№41 რა გამოცდილება გაუზიარა მარი ფეიქრიშვილს ნატალი პორტმანმა და რით გააოცა ის კიანუ რივზმა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მარი ფეიქრიშვილი ულამაზესი ქართველი მსახიობია, რომელიც რამდენიმე წელია, ამერიკაში საკუთარი ოცნებების ასრულებას შეუდგა და დღეს უკვე ისეთ ვარკვლავებთან ერთად უწევს მუშაობა, როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოპესი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯეიკ ჯილეინჰოლი და ასე შემდეგ.
მარი ფეიქრიშვილი: თერთმეტ წლამდე სოფელში ვცხოვრობდით, შემდეგ მამაჩემის საქმიანობის გამო თელავში გადავედით საცხოვრებლად. საოჯახო ბიზნესი გვქონდა და მთელი ოჯახი ამ საქმეში ვიყავით ჩართული. მახსოვს, პატარა ვიყავი, დედა „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას უყურებდა და რაც ვნახე, ძალიან მომეწონა. იმ დღიდან კინოინდუსტრია ჩემი საოცნებო სამყარო გახდა. გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი და მას შემდეგ, ჩემი ბავშვური თამაშები ყოველთვის ამ პროფესიას უკავშირდებოდა. თუმცა თეატრალურში ჩაბარება ვერ მოვახერხე. ფინანსურად არ გვქონდა შესაბამისი მდგომარეობა, თან ჩემებს მიხმარება სჭირდებოდათ. ამიტომ თელავში ჩავაბარე ინგლისურ ენასა და ლიტერატურაზე, რაც ამერიკაში ძალიან გამომადგა. ეს არჩევანი შემთხვევით არ გამიკეთებია, ზუსტად ვიცოდი, რომ ოდესღაც აქ მოვხვდებოდი და ინგლისური ენის ცოდნა დამჭირდებოდა. თუმცა, არ ვიცოდი როგორ მოვახერხებდი ამას, რადგან ამერიკაში ერთი ნაცნობიც კი არ გვყოლია.
– და როგორ მოახერხე მთელი ოჯახით ამერიკაში წასვლა?
– თელავში სუპერმარკეტი გვქონდა, სადაც დედას ვეხმარებოდი ხოლმე უნივერსიტეტის შემდეგ. ერთი ქალბატონი შემოდიოდა ხშირად, რომლის უზომოდ მადლობელი ვარ. გვითხრა, ჩემები ამერიკაში არიან და რომ ვხედავ, თქვენ ასეთი მშრომელი ხალხი ხართ, მინდა, სცადოთ და წახვიდეთ, იქ შრომა დაგიფასდებათო. თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს ქალბატონი. მან გვირჩია, რომ მწვანე ბარათის გათამაშებაში მიგვეღო მონაწილეობა. ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ მე მჯეროდა, რომ გაგვიმართლებდა. ექვსი თვის შემდეგ, მამას დაბადების დღეზე შევამოწმე შედეგები და მოლოცვა რომ დავინახე, სიხარულით ჭკუაზე აღარ ვიყავი (იცინის). რომ გაიგეს, მთელი ოჯახი ამერიკაში გადავდიოდით საცხოვრებლად, გვეუბნებოდნენ: სად მიდიხართ, ხომ არ გგონიათ, იქ ყველაფერი აწყობილი დაგხვდებათო? მამა კი ყველას პასუხობდა: ჩემთვის ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ადამიანს შრომა უყვარს და საკუთარი თავის სწამს, ყველგან შეძლებს ფეხზე დადგომასო. მოკლედ, რაც გვქონდა, გავყიდეთ და წამოვედით.
– როგორი რეალობა დაგხვდათ ამერიკაში?
– რომ ჩამოვედით, ძალიან ბევრ კარგ ადამიანს შევხვდით, ჩვენიანებს და მივხვდით, რომ სიკეთე არ იკარგება. ჩამოსვლიდან მესამე დღეს ჩვენთან სრულიად უცხო ადამიანი მოვიდა. ქართველი იყო, თელავიდან. 15 წლის წინ მამა დახმარებია და რომ გაუგია, ჩვენც ამერიკაში ჩავედით, მამასთან მოვიდა და თავი შეახსენა: შენი გაკეთებული სიკეთე არ დამვიწყებია და მინდა, ჩემს კომპანიაში დაგაწყებინო მუშაობაო. ძალიან მაგარი კომპანიაა და მამას დღეს იქ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
– პარადად შენი ოცნებების ასრულება როდის დაიწყო?
