№42 როგორ ხდება სახის გაწმენდა-გაახალგაზრდავება შინაურ პირობებში
ნინო კანდელაკი ანი რევია

* პიტნის ლოსიონი გაღიზიანებული, ცხიმიანი და მშრალი კანისთვის: 2 სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით, 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20-30 წუთი და გაწურეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ამ სითხით გაიწმინდეთ სახე დილას და საღამოს.
* ალოეს გამაახალგაზრდავებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტი: კვირაში 3-ჯერ გაიწმინდეთ სახის კანი ალოეს წვენით, ხოლო ნაოჭების ასაცილებლად დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული საფენები მხოლოდ 10 წუთით.
* ლიმონისა და გლიცერინის ლიფტინგ-ეფექტი: 1 ცალ ლიმონის წვენს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი და ნახევარი ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. ეს ნაზავი კარგად წმენდს სახის კანს.
* ყავის, თაფლის, კვერცხისა და არაჟნის ლიფტინგ-ეფექტი: 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 2 ცალი ათქვეფილი კვერცხის ცილა. აურიეთ, დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
* ყავისა და თაფლის პილინგი: აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. დაიდეთ სახეზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* მიმიკური ნაოჭებისგან დამცავი ყავის, ნაღებისა და ბანანის ნიღაბი: 1 ცალი ბანანი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი. დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* ყავისა და მარილის სკრაბი პრობლემური კანისთვის: 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი და 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით საბავშვო კრემი.
* ვაშლის, რძისა და შვრიის სახის გამწმენდი და დამარბილებელი ნიღაბი: 2 ცალი ვაშლი გახეხეთ, დაუმატეთ 1/4 ლიტრი რძე და 2 სუფრის კოვზი დაფქული შვრია. კარგად აურიეთ და სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
* სტაფილოს, ზეითუნის ზეთისა და სახამებლის მატონიზებელი ნიღაბი: გახეხეთ 2 ცალი სტაფილო, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ცოტა სახამებელი. 15-20 წუთი გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
* ფორების გასასუფთავებელი და მკვებავი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 კვერცხის ცილა და ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი შვრია. მიღებული მასა სქლად წაისვით სახესა და ყელზე და 20 წუთის მერე ჩაის ღია ნაყენით ჩამოიბანეთ.
* კიტრის დამარბილებელი და მკვებავი ნიღაბი: სამი სუფრის კოვზ კიტრის წვენს, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი სპირტი. აურიეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ კი მასში დაასველეთ დოლბანდი და დაიდეთ სახეზე15 წუთის განმავლობაში.
* დამამშვიდებელი და გამამკვრივებელი ნიღაბი მშრალი კანისთვის: სამი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ, დაუმატეთ ერთი მესამედი ლიტრი თბილი რძე და 1 კვერცხის ცილა. აურიეთ და შეათბეთ. წაისვით თბილი სახესა და კისერზე. ნახევარი საათის მერე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
* სახის კანის გამოსაცოცხლებელი და მატონიზირებელი ჟოლოს ნიღაბი: 50 გრამ ჟოლოს წვენს, დაუმატეთ სამი ჩაის კოვზი რძე, მიღებულ მასაში დაასველეთ ხელსახოცი და დაიფინეთ სახეზე. 20 წუთის შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