კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 თხილის გასაოცარი თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თხილის ნაყოფის გული 58-71 პროცენტ ცხიმს, 14-18 პროცენტ ცილებს, 2-5 პროცენტ საქაროზას, B და E ჯგუფის ვიტამინებსა და რკინას შეიცავს. გამოიყენება საჭმელად უმად ან იყენებენ კერძების, კანფეტების, კრემების, შაქარლამის დასამზადებლად. საუცხოოა თხილის ჩურჩხელა. დანაყილ თხილის გულს მცირე რაოდენობით წყალს ურევენ და მიიღება თხილის რძე, რომელიც ძალიან ყუათიანია და რეკომენდებულია ავადმყოფობით დასუსტებულთათვის.
  თხილის პრეპარატებს აქვთ სიცხის დამწევი, დიზენტერიის, ასევე, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; ავიწროებს სისხლძარღვებს, აძლიერებს ლაქტაციას და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. თხილის ზეთს აქვს საფაღარათო და ნაღველმდენი მოქმედება, ასევე, აძლიერებს თმის ზრდას.
  გამოიყენება როგორც შინაგანი საშუალება გაციებით გამოწვეული დაავადებების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის ტროფიკული წყლულის, წვრილი კაპილარებიდან სისხლდენის დროს, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადების, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, რაქიტის, კოლიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის სამკურნალოდ. წინამდებარე ჯირკვლის გადიდებისას თხილის კაკლებისგან, ქერქისგან და ფოთლებისგან ნახარშს ამზადებენ და ღამით მიკროკლიზმის სახით იკეთებენ.
  თხილიდან გამოწურულ ზეთს ურევენ კვერცხის ცილას და ამით დამწვრობებს არჩენენ. ასევე, ისვამენ თავზე თმის გასაჯანსაღებლად.
  თხილის ფოთლების ნაყენი: 20 გრამ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 50 მილილიტრი 4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე კუჭ-ნაწლავის, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, რაქიტის მკურნალობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის წყლულის, კანქვეშა სისხლჩაქცევების დროს.
  თხილის ფოთლების ნახარში: 20 გრამ დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მილილიტრი მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გააგრილეთ ნახევარი საათის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ 100 მილილიტრი 2-3-ჯერ დღეში ჰიპერტონიული დაავადების, თირკმელების, ღვიძლის დაავადების, ფაღარათის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროპიის დროს.
  თხილის გული საგულდაგულოდ გასრისეთ, შეურიეთ წყალს. მიიღეთ 50 მილილიტრი 3-ჯერ დღეში შარდკენჭოვანი დაავადებების, სისხლის ამოხველების, ციებ-ცხელების, კოლიტის დროს (200 გრამი თხილის გული 200 მილილიტრ წყალზე). თხილის გული შეურიეთ თაფლს. მიიღეთ 25 გრამი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ სისხლნაკლებობის დროს (200 გრამი თხილის გული 50 გრამ თაფლზე).
  ტრომბოფლებიტის მკურნალობის ძველი, მივიწყებული საშუალებაა თხილის ფოთლების ნახარშით მკურნალობა. ივნისში შეგროვებული ახალი ფოთლები ჩრდილში უნდა გახმეს. გამხმარ ფოთლებს კი იყენებენ, როგორც ჩაის: 1 სადილის კოვზ ფოთლებს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი მიიღეთ 4-ჯერ დღეში. ეს საშუალება უხდება, აგრეთვე, წვრილი ვენებისა და კაპილარების გაგანიერებას.
  მინერალებისა და ვიტამინების შემცველობით თხილი ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. მაგრამ ყველაზე ფასეული მასში E ვიტამინისა და მაღალი ღირებულების ცილის ურთიერთშერწყმაა, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სიმტკიცეს და ანელებს დაბერების პროცესს.
скачать dle 11.3