№41 ანეკდოტები
გურული ხიდან ჩამოვარდა.
ექიმმა – დააგვიანეთ, ცოტა ადრე რომ მოგეყვანათო....
– როის ადრე, ძამა, სანამ ევიდოდა?
***
გურული ქალი მოდის ბაზრიდან ჩანთებით, პარკებით – ხორცი, მწვანილი, „ცოცხალი“, ყველი, ჩანთიდან ამოფშეკილი ქათმის ფეხები... მოკლედ, რა აღარ მოაქვს. შეფანდალდა სადარბაზოში და შარვალჩახდილი მანიაკი გადმოუხტა წინ...
– ტიტუ... კვერცხის ყიდვა დამავიწყდა!
***
სამი ღამურა ხეზე კიდია და „პლანს“ აბოლებენ.
ერთმა გააბოლა – ჩაკაიფდა;
მეორემ გააბოლა – ჩაკაიფდა;
მესამემ გააბოლა და ტოტზე ზევიდან შემოჯდა.
დანარჩენი ორი ღამურა:
– აუ, ამას ტოტი წაუვიდა, ჩემი...
სხარტულები
* გამოცდილება არ მაქვს, იმიტომ, რომ სამსახურში არ მიღებენ;სამსახურში არ მიღებენ, იმიტომ რომ გამოცდილება არ მაქვს.
* ადამიანის ცხოვრება მარხილში შებმული ძაღლივითაა – თუ პირველი არ ხარ, შენ წინ პეიზაჟი არ იცვლება.
* ისე მეძინება, როგორც კი სახლში მივალ, ეგრევე კომპიუტერს მივუჯდები.