კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ხშირად არ ვიწმინდავ სახეს, თუმცა, ყოველთვის ძვირად ღირებულ საცხებს ვიყენებ. ბოლო დროს, შევამჩნიე, რომ სახის კანი პრობლემური გახდა. შესაძლოა, თუ არა გასაწმენდ კანზე წასმულმა საცხმა, რომელიც ანოტაციიდან გამომდინარე, საკმაოდ უსაფრთხოა, აკნე და ანთება გამოიწვიოს?
პასუხი: შესაძლოა. მართალია, ძვირიანი კოსმეტიკური საშუალებებით სარგებლობთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ გასაწმენდ კანზე საცხის წასმა დაუშვებელია, რადგან ფორები დახურულია და რაც არ უნდა ძვირად ღირებული საცხი შეიზილოთ, სასარგებლო ნივთიერებები კანში ვერ შეაღწევს. ცუდად გაწმენდილი სახის კანი კი მიდრეკილია აკნესა და ანთებისკენ. თუ კანის ცხიმი, მტვერი და კოსმეტიკის ნარჩენები ერთმანეთში აირევა და მათ სახიდან დროულად არ მოიშორებთ, კანზე პრობლემები გარდაუვალია.
კითხვა: მითხრეს, რომ თბილი წყლით სახისა და დეკოლტეს დაბანა ცუდია და ნაადრევ ნაოჭებს იწვევს. ასეა?
პასუხი: სახისა და დეკოლტეს კანის დაბანამდე აუცილებელია, წყლის ტემპერატურის დარეგულირება, რომ წყალი არც ძალიან ცხელი იყოს და არც ძალიან ცივი. გრილი ტემპერატურა კი მისაღებია. ზედმეტად თბილი წყალი აზიანებს კანის დამცავ ნაწილს და აშრობს დერმის ზედა ფენას, რაც ნაადრევი ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს.
კითხვა:  მაქვს ცხიმიანი კანი და მირჩიეს, სახის საცხის მაგივრად, სახის გელი ვიხმარო. რა განსხვავებაა მათ შორის და თუ არის მისაღები ჩემი ტიპის კანისთვის გელის ხმარება?
პასუხი: სახის კრემები არბილებს კანს და იდეალურია როგორც მშრალი, ისე მგრძნობიარე კანისთვის. გელი კი  წმენდს ღრმად, შეიცავს მჟავებს, შესანიშნავია ცხიმიანი კანისთვის. მჟავის შემცველი საშუალებებით სარგებლობა ნუ შეგაშინებთ, განსაკუთრებით, თუ პრობლემური ან ძალიან ცხიმიანი კანი გაქვთ.


скачать dle 11.3