№42 შეკითხვა ასტროლოგს

პასუხი: ასტროლოგიური ქვებიდან თქვენთვის კარგია: ფირუზი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი, ტოპაზი, ზურმუხტი. თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება ხასიათში ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, მოთმინება და შრომისუნარიანობა. გირჩევთ, იყოთ პრაქტიკული, გამოავლინოთ ინიციატივა და ლიდერული თვისებები. აუცილებელია, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, შეგეძლოთ საიდუმლოს შენახვა. დაეყრდენით ინტუიციას. პროფესიებიდან კი, კარგია და წარმატებების მომტანი: ისტორია, ეთნოგრაფია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, მედიცინა, კერძოდ კი – პედიატრია, ასევე, კომპიუტერული ტექნოლოგიები, დრამატურგია, სცენარისტობა, კვლევითი-სამეცნიერო საქმიანობის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო სფერო, დიზაინი და არქიტექტურა.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 25 ოქტომბერს, დილის ექვსი საათიდან შვიდ საათამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სამომავლოდ წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფია, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, პოლიტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასევე, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე. სამომავლოდ წარმატებები ამ სფეროებში გელით.