კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ტურისტული ბუმი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ რაც არ კლავს, აძლიერებს

  ბევრი ვიშფოთეთ თუ ცოტა, პრ. პუტინის მიერ ავიარეისების აკრძალვის გამო, პათოსით, ვაი, რა ტურისტული სეზონი დაგვექცაო და შიგადაშიგ მოსკოვიდანაც გვაიმედებდნენ, თუ კარგად მოიქცევით, ავიარეისებს აღგიდგენთო, გაირკვა, რომ არც ისე სავალალოდ გვქონია საქმე. ან კი რატომ გვექნებოდა, როდესაც იაფი და ეგზოტიკური ტურიზმი იყოს და ტურისტი, ბაღდადელი ბუზის არ იყოს, რაგინდ შორიდან მოვა?!
  სახელდობრ,  ავიასანქციების სამი თვის თავზე (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით) საქართველოში 68 ათასით ნაკლები რუსეთის და 148 ათასით მეტი სხვა ქვეყნის მოქალაქე შემოსულა.
მეტიც, თუ სტატისტიკას ვერწმუნებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, რაც რუსეთიდან აღარ დაფრინავენ თვითმფრინავები, ჩვენს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა – კერძოდ, 3 მილიონ 400 ათასამდე, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, წინა წელთან შედარებით, როდესაც რუსეთიდან თვითმფრინავები დაფრინავდნენ, 4.6 პროცენტით მეტია.
  ეს მონაცემებიც მოწმობს, რომ ქართულ ღვინოზე რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების არ იყოს, რის წყალობითაც ჩვენი ღვინო დასავლურ სტანდარტებს გაუტოლდა, ქართული ტურიზმიც დაიხვეწება და იმავე რუს ტურისტებს ტურისტულ მომსახურებას უფრო ძვირადაც შესთავაზებს.
ასე რომ – ამ კონკრეტული შემთხვევითაც დადასტურდა, რომ, რაც არ კლავს, აძლიერებს.



скачать dle 11.3