– ჩამოსვლიდან სამი წლის შემდეგ. თავიდან ძალიან გამიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება. ბევრი სამსახური გამოვიცვალე – კარგი ხელფასიც მქონდა, კარგ კომპანიებთანაც მიწევდა კონტაქტი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი ოცნება. აქ რომ ჩამოვედი და თაიმ სქვერზე აღმოვჩნდი, ბილბორდებს შევხედე და ჩემს ძმას ვუთხარი: აქ უნდა მოვხვდე, არ ვიცი, როგორ, მაგრამ, ამის მჯერა-მეთქი. თუმცა იყო ბევრი რთული პერიოდი. ზოგჯერ ემოციურად იმდენად მიჭირდა,
სახლში მისვლა არ მინდოდა, რომ ჩემებს იმ მდგომარეობაში არ ვენახე. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ის ყველაფერი საჭირო იყო. მსგავსი გამოცდილება ადამიანს გარწმუნებს, რომ ის უნდა აკეთო, რაც გიყვარს. ბოლოს ერთ-ერთ კაფეში ვმუშაობდი. კლიენტს შემთხვევით ყავა გადავასხი და უფროსმა შენიშვნა მომცა. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, იქ წადი, სადაც შენი ოცნება არის-მეთქი და დავიწყე ქასთინგების მოძიება. სააგენტოში პირველივე ცდაზე ძალიან კარგად მიმიღეს. ქასთინგიდან მეორე დღესვე შემატყობინეს, რომ რეჟისორს მოვეწონე. ეს არ იყო მთავარი ან განსაკუთრებული როლი. მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, უკვე ფილმში უნდა მეთამაშა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ოცნებების ასრულება დაიწყო. ყველა ძალიან თბილად შემხვდა. იმ პროექტში ჰილარი დაფი იღებდა მონაწილეობას და პირველად ასეთი ვარსკვლავი რომ დავინახე, შოკში ჩავვარდი. მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულ ადგილას მოვხვდი (იცინის). შემდეგ სხვადასხვა სააგენტოსთან გავაფორმე კონტრაქტი და ინტენსიური მუშაობა დავიწყე ფილმებზე, სერიალებსა და რეკლამებზე.
სახლში მისვლა არ მინდოდა, რომ ჩემებს იმ მდგომარეობაში არ ვენახე. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ის ყველაფერი საჭირო იყო. მსგავსი გამოცდილება ადამიანს გარწმუნებს, რომ ის უნდა აკეთო, რაც გიყვარს. ბოლოს ერთ-ერთ კაფეში ვმუშაობდი. კლიენტს შემთხვევით ყავა გადავასხი და უფროსმა შენიშვნა მომცა. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, იქ წადი, სადაც შენი ოცნება არის-მეთქი და დავიწყე ქასთინგების მოძიება. სააგენტოში პირველივე ცდაზე ძალიან კარგად მიმიღეს. ქასთინგიდან მეორე დღესვე შემატყობინეს, რომ რეჟისორს მოვეწონე. ეს არ იყო მთავარი ან განსაკუთრებული როლი. მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, უკვე ფილმში უნდა მეთამაშა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ოცნებების ასრულება დაიწყო. ყველა ძალიან თბილად შემხვდა. იმ პროექტში ჰილარი დაფი იღებდა მონაწილეობას და პირველად ასეთი ვარსკვლავი რომ დავინახე, შოკში ჩავვარდი. მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულ ადგილას მოვხვდი (იცინის). შემდეგ სხვადასხვა სააგენტოსთან გავაფორმე კონტრაქტი და ინტენსიური მუშაობა დავიწყე ფილმებზე, სერიალებსა და რეკლამებზე.
– ალბათ, ბევრ ვარსკვლავს შეხვდი.
