კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა იწვევს კალციუმის დონის დაბლა დაწევას ორგანიზმში?
პასუხი: კალციუმის შემცველობის დაქვეითება ანუ ჰიპოკალციემია ვითარდება ოპერაციული ჩარევის შედეგად ფარისებრი ჯირკვლების მიერ ჰორმონის პროდუქციის დაქვეითების შემთხვევაში. ჰიპოკალციემია ხშირია D ვიტამინის დეფიციტის დროსაც, რაც დაკავშირებულია საკვებში მის უკმარისობასთან ან მზის სხივების ზემოქმედების ნაკლებობასთან. ამ ვიტამინის დეფიციტს იწვევს, ასევე, ზოგიერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება, თირკმელების დაავადებები. ჰიპოკალციემია ვითარდება სეფსისის შემთხვევაშიც. სხვა შესაძლო მიზეზებია: მაგნიუმის დეფიციტი, ჰიპერფოსფატემია, ოსტეობლასტური მეტასტაზები, ჩონჩხის კუნთების ნეკროზი, მწვავე პანკრეატიტი, ენტეროპათია, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ჰიპოფიზიზის წინა წილის ჰიპოფუნქცია, ალკოჰოლიზმი, ცილების დაბალი დონე (ჰიპოალბუმინემია), არაადეკვატური კვება… ჰიპოკალციემიის დიაგნოსტიკა ხდება სისხლში კალციუმის შემცველობის დადგენით. განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება კალციუმის იონიზებული ფრაქციის დაქვეითებას.
კითხვა: ვარ 27 წლის. მაწუხებს წნევა უმეტესად მაქვს 100/65, ეს დღეები დამეწყო 90/60 წამოდგომისას ვგრძნობ თავბუსხვევას და უცნაურ შეგრძნებას თავის არეში, რაც 5-6 ნაბიჯის შემდეგ გამივლის ხოლმე. რა შეიძლება, იყოს ყოველივე ამის მიზეზი (ბოლო 4 თვეა, მკაცრ დიეტაზე ვარ – მხოლოდ  წყალი და პური).
პასუხი: ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი ამ ეტაპზე კვების დეფიციტია. აუცილებლად და დროულად უნდა დაუბრუნდეთ კვების ნორმალურ რეჟიმს, ოღონდ, თანდათან. ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ, გირჩევთ, მიმართოთ დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგს.
კითხვა: ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მუცელში რაღაც მოძრაობს და მირტყამს. მაგრამ ორსულობა რომ იყოს, ტესტი ხომ აჩვენებდა? უკვე 10 ტესტი გავიკეთე და არცერთმა არ აჩვენა. თან, მენსტრუაცია, ჩვეულებრივ, ყოველ თვე მაქვს, როგორც ადრე.
პასუხი: თუ წესების დაცვით ხდება ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტის გამოყენება და რა თქმა უნდა, ხარისხიან ტესტს იყენებთ, მაშინ ტესტის პასუხს უნდა ენდოთ. ექოსკოპიური კვლევა 100-პროცენტიანი სიზუსტით გეტყვით პასუხს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3