კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ქეთი ხუციშვილი: გათხოვებამდეც გაცნობიერებული მქონდა, რომ თავისუფალი ვიყავი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა, რაც რინოპლასტიკა გაიკეთა, ძალიან შეიცვალა და კიდევ უფრო გალამაზდა. როგორც თავად ამბობს, ბავშვობიდანვე უცნაური იყო. ამაზეც ისიც მიანიშნებს, რომ უმეტესი ადამიანებისგან განსხვავებით, მას არ უყვარს წელიწადის ყველაზე ცხელი სეზონი, ზაფხული. მის კარიერაში სიახლეა – ის „კომედი შოუს“ ჯგუფის წევრი გახდა.
  ქეთი ხუციშვილი: საერთოდ არ ვარ თავგადასავლების მაძიებელი. ხომ არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ მე – პირიქით. როგორი წარმოუდგენელიც უნდა იყოს, მშიშარა ვარ. რისკი მიყვარს, მაგრამ დაფიქრება – უფრო. შეიძლება, ორ წუთში რაღაც გადავწყვიტო, მაგრამ მარტივ რამეზე უფრო მეტად ვიფიქრო, ასეთი ცვალებადი ხასიათი მაქვს. თუ ბუნებრივად მოხდება რაღაც, იმას შეიძლება, თავგადასავალი დავარქვა, მაგრამ ისე, რომ ვეძებო რამე და თავსატეხი გავიჩინო – არა. ჩემთვის ძალიან ბანალურობაა ზღვა, ხანმოკლე რომანები და ასე შემდეგ. არ მაინტერესებს ასეთი რაღაცები, უფრო მეტიც, მსგავსი რამ თინეიჯერობის პერიოდშიც კი არ წარმოადგენდა ჩემთვის ინტერესის საგანს. აი, ზღვაზე რომ წავალ, იქ აუცილებლად რომანტიკული სიტუაცია უნდა შევიქმნა-მეთქი, ამაზე არასოდეს მიფიქრია. არ მიყვარს ღამის ცხოვრება, არასდროს ვყოფილვარ ღამის ბარში, რაც უნდა რთულად დასაჯერებელი იყოს, ჩემში კარაოკე და მსგავსი რაღაცებიც არ ზის. ხუთი წუთიც კი ვერ გავჩერდები მსგავს გარემოში. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ 10 საათზე, მაქსიმუმ 11-ის ნახევარზე უკვე საწოლში ვარ. ღამის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ, არ შემიძლია.
– ყველაზე რთული პერიოდი როდის გქონია ცხოვრებაში?
– არ ვეხები ხოლმე ამ საკითხს, მაგრამ რადგან მკითხეთ, გეტყვით, რომ ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ჩემი დის გარდაცვალება იყო. სხვა რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, ყოველდღიური წვრილმანები და სირთულეები ამასთან აღარაფერია.  სირთულის გადატანის თვალსაზრისით, სწორედ ეს ტრაგედია იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე. ძალიან გამიჭირდა იმ პერიოდში – ცოცხალი ადამიანი, ოჯახის წვერი რომ უცებ გამოგეცალა ხელიდან, რთული აღსაქმელი და გასააზრებელი აღმოჩნდა. ეს არა მარტო ჩემთვის, არამედ ოჯახისთვის იყო ძალიან დიდი ტრაგედია. ისე, ჩემი ცხოვრებაში სულ აღმართი და დაღმართია ხოლმე. ეკონომიური თვალსაზრსითაც მქონია ჩავარდნები, გამჭირვებია კიდევაც, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების  დახმარებით ყველა სირთულისთვის დამიღწევია თავი. გულიც ბევრჯერ მტკენია, არ ვარ ზედაპირული ადამიანი, მაგრამ ისევ წამოვმდგარვარ. საბედნიეროდ, წყენას გულში არ ვიტოვებ.
– უცნაური ბავშვი ვიყავიო, რას გულისხმობ?
– ყოველთვის თავისუფლების მოყვარული ვიყავი და ვოცნებობდი, რომ მშობლებისგან თავი დამეღწია. იმიტომ კი არა, რომ ცუდად მექცეოდნენ, პირიქით. მაგრამ, უბრალოდ, შინაგანად ვარ თავისუფლების მოყვარული. ჩემებური ხასიათი მქონდა. გარეთ რომ ბავშვები თამაშობდნენ, მე ამ დროს შემეძლო, სადმე პოლიკლინიკაში შევსულიყავი, ექიმებთან კაბინეტში დავმჯდარიყავი და სამი საათი იქ ვყოფილიყავი. ამ დროს ჩემები მეძებდნენ. ბოლოს კბილის სატექნიკოში მპოულობდნენ. ახლა რომ ვფიქრობ, რაღაც განსხვავებული ვიყავი. რომ წამოვიზარდე, იყო მშობლებისგან შეზღუდვები. ძალიან მკაცრები არ იყვნენ, მაგრამ იმ ჩარჩოებში ვიყავი, რაც მშობელმა უნდა დაუწესოს შვილს. ამასაც არანორმალურად ვერ ვიტანდი, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თავისუფლება. ამიტომ ვოცნებობდი გაზრდაზე და იმ ასაკამდე მისვლაზე, როცა ჩემს თავს თავად განვკარგავდი. თუმცა ფინანსური თავისუფლება არ მქონდა, მაინც მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული (იცინის). თან  მაშინ ასე თავისუფლად ვერ გახვიდოდი და ვერ დაიწყებდი მუშაობას.
