№42 ანეკდოტები
– ძვირფასო, სად იყავი?
– დავრბოდი.
– მერე, მაისური რატომ გაქვს სისხლიანი და სახე – დალურჯებული?
– დამეწივნენ.
***
ტელეფონი გაქვს?
– კი.
– მუშაობს?
– არა, სწავლობს.
***
– რა გვარი ხარ?
– ორასოციანი.
– ეგ როგორ?
– დედაც ასათიანი მყავს და მამაც.
სხარტულები
* ნუ აჰყვებთ ქალს ჩხუბში, თქვენ 10 წუთის შემდეგ მოგბეზრდებათ, მას კი – არა.
* ევოლუციის შემდეგ კუდი ადამიანს მოსძვრა, მაგრამ... ქიცინის რეფლექსი მაინც შემორჩა და ტრაკის თამაშში გადაეზარდა.
* ქართველების გათვლა: პირველი! პირველი! პირველი!
* გოზინაყს იმდენი თაფლი ვუქენი, ცოტნე დადიანმა დამირეკა, – მე რა ვქნა, ახლა კაკალი წავისვაო?