№42 რა საიდუმლოს ინახავს ქართული ენა და იყო თუ არა ის ბაბილონის გოდოლის მშენებლობამდე ერთადერთი საკომუნიკაციო ენა
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
წარღვნის ეპოქიდან მომდინარე ნოეს ენა, რომელიც ბაბილონის გოდოლის მშენებლობის გამო კვდება, არის 4000 წლის წინ მოკვდინებული ქართული ენა. შესაბამისად, წარღვნის შემდგომი ეტაპიდან ენების აღრევამდე, ქვეყნიერების ერთი საერთო საკომუნიკაციო ენა არის ქართული – ამბობს მეცნიერი ზაალ ლომსიანიძე და მტკიცებულებებზე გვესაუბრება: „და იყო ყოველი ქუეყანა – ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა“ (დაბადება 11-1). იყო დრო, როცა ქვეყნიერება ერთ ენაზე მეტყველებდა. რომელი იყო ის ერთი საერთო ენა? დღესდღეობით მეცნიერებას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ბიბლიის დასაწყისში გვაქვს ინფორმაცია, ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას იმ ერთი საერთო ენის აღრევაზე: „რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა“ (დაბადება 11-9). ის ერთი ენა მოკვდა.
ბიბლიური წერილის ბოლოს გვაქვს სხვაგვარი ინფორმაცია, ახალი ენის გამოჩენაზე.
„და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხï ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისა? დაწერილი შუბლთა ზედა მათთა“ (გამოცხადება 14-1). „და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან“ (გამოცხადება 14-3).
გამოცხადების ამ ციტატებიდან ჩანს, რომ: 144000 გალობს ახალ საგალობელს, რომელიც სხვებისთვის გაუგებარია. ბუნებრივია ისმის კითხვა: ეს ახალი საგალობელი სხვებისთვის რატომ არის გაუგებარი? კითხვაზე კარგ მითითებას გვაძლევს სახარება: „ენათა ახალთა იტყოდიან“ (მარკოზი 16-17). უნდა მივხვდეთ, რომ აქ მითითებაა ახალი ენის გამოჩენაზე, რომელი ენითაც უნდა წარიმართოს ახალი საგალობლის გალობა. თითქოს არ ჩანს რომელ ენაზეა საუბარი, მაგრამ საიდუმლო ინფორმაცია ჩადებულია რიცხვ 144000-ში. ამ საიდუმლოზე უფრო კონკრეტული მითითებაა ისევ გამოცხადებაში: „და ზღუდე მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაè საზომითა კაცისაèთა“ (გამოცხადება 21-17). ჩვენ კაცნი ვაზროვნებთ მატერიალური ცნობიერებით, სულიერი საზომით ინფორმაციის აღქმა ჯერ არ შეგვიძლია. სწორედ ჩვენთვის, მატერიალურად მოაზროვნეთათვის, მითითებულია ბიბლიური საზომი 144. მართალია ამ საზომით მოცემულია ბიბლიური ქალაქის საზომი, მაგრამ ის ქალაქი ზეციურია და მას კავშირი რომელიმე ფიზიკურ ქალაქთან არა აქვს. აქ საუბარია დამწერლობით ქალაქზე, უფრო კონკრეტულად: ეს ქალაქი განასახიერებს ერთ-ერთი დამწერლობის ანბანს. თუ გამოცხადების 14-1 კარგად დავუკვირდებით, აშკარად ჩანს, რომ ახალი საგალობელის მგალობელ 144000-თან ფიგურირებს „სახელი“. ბიბლიური საზომი 144, უკავშირდება საიდუმლო სახელს, რომელიც თავის მხრივ, კავშირშია იმ ახალი ენის გამოჩენასთან, რომელიც არავინ იცის. იგივეს იმეორებს გამოცხადება: „რომელთა ზედა წერილ იყო სახელები, და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან“ (გამოცხადება 19-12).
აშკარაა, ისევე როგორც სატანის სახელი დაშიფრულია რიცხვ 666-ში, ასევეა აქაც: რიცხვი 144 შეეტყვისება ბიბლიურ საიდუმლო სახელს, რომელიც ჯერჯერობით არავინ უწყის.
