№42 „უკარება“ კოწია

– კოწია, ხვალ ჩემი პიესის პრემიერაა რუსთველის თეატრში. ორი ბილეთი დაგიჯავშნე და მეგობართან ერთად მოდი, თუკი ასეთი გყავსო (ცნობილი ქართველი დრამატურგი კოწიას „უკარებას“ ეძახდა).
გამსახურდიამ მზერა შეავლო „ყვარყვარეს“ ავტორს და მიუგო:
– პრემიერაზე არა, მაგრამ შემდეგ სპექტაკლზე მოვალ უამრავ მეგობართან ერთად, რომ ცარიელი ადგილები შეგივსოთო.