხვათა შორის, ძალიან ბევრმა გამლანძღა, როდესაც „რუსთავი 2-იდან“ წამოვედი. არ ვკითხულობ მსგავს კომენტარებს. ჩემი ოჯახის წევრები უფრო კითხულობენ და ისინი ნერვიულობენ, რის გამოც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი. მე ჩემს თავთან და მაყურებელთან ვარ მართალი. რაც შეეხება ნანა კაკაბაძეს, ბევრი წელია, ვიცნობ და შოკში ჩავვარდი მისი საქციელით. მან მხოლოდ ვიდეოს ის ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც თავად აწყობდა. გამოძიება მიდის და ჩემი სურვილია, სრული ვერსია გაასაჯაროვონ, სადაც კარგად ჩანს ჩემი სიმართლე.
– დღეს ეს არხი შენი წარსულია. როგორ მიიღე წამოსვლის გადაწყვეტილება?
– ვერ გავიხსენებ ცხოვრებაში იმაზე მძიმე გადაწყვეტილებას, რომელიც 21 ივლისს მივიღე, როდესაც „რუსთავი 2-იდან“ წამოვედი. იქ გავიზარდე და ბუნებრივია, რომ ძალიან მიყვარს. იყო საუბარი, რომ ეს იყო ემოციური გადაწყვეტილება, ზეწოლის შედეგი ან ბულინგის შიშით გამოწვეული – ნამდვილად არავის დავუბულინგებივარ. უბრალოდ, როდესაც მიდიხარ სამსახურში, სადაც თორმეტი წელია მუშაობ და არავინ გეუბნება, ვინ გაგიშვებს გადაღებაზე და თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რას გააკეთებ, არ არსებობს ადამიანი, ვინც გარანტიას მოგცემდა სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, არ არსებობდა საინფორმაციოს უფროსი, პროდიუსერი და ასე შემდეგ. მივხვდი, რომ იქ, იმ სიტუაციაში ჩემი ადგილი აღარ იყო.
– რატომ არ შეუერთდი „მთავარი არხის“ გუნდს?
– როცა „რუსთავი 2-ის“ შენობიდან გამოვედი, აღარ მინდოდა, რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი. გადავწყვიტე, ტაიმ-აუტი ავიღო. თუმცა ჩემს მეგობრებს „მთავარზეც“ და „რუსთავი 2-ზეც“ წარმატებებს ვუსურვებ. ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს. თუ ვინმე ელოდება, რომ გავლანძღავ ვინმეს, ვინც „რუსთავი 2-ზე“ დარჩა, ბოდვაა, რადგან ისინიც ჩემი მეგობრები არიან და ისინიც, ვინც „მთავარზე“ წავიდა.
– რა იქნება ამერიკაში?
– გარემოს შეცვლა მინდოდა. ამერიკაში მეგობრებთან ერთად წამოვედი. გეგმები გვაქვს, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. აქ დროებით ვართ, საცხოვრებლად არ გადმოვსულვარ.
– პირადი ცხოვრების ამბებიც მაინტერესებს. ნათქვამი გაქვს, კაცებს პირსისხლიანი ვგონივარო.
– ალბათ, ესეც პროფესიის დამსახურებაა. ეკრანზე ან წყალში ვდგავარ, ან სპეცოპერაციაზე ვარ და ასე შემდეგ. ნაზი და ჰაეროვანი ნამდვილად არ ვარ (იცინის). ჩვეულებრივი ქალი ვარ, თავის სისუსტეებით. ზოგადად, როგორც იქცევიან გოგოები, ისე ვიქცევი მეც (იცინის). ურთიერთობაში ჩვეულებრივი გოგო ვარ და არა ისეთი, როგორიც ეკრანზე ვჩანვარ.
– მე პირადად, მაინც ვერ წარმომიდგენია სუსტი მამაკაცი შენ გვერდით.
– ვერც მე წარმომიდგენია. ისეთთან ვერ მექნება ურთიერთობა, ვისზე ძლიერიც მე ვიქნები. ქალიც და მამაკაცის ძლიერი უნდა იყოს და პიროვნებად ჩამოყალიბებული.
– 30 წელი შენთვის არა, მაგრამ ოჯახისთვის შეიძლება, იყოს უკვე ის ასაკი, კითხვების დასმას რომ იწყებენ: მარიამ, აღარ აპირებ?
– სხვათა შორის, ჩემი ოჯახის წევრები ჩემ გამო იტანენ ყველაფერს და მიტანენ მეც. არადა, არც თუ ისე მარტივად ასატანი ვარ. მაგრამ გმირულად მიძლებენ და არასდროს უთქვამთ, რატომ არ თხოვდებიო (იცინის).
– ოჯახი რომ ეკრანზე გიყურებს, რას ამბობენ, როგორი იყო მარიამი ბავშვობაშიო?
– მთელი ბავშვობა ჟურნალისტობა მინდოდა. ყველა ჩემი მეზობელი გამწარებული მყავდა. ჭიათურაში გავიზარდე და სოფელში რომ ჩავდიოდი, მეზობლებს იქაც ვამწარებდი. სულ ვლაპარაკობდი, ვერ მაჩერებდნენ, მუდმივად კითხვებს ვსვამდი.

скачать dle 11.3