ჩვენ ქართველებს, გვყოლია რა მეათე საუკუნეში მოღვაწე ბერი იოანე ზოსიმე, ნამდვილად გვქონია იმის ფუფუნება, გვცოდნოდა ეს საიდუმლო სახელი. თავის ნაშრომში „ქებაჲ და დიდებაი ქართულისა ენისაჲ“, იოანე ზოსიმემ კონკრეტულად დაასახელა საიდუმლო ენა ქართული ენააო, თავისივე ბიბლიური სახელით ლაზარე, „და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან“. ძვირფასი მითითებაა, მაგრამ ის დღემდე მეცნიერულად არ იყო დადასტურებული, ამიტომ მეათე საუკუნიდან გზავნილს მეცნიერული თვალსაზრისით სარწმუნო წონადი ღირებულება არ ჰქონდა.
ჩვენ, ბიბლიის მეცნიერული კვლევის საზოგადოებამ და პირადად მე, ბიბლიური საზომი 144 შევუფარდე იოანე ზოსიმეს მოწოდებულ სახელს. აქვე განვმარტავ, რომ ქართული ანბანით თითოეულ ასონიშანს შეესაბამება თავისი რიცხივითი მნიშვნელობა. ამ შესაბამისობის გათვალისწინებით მივიღე ასეთი ტოლობა:
ლ ა ზ ა რ ე
30 + 1 + 7 + 1 + 100 + 5
ჯამი = 144
აი, მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ქართველი წმიდა ბერი სიმართლეს ამბობს. ამ ტოლობის დადგენით, იოანე ზოსიმეს მითითება შეიძლება, მსოფლიო დონის მეცნიერულ სარწმუნო წყაროდ გადაიქცეს. ახალი საგალობლის მომცემი ენა აღმოჩნდა ქართული ენა, რომლის ბიბლიური ალეგორიული სახელია ლაზარე, მან ზუსტად უპასუხა ბიბლიურ საზომს 144-ს.
დასკვნა I. ბიბლიური ლაზარე და რიცხვითი საზომი 144, აღნიშნავს ქართულ ენას.
ეს სახელი არავინ იცის, იცის მხოლოდ „მან თავად მან“. ეს კი მითითებაა: სხვა დამწერლობები ამ ტოლობას ვერ აჩვენებს. რადგან ტოლობა აჩვენა ქართულმა დამწერლობამ, მაშინ „თავად მან“ აღნიშნავს ლაზარე-ქართული ენის დამწერლობას. ეს ტოლობა ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას ბადებს.
1. რადგან ლაზარეს, სახარებისეულად, ჰყავს ორი და, მართა და მარიამი, ბუნებრივია, ისმის კითხვა: რას ნიშნავს ქართული ენისთვის მართა და მარიამი?
2. სახარებისეულად ლაზარე წარმომავლობით ბეთანიელია. რას ნიშნავს ქართული ენის წარმომავლობის ადგილი ბეთანია?
3. სახარების მიხედვით, იესოს ჰყავს ერთადერთი მეგობარი ლაზარე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ იესო მეგობრობს მხოლოდ ქართულ ენასთან?
როცა ლაზარეს დებმა იესოს აცნობეს, რომ ლაზარე ავადაა, იესომ ორი დღე დაიცადა: „ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე“ (იოვანე 11-6). ამ ინფორმაციის მომსმენი იესოს მოწაფეები დაბნეულები იყვნენ, ვერ გაერკვიენ ლაზარემ დაიძინა თუ მოკვდა, მაშინ მათ გასაგებად იესო ამბობს: „მაშინ ჰრქუა მათ იესო განცხადებულად: ლაზარე მოკუდა“ (იოვანე 11-14). ორი დღის შემდეგ, როცა იესო მივიდა ლაზარეს აღსადგენად, ლაზარეს სიკვდილიდან გასული ჩანს 4 დღე: „ჰრქუა მათ იესო: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, როდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს“ (იოვანე 11-39). ამავე ფრაზაში ძალზე საყურადღებოა იესოს სიტყვები: აღიღეთ ლოდი! ჩვენი მსჯელობის არსი შემდეგია: როცა იესო გაიგებს ლაზარეს სიკვდილს ის უკვე 2 დღის მკვდარია, დაიცდის კიდევ 2 დღეს. აღდგენით კი 4 დღის მკვდარს აღადგენს. რას ნიშნავს 4 დღის მკვდარი ლაზარე?
„ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე“ (II პეტრე 3-8). ამ ბიბლიური მითითებით უკვე აშკარაა: 4 დღის მკვდარი ლაზარე ნიშნავს, 4000 წლის წინ მოკვდინებულ ქართულ ენას. შესაბამისად ინფორმაცია ასე უნდა მივიღოთ: 4000 წლის წინ ქართული ენა ცოცხალი იყო, ახლა კი დღევანდელ ქართულ ენას ცოცხალი არ ჰქვია. თუ ავითვლით დღევანდელი დღიდან უკან 4000 წელი არის ძველი წელთაღრიცხვის 2000 წელი.
დასკვნა II. 4000 წლის წინ ქართული ენა ცოცხალი იყო, დასადგენია მხოლოდ, რა განაპირობებდა ამ ენის სიცოცხლეს.
ახლა ენის კვდომის თარიღი განვიხილოთ დასაბამიდან. ქართული დასაბამი განსაზღვრულია ქრისტეს დაბადებიდან 5604 წელი. წარღვნის ასაკი
კონკრეტულად არ არის დადგენილი, ბიბლიურად მიახლოებით ის მერყეობს 3900-3300 წლებს შორის, ამის შემდეგ მსოფლიოს ერთი ენა აქვს, რომელიც გრძელდება ენების აღრევამდე. დაახლოებით მივდივართ ისევ ძველი წელთაღრიცხვის 2000 წელთან, შემდეგ ის ენა კვდება. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები წელთაღრიცხვისა არ არსებობს, მაინც აშკარაა: ენის კვდომის ეპოქა, ათვლილი დასაბამიდან და დღევანდელი დღიდან, ერთსა და იმავე წერტილში იყრის თავს, დაახლოებით, ძველი წელთაღრიცხვის 2000 წელს. ეს მონაცემები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ:
კონკრეტულად არ არის დადგენილი, ბიბლიურად მიახლოებით ის მერყეობს 3900-3300 წლებს შორის, ამის შემდეგ მსოფლიოს ერთი ენა აქვს, რომელიც გრძელდება ენების აღრევამდე. დაახლოებით მივდივართ ისევ ძველი წელთაღრიცხვის 2000 წელთან, შემდეგ ის ენა კვდება. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები წელთაღრიცხვისა არ არსებობს, მაინც აშკარაა: ენის კვდომის ეპოქა, ათვლილი დასაბამიდან და დღევანდელი დღიდან, ერთსა და იმავე წერტილში იყრის თავს, დაახლოებით, ძველი წელთაღრიცხვის 2000 წელს. ეს მონაცემები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ:
დასკვნა III. წარღვნის ეპოქიდან მომდინარე ნოეს ენა, რომელიც ბაბილონის გოდოლის მშენებლობის გამო კვდება, არის 4000 წლის წინ მოკვდინებული ქართული ენა. შესაბამისად, წარღვნის შემდგომი ეტაპიდან ენების აღრევამდე, ქვეყნიერების ერთი საერთო საკომუნიკაციო ენა არის ქართული.
უფრო მეტიც, ბიბლიური საზომი 144 აღნიშნავს არა მარტო ქართულ ენას, არამედ ის წარმოადგენს ბიბლიის დამწერი დედანი დამწერლობითი სისტემის დაფარულ კოდს. ის დამწერლობითი გენეტიკური კოდია, რომლის ჩამორთმევა და მითვისება სხვა დამწერლობების მიერ შეუძლებელია. ბიბლიურ თარგმანებში ბევრი სიტყვა და აზრი შეიძლება დამახინჯდეს, ფაქტობრივად, ეს ასეცაა. მაგრამ არა რიცხვები, რადგან მათ თარგმანი არ სჭირდება, ყველა ტიპის ბიბლიაში ისინი შეუცდომლად, უცვლელად არის გადატანილი. ჩვენი შრომებით შეგვიძლია წარმოგიდგინოთ მტკიცებულებები, მასზედ, რომ ბიბლიური რიცხვითი ინფორმაციები დიდი სიზუსტით იზომება ქართული ანბანური რიცხვთა სათვალავების მიერ. ეს არის ზუსტი ბიბლიური მათემატიკა, სადაც ვარაუდები გამორიცხულია, არის მხოლოდ მტკიცებულებები.
