№41 ბრძნული აზრები
ჭაბუა: უმაღლეს თანამდებობაზე კეთილი განზრახვებით გასული ბევრია და სიკეთეშენარჩუნებული – არავინ.
გოეთე: გოეთეს ჰკითხეს ერთ ადამიანზე, მის ადგილას როგორ მოიქცეოდიო. მან უპასუხა: არასდროს მქონია შემთხვევა, როდესაც მეც ისე არ მოვიქცეოდი, როგორც სხვა, მის ადგილას რომ ვყოფილიყავიო.
ეზოპე: დაიწყეთ თქვენი ცოდვების განსჯა და სხვის ცოდვამდე ვერასდროს მიხვალთ.
ფოლკნერი: თუ გსურს მთის გადადგმა, პატარა ქვების გადატანით უნდა დაიწყო.
ჩერჩილი: ფრთხილად იყავით მშვიდ ადამიანებთან, როდესაც მათი მოთმინების ფიალა ივსება, ისინი წვავენ პორტებს და არა გემებს.
უაილდი: ადამიანს უჭირს სიმართლის თქმა, როცა თავისი სახელით ლაპარაკობს. მიეცით მას ნიღაბი და ყველაფერს გეტყვით.
კობო აბე: მოულოდნელ გადაწყვეტილებებს გაცილებით მეტი წარმატება მოჰყვება ხოლმე, ვიდრე იმათ, რომელთაც დაუსრულებლად უკირკიტებენ და წონიან.
ნიცშე: როდესაც დააფასებ იმას, რაც გაქვს და არ იცხოვრებ იდეალურობის ძებნაში, მაშინ ნამდვილად ბედნიერი გახდები.
როლანი: ქვეყნად მხოლოდ ერთი გმირობა არსებობს: ხედავდე ყველაფერს ისე, როგორც სინამდვილეშია და გიყვარდეს.
ანდერსენი: ჩვენ ყველას გვაქვს ერთი ღუზა, რომლიდანაც თუ თვითონ არ მომწყდი, არავინ მოგხსნის. ესაა ვალდებულების შეგრძნება.
ვოლტერი: ადამიანის თვისებაა, ჰკიცხოს ყოველივე, რისი უნარიც თვითონ არ აქვს.
შექსპირი: მშიშარა ყოველი საფრთხის წინ კვდება, ხოლ მამაცი – მხოლოდ ერთხელ.
ფროიდი: დეპრესია სისუსტის ნიშანი არაა, ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენ ძალიან დიდხანს ცდილობდით, ძლიერი ყოფილიყავით.
ბელუჩი: სილამაზე ქალისთვის პრობლემად გადაიქცევა მხოლოდ ორ შემთხვეაში: როცა ის არ აქვს და როცა მის გარდა არაფერი აქვს.
შანელი: თუ ქალი იცინის, ესე იგი, მამაკაცი ცდილობს.