კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ჟამი დასვენებისა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მოკავშირეობის მძიმე ხვედრი

  იმიტომაც, რომ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია და არც უმისობაა, რომ ყველა მხოლოდ ხეირს ეძებს, მათ შორის მოკავშირეებისგან, იმას გარდა, რომ თითოეულის მიზანია, აგიშენოს „ოქროს სარაია“, ოღონდ მას შემდეგ, რაც თავისას მოამთავრებს,  ერთი სიტყვით, როგორც ჩერჩილი შენიშნავდა, მთავარი ინტერესებიაო, თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო და თუმცა ქურთები აშშ-ს მოკავშირეებად მიიჩნევიან და ბევრი სისხლიც დაღვარეს, ერთი მხრივ, საკუთარი, მეორე მხრივ, აშშ-ს ინტერესების გამო და მესამეც – ისლამური სახალიფოს განადგურებისთვის (რის გამოც ფიქრობდნენ, რომ დამოუკიდებელ ქურთისტანს იმსახურებდნენ) და აშშ თურქეთს დაემუქრა, დნ. ტრამპს ისიც „გაახსენდა“, რომ ქურთები მათ მეორე მსოფლიო ომის დროს არ დახმარებიან.
  ამასობაში კი (ეს არც იყო რთული საწინასწარმეტყველო), თურქეთის არმია თანდათან არღვევს ქურთების წინააღმდეგობას და, მიუხედავად იმისა, რომ ქურთები თავიანთი დამოუკიდებლობის იდეასაც იცავენ, დღესავით ნათელია, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მარტონი დარჩნენ და, უდიდესი ალბათობით, დამარცხდებიან, ოღონდ ბევრ ლამაზ ლეგენდას დატოვებენ. ამის გათვალისწინებით კი, თუმცა არაერთხელ დამიმუნათებია ჩემი თანამემამულე მამაკაცები, რაკი არც ჯარში უნდათ და არც ომში, ქურთების მაგალითი მაფიქრებინებს, რომ იქნებ ჯობდეს კიდეც, ამ ეტაპზე მათზე იფიქრონ, რომ მხდალები არიან, ვიდრე უთანასწორო ბრძოლებში საზარბაზნე ხორცად დაიხოცონ, რადგან, საბოლოოდ, როცა დრო მოვა, მაინც მოუწევთ, ოღონდ ჩვენს ომებში ბრძოლაც და სიკვდილიც.


скачать dle 11.3