კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ნიკოლოზ სარაულის წარმატების გზა და სამომავლო გეგმები

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  ახალგაზრდა, წარმატებულ გინეკოლოგ-ქირურგს და ენდოსკოპისტს, ნიკოლოზ სარაულს, საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. იგი ყოველდღიურად მუშაობს საკუთარ თავზე, იმისთვის, რომ ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი მიიღოს.
– ბატონო ნიკოლოზ, პაციენტების საყვარელი ექიმი ხართ, როგორ იქმნებოდა თქვენი კარიერა?
– 2004 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე. უნივერსისტეტში სწავლის პერიოდში, თავისუფალ დროს, კლინიკა „მედულაში“ უმცროსი ექიმის პოზიციაზე ვმუშაობდი, სადაც მონაწილეობას ვიღებდი გინეკოლოგიურ და ონკო-გინეკოლოგიურ ოპერაციებში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კლინიკური ორდინატურა უკრაინაში, კერძოდ, ქალაქ დნეპროპეტროვსკის მედიცინის აკადემიაში გავიარე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა განვაგრძე საქართველოში – კლინიკა „მედულაში“, გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, დავით დავარაშვილის სახელობის სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკაში, ხოლო 2018 წლიდან დღემდე კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ვარ.
– დღეს, როცა შემდგარი და წარმატებული ქირურგი ხართ, იმ  ემოციას თუ გაიხსენებთ, რასაც პირველი ოპერაციისას განიცდიდით?
– რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად ოპერაციის მართვა სულ სხვა განცდაა, რადგან ამ დროს გუნდის ხელმძღვანელი ხარ და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. ჩემი პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია 2016 წელს ჩავატარე. მიუხედავად ძლიერი შინაგანი მღელვარებისა, ჩემს გუნდთან ერთად შევძელი საკმაოდ რთული ოპერაციის ლაპარასკოპიული მეთოდით წარმატებით დასრულება.
– პროფესიონალად ჩამოყალიბების გზაზე ვინ გედგათ გვერდით?
– უპირველესად, ჩემი ოჯახი, კლინიკა „მედულა“ – კერძოდ, ბატონი დავით თაბაგარი, ჩემი კოლეგა და მეგობარი – დავით ყარსიმაშვილი, „ინ ვიტროს“ ხელმძღვანელი – ქალბატონი ნინო მუსერიძე. განსაკუთრებული მადლიერება მინდა, გამოვხატო ბატონი კოტე მარდალეიშვილის მიმართ, რომლის
მხარდაჭერას კლინიკაში მუშაობის დაწყების დღიდან მუდმივად ვგრძნობ.
– რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?
– ვაკეთებ ყველა სახის ოპერაციას გინეკოლოგიაში, როგორც ღია წესით, ასევე, ლაპარასკოპიული მეთოდით და ვაგინალური მიდგომით.
– გუნდური მუშაობა რამდენად პრიორიტეტულია თქვენთვის?
– გუნდური მუშაობა ნებისმიერ პროფესიაშია წარმატების საწინდარი. კლინიკა (კოტე მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი), სადაც დღეს ვარ, ამ პრინციპების ერთგულია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოპერაციის წარმტებით დასრულება გუნდური მუშაობით გაცილებით მარტივია.
– რამდენად დიდია პაციენტების მომართვიანობა?
– პაციენტების მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და ყოველ წელს იმატებს, რაც დაკავშირებულია ბევრი კმაყოფილი პაციენტის არსებობასთან და კლინიკაში
მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასთან.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– დედა – ლალი სამადაშვილი, მასწავლებელია, მამა – მიხეილ სარაული ექიმი, მეან-გინეკოლოგი, და ნინო სარაული – ექიმი რადიოლოგი. მეუღლე, მარიამ რეხვიაშვილი – ექიმი პედიატრია, გვყავს ორი შვილი.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ვგეგმავ კვალიფიკაციის ამაღლებას როგორც ქირურგიული თვალსაზრისით, ვინაიდან ახალი მიდგომა ინერგება, ასევე მეცნიერული კუთხით.
– დღესაც ღელავთ ოპერაციის წინ?
– ჩემთვის რთულად წარმოსადგენია პროფესიონალი ქირურგი, რომელიც არ ნერვიულობს ოპერაციის წინ,  ვინაიდან საქმე ეხება ყველაზე მაღალ ღირებულებას – ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს!


скачать dle 11.3