№41 Bad boy და Good Girl – Carolina Herrera-ს ყველა დროისა და სეზონის განუმეორებელი და სრულყოფილი სურნელი „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელში
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
პარფიუმერიული კომპანია „ისი-პარი“ თავის ერთგულ მომხმარებელს ყოველ სეზონზე სთავაზობს
სიახლეებს და ანებივრებს მათ, ვინც სიახლეების, გლამურისა და ნამდვილი ემოციის მოყვარულია. გასულ კვირას, კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ ჟურნალისტები Redison Bloue Iveria-ში შეკრიბა, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივი პრეს-ლანჩი გამართა და Carolina Herrera-ს მამაკაცის ახალი სუნამო – Bad boy წარადგინა. მამაკაცური, დამატყვევებელი, ელვასავით მჭექარე, ფეთქებადი და წესების დამრღვევი – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ამ სუნამოს არომატი აღძრავს. ხოლო ფლაკონი, იმდენად გამორჩეული, უცხო, არაორდინარული და თვალში საცემია, ნებისმიერის ყურადღებას მიიქცევს.

„ისი-პარიში“ მისულ ქალბატონებს კი, შემოგთავაზებენ Carolina Herrera-ს სუსტი სქესისთვის მორგებულ, ქალურ, ამოუცნობ, სრულყოფილ და მიმზიდველ, ქალის ქუსლიანი ფეხსაცმლის ფლაკონის ფორმაში მოთავსებულ სუნამოს – Good Girl. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი წვეთის პკურებაც კი საკმარისია, როცა გვერდით ჩაუვლით, შეუმჩნეველი ვერ დარჩეთ და ნებისმიერმა მამაკაცმა გაგაყოლოთ თვალი, გრძნობა და ემოცია.
ასე რომ, ისევე, როგორც მამაკაცს, ქალბატონსაც არ გაუჭირდება, გააოცოს მეორე ნახევარი, საყვარელი ადამიანი თუ მეგობარი, როცა შთაბეჭდილების მოხდენა სურს. ამისთვის, „ისი-პარის“ მაღაზიაში მისვლა, ულამაზეს ფლაკონში „გამომწყვდეული“ მამაკაცებისთვის Bad boy და ქალბატონებისთვის Good Girl – Carolina Herrera-ს ყველა დროისა და
სეზონის განუმეორებელ და სრულყოფილ სუნამოებზე არჩევნის გაკეთებაა საჭირო.
სეზონის განუმეორებელ და სრულყოფილ სუნამოებზე არჩევნის გაკეთებაა საჭირო.