კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ ადამიანთან ურთიერთობა მოგიტანთ სიმშვიდეს და ვისთან სჯობს დისტანციის დაჭერა

  დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე მიუთითებს. ხოლო აღმოსავლური ასტროლოგია კი – მის შესაძლებლობებზე. ამიტომ, პრობლემებს რომ თავი აარიდოთ, დააკვირდით ადამიანის დაბადების დროს და სტიქიას და ისე დაგეგმეთ მასთან ურთიერთობა. კეთილგანწყობა, ნდობა და სიყვარული რომ დაიმსახუროთ, ყველა ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გარკვეული კანონზომიერება მაინც არსებობს – ყველა ადამიანი, დაბადების თარიღიდან გამომდინარე, დაკავშირებულია ოთხიდან ერთ-ერთ სტიქიასთან, რომელიც მისი ხასიათის მთავარ ნიშან-თვისებებს განსაზღვრავს. თუ გეცოდინებათ, როგორ გამოიყენოთ ის თქვენს სასარგებლოდ, მაშინ ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
  ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – ცეცხლის სტიქია: ამ ადამიანების ყურადღების მოპოვება ადვილია. მოსწონთ, მოწესრიგებულ ადამიანებთან ურთიერთობა. არ გააკრიტიკოთ, რადგან ყველაზე საფუძვლიან და რეალურ შენიშვნასაც კი ვერ იტანენ. ხშირად უთხარით კომპლიმენტები.
კირჩხიბი, მორიელი, თევზები – წყლის სტიქია: მაცდურები არიან, ემოციური ურთიერთობით თქვენზე დიდი შთაბეჭდილება შეუძლიათ მოახდინონ. ძნელია მათი გონებისა და გულის დაპყრობა. თუ მოთმინებასა და დიპლომატიას გამოიჩენთ და მის თავისუფლებას არ შეზღუდავთ, ადვილად შეძლებთ მის შენარჩუნებას.
  კურო, ქალწული, თხის რქა – მიწის სტიქია: მატერიალისტები არიან. ურჩევნიათ, ერთხელ დაინახონ და შეიგრძნონ, ვიდრე ათასჯერ გაიგონ და მოისმინონ. კარგი მეოჯახეები არიან. ამიტომ, თუ ეძებთ ცხოვრების ღირსეულ მეგზურს, ძლიერ, ლამაზ, მიზანსწრაფულ და კარგ მეორე ნახევარს, მაშინ ამ სტიქიის ნიშნის ადამიანზე შეაჩერეთ ყურადღება.
  ტყუპები, სასწორი, მერწყული – ჰაერის სტიქია: ნუ გადახვალთ მათთან შეტევაზე. მათი მოხიბვლა მხოლოდ საინტერესო საუბრით, ინტელექტითა და არაორდინარული ხედვით შეგიძლიათ. ყურადღებას ნებისმიერ წვრილმანზე ამახვილებენ, ამიტომ, მათ გვერდით ფრთხილი და წინდახედული უნდა იყოთ.
ადამიანის ხასიათს მისი დაბადების წელიც განსზღვრავს. მაგალითად, აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად: ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები აღიქმებიან როგორც ძლიერი და კეთილშობილი პიროვნებები. ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებულები – უცნაურობებით და დამოუკიდებელი ხასითით გამორჩევიან. კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებულები – სიმშვიდითა და პრაგმატულობით. ხოლო ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულები კი – მოზღავავებული ენერგიითა და  მეომრული სულისკვეთებით.
ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წლებში, მოუსვენარნი და უცნაურები არიან. ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებში. სიყვარულში, საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით არ ხელმძღვანელობენ. არასდროს აქცევენ ყურადღებას რჩეულის ეროვნებას, წლოვანებასა და გარეგნობას. არ ზღუდავენ ადამიანებს და სრულ თავისუფლებას აძლევენ. უჭირთ რეალურ ცხოვრებაში ორიენტირება. თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს და სირთულეებს.
  ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებულები, კარგად ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. შეუძლიათ იყვნენ ამოუცნობები და ოპტიმისტები. ცდილობენ, თავის სასიკეთოდ „გადააკეთონ” გარშემო მყოფი ადამიანები.
  ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებულები, მკაცრები და კონფლიქტურები არიან.  არ უყვართ გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. უყვართ არაორდინარულ ადამიანებთან ურთიერთობა. გამუდმებით ძიებაში არიან. სჭირდებათ, სიყვარული და მხარდაჭერა.
კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებულები იდუმალი შარმით გამოირჩევიან. პირად ცხოვრებაში და საქმეში წარმატებების მისაღწევად, ყოველთვის ითვალისწინებენ გარშემო მყოფების აზრს და აინტერესებთ, რას ურჩევენ სხვები.

скачать dle 11.3