კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ გაშიფრა ამერიკელების ჯაშუში ქართველმა ქიმიკოსმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
დაუჯერებელი ინფორმაცია
  1972 წლის 6 თებერვალი კვირა დღე იყო და თბილისის მილიციის სამმართველოში სიხალვათე იგრძნობოდა. ნაბახუსევზე მყოფი მორიგე თვლემდა, როდესაც მასთან შუახნის მამაკაცი მივიდა და უთხრა:
– ამხანაგო კაპიტანო, მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია მაქვს და თუ შეიძლება, სამმართველოს უფროსთან დამაკავშირეთ.
– რა ინფორმაცია? – ზანტად იკითხა თვალებჩაწითლებულმა მორიგემ.
– ხომ გითხარით, საიდუმლო ინფორმაცია, – გაიმეორა ახალმოსულმა.
– თქვით მერე.
– ვერ გეტყვით. საიდუმლო ინფორმაციაა და უფროსს დამაკავშირეთ.
 – დღეს არ იქნება. საქმეზეა წასული და ხვალ გამოიარეთ.
– მაშინ ვინმე უფროსს დამაკავშირეთ. ხვალ შეიძლება, გვიანი იყოს.
მორიგემ ბუზღუნით აიღო შიდა ტელეფონის ყურმილი და დარეკა:
– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, აქ ერთი მოქალაქეა, რომელიც ამბობს, საიდუმლო ინფორმაცია მაქვსო და უფროსთან ლაპარაკი უნდა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ახალმოსული უკვე პოდპოლკოვნიკის კაბინეტში იმყოფებოდა და ყვებოდა:
– მე გერასიმე შინდია ვარ. ქიმიკოსი და წყნეთში ვცხოვრობ. ჩემს გვერდით აკაკი ბურჯანაძე ცხოვრობს. ერთი მუდო კაცია, კარჩაკეტილი. წუხელ, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე ეზოში გამოვედი, რომ ბუხრისთვის შეშა შემეტანა და დამწვრის სუნი ვიგრძენი, თითქოს ვიღაც ფულს წვავდა – ქიმიკოსი ვარ და ასეთი რამეების გარჩევა არ მიჭირს. აკაკი იყო, ეტყობა, ფული ბლომად  იყო და კარგა ხანს წვავდა, თორემ ჩვენამდე ასე მძაფრად არ მოვიდოდა. ჩემგან რა გესწავლებათ, გეცოდინებათ, რომ ფულის დაწვა არ შეიძლება, თანაც საეჭვოა, საიდან აქვს ჩემს მეზობელს დასაწვავი ფული? სავარაუდოდ, დანაშაულთან გვაქვს საქმე. მიდით, გაჩხრიკეთ და გამოიძიეთ, რა ხდება.
პოდპოლკოვნიკმა იფიქრა, ჩემ წინ გიჟი ზისო, მაგრამ მისთვის არაფერი უგრძნობინებია. მისამართი ჩაიწერა, შეჰპირდა, რეაგირებას მოვახდენთო და კაბინეტიდან გამოისტუმრა. შინდია მიუხვდა პოდპოლკოვნიკს ფიქრებს, მაგრამ არაფერი უთხრა და პირდაპირ „კაგებეში“ წავიდა, რომელიც შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობდა. იქ მაიორ  კოტე ჭანტურიას შეხვდა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, თან დაამატა – პოდპოლკოვნიკმა გიჟად ჩამთვალაო.
– მართლაც დაუჯერებელი ინფორმაციაა, მაგრამ აუცილებლად გავარკვევთ, რა ხდება. თქვენ კი არავისთან წამოგცდეთ, ნურც ზედმეტ ყურადღებას გამოიჩენთ თქვენი მეზობლის მიმართ, – უთხრა ჭანტურიამ გერასიმე შინდიას. ხელი ჩამოართვა და გამოისტუმრა.
