№41 მოუნელებელი სიმთვრალე
მსახიობი ზურაბ ყიფშიძე ასეთ ისტორიას იხსენებს: „ერთხელ, როდესაც მსახიობები გადაღებაზე ბაკურიანში ვიყავით, მე და ბატონი რამაზ ჩხიკვაძე ერთ ნომერში მოვხვდით. ერთ საღამოს რესტორანში ისე დავთვერი, რომ მაგრად ავურიე... მანქანის გასაღებს ვითხოვდი – თბილისში უნდა წავიდე-მეთქი. გასაღები დამიმალეს. ბოლოს, როგორც იქნა დავშოშმინდი და დავიძინე. დილით საშინელ პახმელიაზე გამეღვიძა. თავი ავწიე და ბატონი რამაზი მეუბნება:
– თქვენში რომ სვამენ, არ ფსამენო?.. – ანუ მონელება გიჭირსო.