– ძალიან საინტერესო ეტაპს გავდივარ, ყოველდღე მიწევს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან მუშაობა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ვუყურებ, როგორ ღვრიან ოფლს ეს ადამიანები, ბოლომდე იხარჯებიან. უნდა ნახოთ, როგორ ემორჩილებიან გადამღებ ჯგუფს ჯენიფერ ლოპესი, სკარლეტ იოჰანსონი... ძალიან თავმდაბლები არიან და უმაგრესი პროფესიონალები. მათგან გამუდმებით სწავლობ. იმდენად უშუალოები არიან და ისე გექცევიან, გეგონება, ისინი კი არა, შენ ხარ „სელებრითი“ (იცინის). მოდიან, გეკითხებიან: როგორია შენი დღე, საიდან ხარ და ასე შემდეგ. ჯენიფერ ლოპესს იტალიელი ვეგონე, დაინტერესდა, სად იყო საქართველო და მეც გავაცანი. ძალიან ვცდილობ, არ შევიმჩნიო ხოლმე იმ მომენტში ჩემი ემოციები (იცინის). „ფიფთი ცენტს“ შევხვდი, მის სერიალშიც გადამიღეს და გამახსენდა, სოფელში რომ ვცხოვრობდი, მისი პლაკატი მქონდა რვეულში ჩაკრული (იცინის). აქ რომ ვნახე და თან, რომ მოვიდა, მომესალმა, გამიღიმა და მითხრა: მაგრად გამოიყურებიო, იმდენად დავიბენი, მადლობაც ვერ ვუთხარი (იცინის). ცოტა ხანს იდგა და ხმა რომ ვერ ამოვიღე, გავიდა. მსახიობები მეუბნებოდნენ: – წადი, მადლობა მაინც უთხარიო. ეგონათ, შევიფერე, მე კიდევ ჩემს განცდებში ვიყავი (იცინის). ნატალი პორტმანმა შესვენებაზე პიცა გვიყიდა. ერთად ვჭამდით და თან თავის გამოცდილებას გვიზიარებდა: ყოველი გადაღების წინ ისე ვნერვიულობ, თითქოს დამწყები ვიყო. ჯეიმს ფრანკოსთან მქონდა გადაღება, ჯეიკ ჯილენჰოლი უსიმპატიურესია და თან, ძალიან მხიარული ტიპია. უსაყვარლესი კაცია კომედიანტი ბენ სტილერი. „ჯონ
ვიქშიც“ ვიღებდი მონაწილეობას და კიანუ რივზთან ერთად მქონდა გადაღება. კიანუ საკმაოდ უცნაური ადამიანია. მეგონა, გადაღების შემდეგაც როლში იყო. თუმცა მათთან ერთად ფოტოები არ გადამიღია. რადგან ერთი გუნდი ვართ, არაა მიღებული ფოტოს გადასაღებად „მივარდე“. ეს ძალიან დაბალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია, რაზეც ცოტა გული მწყდება (იცინის).
ვიქშიც“ ვიღებდი მონაწილეობას და კიანუ რივზთან ერთად მქონდა გადაღება. კიანუ საკმაოდ უცნაური ადამიანია. მეგონა, გადაღების შემდეგაც როლში იყო. თუმცა მათთან ერთად ფოტოები არ გადამიღია. რადგან ერთი გუნდი ვართ, არაა მიღებული ფოტოს გადასაღებად „მივარდე“. ეს ძალიან დაბალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია, რაზეც ცოტა გული მწყდება (იცინის).
დღის განმავლობაში თვრამეტი საათი ვმუშაობ, ყოფილა ისეც, რომ რამდენიმე ღამე საერთოდ არ მძინებია. მაგრამ იმდენად მომწონს, რასაც ვაკეთებ, ისე მსიამოვნებს ეს ყველაფერი, რომ გამთენიის სამ-ოთხს საათზე სიხარულით ვდგები და „მივფრინავ“ გადაღებაზე (იცინის). აქ ძალიან აფასებენ შენს შრომას. ყოველი დღის ბოლოს ინდივიდუალურად გვეუბნებიან მადლობას, თქვენ გარეშე ვერაფერს ვიზამდითო. როგორ არ დაიღლები თვრამეტსაათიანი მუშაობის შემდეგ, მაგრამ იმხელა სტიმულს გაძლევენ, ყველაფერი გავიწყდება. ახლა პარალელურ რეჟიმში შვიდ პროექტზე ვმუშაობ, პლუს რეკლამები.
– ამდენი ვარსკვლავის გარემოცვაში რომ ხარ, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, როგორი ბიჭები მოგწონს?
– გარეგნული სტანდარტი არ მაქვს. ძალიან ვაფასებ იუმორის გრძნობას, ეს ძალიან მიზიდავს ბიჭში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ინტელექტი, საუბრის მანერა და ჩამოყალიბებული პიროვნება. მინდა, ჩემი მეორე ნახევარი ქართველი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია, აქ ვცხოვრობ, პატრიოტი ვარ და საოცრად მიყვარს ჩემი ქვეყანა.
– შენი ოცნებების დიდი ნაწილი ახდა...
– ვერ ვიტყვი, რომ ოცნება სრულად ავისრულე. მხოლოდ ნაწილობრივ, თუ ჩავთვლით, რომ თაიმ სქვერზე ბილბორდებზე ვიყავი (იცინის). ცრემლები წამომივიდა, ჩემი თავი იქ რომ დავინახე და მივხვდი, რომ მიუღწეველი მართლა არაფერია. მნიშვნელობა არ აქვს, სოფელში ხარ, ქალაქში თუ სხვაგან. ოცნებები ხდება, მთავარია, ამის გწამდეს და ძალიან ბევრი იშრომო. რა თქმა უნდა, რთული ეტაპები იქნება, მაგრამ არ უნდა დანებდე. მე კიდევ ბევრი მაქვს მისაღწევი. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ჩემით იამაყოთ.