№42 როგორ წაიყვანა ლეო ბოკერიამ მილიციის ყოფილი გენერალი საგიჟეთში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ადრე ორჯერ წავიყვანეთ საგიჟეთში. ახლა რომ დაგვინახოს, გვიცნობს და შეიძლება, გვესროლოს კიდეც. ამიტომ, რაიმე ფანდი უნდა მოვიფიქროთო.
მაშინ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი. მილიციის უფროსმა შემათვალიერა და მითხრა:
– ახალგაზრდავ, გეტყვით, რა უნდა მოვიმოქმედოთ და მთავარ როლს თქვენ შეასრულებთო.
ერთი სიტყვით, მილიციაში გადამაცვეს ზემდეგის ფორმა. ხელში მომცეს დაბეჭდილი პაკეტის მულაჟი, რომელზედაც ეწერა – „პირადად გენერალს“, რომელშიც ვითომ „საიდუმლო წერილი“ იდო და კურიერის როლში მასთან მიმიშვეს. დამარიგეს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მისი ოთახის კარზე დავაკაკუნე, შევაღე, „ჩესტი“ ავუღე და პისტოლეტმომარჯვებულ გენერალს, ვითომ სამმართველოდან გამოგზავნილი საიდუმლო ბარათი გადავეცი, რომელშიც ეწერა, რომ გენერალი სასწრაფოდ უნდა გამოცხადებულიყო სამმართველოში საიდუმლო ოპერაციის დასაგეგმად, თან, მოვახსენე, რომ მანქანა სახლთან ელოდებოდა. „კარლსონებში“ გამოწყობილმა გენერალმა გარეთ მოცდა მიბრძანა. შემდეგ ჩეკისტურად გამოეწყო, პისტოლეტი კაბურაში ჩაიდო და ოთახიდან რომ გამოვიდა, მითხრა:
– აბა, წამიძეხი გამოგზავნილი მანქანისკენო.
ჩვედი თუ არა ქვევით, მილიციის ჩასაფრებულმა ოპერებმა გენერალი განაიარაღეს, გაკოჭეს და ჩვენ გადმოგვცეს. საგიჟეთში მიმავალ გზაზე მას დამამშვიდებელი გავუკეთეთ და როდესაც დამშვიდდა, აღფრთოვანებით იმეორებდა:
– ყოჩაღ ექიმებო, ნამდვილი ოპერატიული საზრიანობა გამოიჩინეთ და ოსტატურად ამიყვანეთო“.