რიგითი ინჟინერი
  მილიციისგან განსხვავებით, როგორც ეს ჩვეოდათ, „კაგებეში“ სრული სერიოზულობით მოეკიდნენ გერასიმე შინდიას ინფორმაციას და კონტრდაზვერვა აკაკი ბურჯანაძის დოსიეს შესწავლას შეუდგა. გაირკვა, რომ 40 წლის ბურჯანაძე პროფესიით რადიოინჟინერი იყო და თბილისის რადიოქარხანაში რიგითი ინჟინრის თანამდებობა ეკავა, თუმცა საიდუმლო ნახაზებთან და დეტალებთან ჰქონდა საქმე, რომლებიც სამხედრო, კოსმოსური და სამხედრო-კოსმოსური წარმოებისთვის იყო განკუთვნილი. თბილისის რადიოქარხანაში ამ პროფილის საიდუმლო ლაბორატორია ფუნქციონირებდა და ბურჯანაძეც სწორედ იქ მუშაობდა. დახასიათებაში ეწერა, რომ ბურჯანაძე  მაღალი დონის ინჟინერი იყო, შრომისმოყვარე და პატიოსანი თანამშრომელი, ამასთან, თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ცოლთან გაშორებული იყო, შვილი კი არ ჰყავდა. კეთილსაიმედოდ ითვლებოდა და კარგა ხნის წინ მისცეს უფლება, რომ საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონოდა წვდომა. დოსიეში ისიც ეწერა, რომ ჯერ კიდევ მოსკოვის საავიაციო ქარხანაში მუშაობის პერიოდში ბურჯანაძე ადგილობრივი რადიოწარმოების მიღწევების გასაცნობად სამთვიანი მივლინებით გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოეთის მეგობრად ითვლებოდა, საზღვარგარეთ ყოფნა „კაგებეს“ ეჭვების საფუძველს აძლევდა, მით უმეტეს, საიდუმლო უწყების თანამშრომლის მიმართ და მაიორი კოტე ჭანტურია ამ მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას შეუდგა. ქართველი კონტრმზვერავი, აგრეთვე, იმითაც დაინტერესდა, რატომ გაშორდა ბურჯანაძე  მეუღლეს და ამის მოკვლევაც დაიწყო. როგორც გაირკვა, ბურჯანაძე ცოლს ათი წლის წინ გაშორდა, მანამდე კი მათ ერთად რვა წელი იცხოვრეს. გაშორების მიზეზს ვერავინ ასახელებდა, მაგრამ გაირკვა, რომ ამ ამბიდან სამი თვის მერე ბურჯანაძის ყოფილმა მეუღლემ თავისი კუთვნილი ბინა ჩუღურეთში გაყიდა და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. ჭანტურიამ რომ ფაქტები გააანალიზა, თქვა: არ გამოვრიცხავ, რომ ამ რიგით ინჟინერს ორმაგი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილიო.
აუნაზღაურებელი ზარალი
  მოგვიანებით, როდესაც ბურჯანაძე განსასჯელის სკამზე დასვეს და ორი მძიმე დანაშაულისთვის ასამართლებდნენ, სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა: „განსასჯელის სკამზე მჯდომმა სამშობლოს ზარალი მიაყენა – დიდი რაოდენობით საბჭოთა ფული, 500 000 მანეთი გაანადგურა...“ როგორც „კაგებემ“ დაადგინა, რასაც თავად ბურჯანაძეც ადასტურებდა, ქართველი ინჟინერი „ცეერუმ“ გერმანიაში მივლინების დროს გადაიბირა. მას დაავალეს, რომ თბილისის რადიოქარხანაში დაეწყო მუშაობა და ის თითქმის ათი წლის განმავლობაში გადასცემდა ამერიკელებს საიდუმლო საქმეების ნახაზების ფოტოებს. ამ მიკროსქემებს კი ამერიკელები სამხედრო და კოსმოსურ ტექნოლოგიებში უკვე გაუმჯობესებული სახით ნერგავდნენ. სამაგიეროდ, ბურჯანაძეს დიდ ფულს უხდიდნენ და მას მილიონ 200 ათასი მანეთი დაუგროვდა. ბოლო დროს კი ქართველ ინჟინერს ნერვებმა უმტყუნა. მას მოეჩვენა, რომ უთვალთვალებდნენ და სამხილების განადგურების მიზნით, ფულის დიდი ნაწილი დაწვა. აგრეთვე, გაირკვა, რომ ბურჯანაძემ თავისი ყოფილი ცოლი მოკლა და წყნეთის ტყეში დამარხა. მიზეზი კი ის იყო, რომ ცოლმა მის საქმიანობაზე ეჭვი აიღო და ეს პირში მიახალა.
ბურჯანაძე 1972 წლის დეკემბერში მოსკოვში, ლეფორტოვის ციხეში სიკვდილით დასაჯეს.


скачать dle 11.3