ამ აზრის მტკიცებულებად მოვიყვან ერთ მაგალითს: ზემოთ უკვე აღვნიშნე, ტერმინი „ლოდი“, ლაზარეს აღდგინების წინ, ანუ ქართული ენის გაცოცხლების წინ რატომ ფიგურირებს ლოდი? ბუნებრივია, ვიფიქროთ: ენის სიცოცხლის უნარიანობის საკითხი უკავშირდება ამავე ენის დამწერლობით საფუძველს, ანუ ანბანს. ქართულ ანბანში რიცხვთა ორი სათვალავია, ამ ანბანის რიცხვებს თუ შევუფარდებთ ლოდს და ანბანს, ასეთ ტოლობას მივიღებთ:
რიგითი სათვალავით:
12 + 16 + 4 + 10 = 42
ლ ო დ ი
1 + 14 + 2 + 1 + 14 + 10 = 42
ა ნ ბ ა ნ ი
რიცხვითი სათვალავით:
30 + 70 + 4 + 10 = 114
1 + 50 + 2 + 1 + 50 + 10 = 114
აქ შემთხვევითობა გამორიცხულია, მით უმეტეს, ამ სიტყვების გატოლებას თვითონ ბიბლია გვკარნახობდა. რადგან ბიბლიური დაფარული ინფორმაციების გამტოლებელი ქართული დამწერლობითი საზომი სისტემაა, ამიტომ საუბარია ქართულ ანბანზე, რომელსაც აქვს ალეგორიული სახელი „ლოდი“. ამ ანბანით ბიბლიურ ტექსტს ახალი ინფორმაციები გამოუჩნდა. შესაბამისად, ენის გაცოცხლების წინაპირობა ლოდის აღება, ანუ ანბანურ ინფორმაციათა „აღება“ არის.
ვინც ბიბლიას კითხულობს და იღებს ისტორიად იესოს თავგადასავალზე, მას ესმის მხოლოდ წერილის მატერიალური მხარე. ვინც ამ წერილში სიტყვის თავგადასავალს ხედავს, ის წერილის სულიერ ნაწილშია.
ბიბლია არ არის ამ წიგნის სწორი სახელი. მას ჰქვია ღმრთის სიტყვა, კოდირებული სახელით: იესო ნაზარეველი. ეს წერილი არის ერთადერთი წერილობითი გზავნილი წინა ცივილიზაციიდან, ისინი ცნობიერად ჩვენზე გაცილებით მაღლა იდგნენ. ამ წერილში ჩაწერილია მათი მიღწევები, ცოდნა არსთა სამყაროზე, დროზე, მარადიულობაზე და ასე შემდეგ. ის დაიწერა ჩვენთვის, კაცობრიობის ხსნა ამ წერილში დევს, მასშია ჩვენი მომავალი. მაგრამ ჩვენ ეს წერილი ვერ გავხსენით. წერილი იხსნება მხოლოდ იმ მითითებებით, რომელიც ამავე წერილში დევს. ჩვენმა „დიდმა წინაპრებმა“ სპეციალურად შექმნეს ადამიანის მსგავსი მოწყობის წერილი, ჩადეს მასში უდიდესი სიბრძნე და მკაცრად გაასაიდუმლეს. წერილს გასაღებად მიანიჭეს ქართული ანბანი, ბიბლიური კოდირებული სახელით „დავითი“ (ლოდი მისი ალეგორიული სახელია).
საკმაოდ ბევრი მტკიცებულება დამიგროვდა, რომ განვმარტო: ბიბლია არის გზავნილი წინა, მაღალგანვითარებული ცივილიზაციიდან. იმ ცივილიზაციას ჰქონდა ერთი საერთო ენა, ამ ენის ბიბლიური კოდია 144, ხოლო ალეგორიული სახელი – ლაზარე.
წმიდა წერილი არის ღმრთის სიტყვა, ანუ ძე ღმერთი, წერილით მითითებულია – ძე ღმერთი აღადგენს ლაზარეს. ეს კი ნიშნავს წმიდა წერილში ჩადებულია ინფორმაციები ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ. სწორედ ამ ინფორმაციებს შეუძლია ქართული ენის, ანუ ქვეყნიერების საერთო ენის გაცოცხლება.
შევაჯამოთ: ქართული ანბანი წარმოადგენს წმიდა წერილის გასაღებს, გახსნილი წერილი აღადგენს ქართულ ენას. ეს ენა სჭირდება კაცობრიობას, რადგან არსთა სამყაროს მოწყობა, მთელი თავისი საიდუმლოებით, ქართულ ენაშია ჩადებული (სწორედ ამას გვწერს წმიდა ბერი იოანე ზოსიმე მეათე საუკუნიდან). ამ ენის სათანადო შესწავლის გარეშე მსოფლიოს, უბრალოდ, მომავალი არა აქვს.