– მოიპოვე ის თავისუფლება, რაზეც ოცნებობდი?
– რომ წამოვიზარდე, მოვიპოვე ეს თავისუფლება. თან, საკმაოდ პატარა გავთხოვდი – 19 წლის. გათხოვებამდეც გაცნობიერებული მქონდა, რომ თავისუფალი ვიყავი. თუმცა ვერ შენარჩუნდა ეს ოჯახი, იმდენად დიდი დრო გავიდა, აღარც მახსოვს, 8 თუ 9 წელში დავშორდით ერთმანეთს. ეს არ არის ცოტა დრო, თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემი ოჯახი დაიშალა. ჩვენ არ გვქონია დიდი შეხლა-შემოხლები. დღეს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ის ჩემი შვილის მამაა და პატივს ვცემ. მოხდა ისე, რომ პირველმა მე გადავდი ამისკენ ნაბიჯი.  
– შვილის მარტო გაზრდა გაგიჭირდა? აქვს მამასთან ურთიერთობა?
– ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა. ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ. ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, არანაირი ფინანსები არ გამაჩნდა,  ლარიც კი არ მქონდა და ამ დროს მყავდა შვილი. მშობლებთან ვცხოვრობდი და მათი იმედით ვიყავი. მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ეს არ არის სურვილზე დამოკიდებული, ისე მოიტანა ცხოვრებამ, რომ ეს ურთიერთობა ვერ შედგა.
– მას შემდეგ არავინ გამოჩენილა შენს პირად ცხოვრებაში?
– იყო რაღაცები ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ შედგა. ახლა ვარ მარტო. არ ვიყავი ფრთხილი, კიდევ დავუშვი შეცდომა და არც ის გამართლდა. შეცდომებზე სწავლობს ადამიანიო, მაგრამ ამას არ მივიჩნევ სწორად. შეიძლება, ეს შეცდომაც არ იყო. ცხოვრობ ადამიანი და მოგდევს ყველაფერი – კარგიც და ცუდიც.
დეპრესიული მომენტები მქონდა და არა ერთხელ, თუმცა არა იმიტომ, რომ ჩემ გვერდით მამაკაცი არ იყო. ამ მხრივ, გადახრა არ მქონია.  შინაგანად ვარ ემოციური ადამიანი და არ ვიცი, რა მიზეზით, გაუცნობიერებლად მაქვს ხოლმე დეპრესია, საკუთარ თავთან ჭიდილი. ამ დროს ჩემი პირველი წამალი არის ხალხთან ურთიერთობა – არ ვიკეტები. შარშან ძალიან ცუდად ვიყავი, მიზეზი არ ვიცი, მდგომარეობიდან ექიმის დახმარებით გამოვედი, მედიკამენტებიც მივიღე. ზოგჯერ ადამიანს იმის ძალა არ გაქვს, რომ თვითონ გაუმკლავდე. ალბათ, გადავიღალე და ეს იყო მიზეზი.  
– ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევ, შვილთან ერთად ვარჯიშობ ხოლმე?
– შვილთან ერთად არ ვვარჯიშობ, ლუკას უფრო ცურვა უყვარს. ვერ მივიდა იქამდე, იფიქროს, ვარჯიში რისთვის და რატომ არის აუცილებელი. არ ვარ ისეთი, რომ ჩემს შვილს რამე დავაძალო. არ ვარ მომთხოვნი, არც არასდროს ვიყავი, სკოლის პერიოდშიც კი. შეიძლება ითქვას, პასიურიც კი ვიყავი. ნიშნებსა და ეგეთ რამეებს საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. თავად მეუბნებოდა, ისე დავამთავრე სკოლა, არასოდეს გიჩხუბია ნიშნის გამოო. არ ვიცი, ეს კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ ასეთი ვიყავი. იმას კი არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი არ მაინტერესებდა, უბრალოდ, საჭიროებას ვერ ვხედავდი, რომ უნდა მეკონტროლებინა. ჩემთვის პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა, რომ სახლში აუცილებლად 10 ქულით მოსულიყო.

скачать dle 11.3