№42 მიყვარს – არ მიყვარს
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ამ ტესტის გაკეთება შეუძლია როგორც მამაკაცს, ასევე ქალბატონს. საკმაოდ მარტივია. დაფიქრდით თქვენს დამოკიდებულებაზე პარტნიორის მიმართ, შეკითხვებს გულახდილად უპასუხეთ და ამგვარად მიიღებთ პასუხს კითხვაზე – ნამდვილად გიყვართ თუ არა თქვენ ის. შეკითხვებს უპასუხეთ მოკლედ, „მხოლოდ“ კი ან „არა“.
1. ის ქალი (მამაკაცი) ცხოვრებას მირჩევნია;a2. როცა მისგან შორს ვარ, ძალიან მენატრება;
3. მინდა, ჩემი წარმატებების შესახებ, პირველ რიგში, მას ვახარო;
4. მასთან საუბრები სიამოვნებას მანიჭებს;
5. როცა ის ცუდად არის, მეც ცუდად ვარ;
6. არ მინდა, მას ცხოვრებაში რაიმე გაუჭირდეს;
7. მასში არაფერია ისეთი, რაც გამაღიზიანებდა;
8. უცებ რომ დიდი ფული ვიშოვო, ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ორზე დავხარჯავდი;
9. მინდა, მუდამ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს;
10. მის უარყოფით მხარეებს სიმშვიდით აღვიქვამ და საერთოდ არ მაღიზიანებს;
11. მის გამო ნებისმიერ მსხვერპლზე წავალ;
12. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენ სიყვარული კი არა, ურთიერთპატივისცემა გვაერთიანებს;
13. ხშირად მაქვს იმის შეგრძნება, რომ არ არსებობს ამქვეყნად ძალა, რომელიც ჩვენ დაგვაშორებდა;
14. ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ;
15. ხელახლა რომ მქონოდა გათხოვების (ცოლის მოყვანის) საშუალება, არჩევანს კვლავ მასზე შევაჩერებდი;
თუ შეკითხვების უმეტესობაზე თქვენი პასუხი არის „კი“ – შეიძლება, თამამად ითქვას, რომ პარტნიორი გიყვართ და მასაც უყვარხართ. თქვენი მეორე ნახევარი უკვე იპოვეთ – გაუფრთხილდით ამ ურთიერთობას. ერთ ან ორ კითხვაზე გაცემულმა უარყოფითმა პასუხმა არ შეგაშფოთოთ.
საგანგაშოა მდგომარეობა, თუ რვა ან მეტი უარყოფითი პასუხია. ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ სიყვარული დასრულდა ან, საერთოდ, არც ყოფილა.