კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 რას წერდა გასომხებული ორბელების შტოს წარმომადგენელი თავისი წინაპრების წარმოშობისა და საქართველოში მოსვლის შესახებ

ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი

  ორბელთა გვარი დიდ როლს ასრულებდა გაერთიანებული საქართველოს ისტორიაში. 1110 წელს, დავით აღმაშენებელმა, ჩვეულებისამებრ, მანევრი ჩაატარა – იმერეთში გადავიდა. ამით ქვემო ქართლში მოთარეშე თურქებმა მოადუნეს ყურადღება. ამ დროს გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელთან გამოცხადდნენ მისი დისწული თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი. დაგეგმეს, მოულოდნელად გაილაშქრეს, თავს დაესხნენ სამშვილდის ციხე-ქალაქს და „სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე“. სამშვილდე სტრატეგიული ქალაქი იყო და იქიდან დაიწყეს შეტევა თურქებზე, რამაც დამპყრობელი გააქცია არაერთი ციხიდან.
 ორბეთის ციხე ქვემო ქართლშია, ალგეთის ხეობის მაღალ კლდეზე.
  ორბელთა გვარის ისტორია, თავისებურად, გადმოცემული აქვს ამავე გვარის სომხეთში დამკვიდრებული და გასომხებული შტოს წარმომადგენელს, სომხეთის ეკლესიის მღვდელმთავარს, მეცამეტე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსს, სტეფანოს ორბელიანს. სტეფანოსის წინაპარი, დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი, ივანე ორბელი და მისი ვაჟი, სუმბატი ქართველები იყვნენ. სუმბატი ბერად შემდგარა ბეთანიის ანუ მართლმადიდებლურ, ქართულ მონასტერში.
  სტეფანოს ორბელიანი მოგვითხრობს: „ჟამსა მეფობისა დავითისა, ძისა გიორგისა, დიდმა სპასალარმა იოანე ორბელიანმა ფრიად განავრცელა საზღვარი ქართლისა. ებრძოდა თურქთა და წაართვა ტფილისი, ლორე და ანი (სომხების დედაქალაქი)... რომლისათვის დიდად პატივცემულ და შეყვარებულ იქნა მეფისგან, და გარდა მამულისა თვისისა მიეცა მეფისა მიერ სასახლედ გინა პალატად ლორე (ციხე-ქალაქი), გარემოითა თვისითა. ეგრეთვე, სამშვილდე, რომელიც იყო მამული მათი, ასევე, მიეცა დაბებითურთ...
  ... როდესაც მოკვდა ძლიერი იგი დავით, მიიღო მეფობა მისი ძემან მისმან მხნემან დიმიტრიმ, რომელმაც უმჯობესობით გარდაემატა წინაპართა თვისთა, რომელმაც იმეფა წელსა ოცდაცამეტსა, და მან უმეტესად შეიყვარა დიდი პატივისცემითა იოანე ორბელიანი და ძე მისი სუმბატ. ჟამსა ამისსა დაიპყრეს იოანემ და სუმბატმა ხონანი (ხუნანი), რომელიც ადრე ჟამიდან ეპყრათ თათართა. ესეცა ამათ მიეცათ მტკიცე მამულად“...  
შემდეგში ორბელები აუჯანყდნენ გიორგი მესამეს და აჯანყების ჩახშობის მერე, მათი დიდი ნაწილი სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადარჩა, ვინც არ იყო იმ დროს ქვეყანაში. თუმცა, ეს სხვა ისტორიაა...
  საკუთარი გვარის განსაკუთრებული წარმოშობის მტკიცებას თითქმის ყველა დაწინაურებული საგვარეულო ცდილობდა, მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, სტეფანოს ორბელიანი – როგორც ქართველებისადმი სარწმუნოებრივად ოპოზიციურად განწყობილი სასულიერო პირი და გიორგი მესამის მიერ მისი წინაპრის სახლიკაცების დახოცვის გამო გაბრაზებული ადამიანი – სამწუხაროდ, არაობიექტურად და საკმაოდ არასასიამოვნოდ მოიხსენიებს მეფე გიორგი მესამეს და ჩვენს სარწმუნოებას.  
  სტეფანოს ორბელიანი, „სისაკანის ისტორიაში“, გადმოგვცემს  ლეგენდას თავისი წინაპრების შესახებ. მისი თქმით, ქართველთა მამამთავარმა ქართლოსმა ქვემო ქართლში ააშენა „ციხე ერთი აუღებელი შესაფერისსა ადგილსა, და ციხესა მას ეწოდა ორბეთი“.
  სტეფანოსის თქმით, როდესაც ქართველებს ჯერ კიდევ არ ჰყავდათ მეფეები და მათი მეთაურები იყვნენ ქართლოსის შთამომავალი მცხეთელი მამასახლისები, ჩვენს ქვეყანაში ჩინეთიდან მოსულან ჩინეთის სამეფო ოჯახის წევრები:
  „აჰა ამ ჟამად აღსდგა შფოთი არეულობისა დიდსა სამეფოსა შინა ჩინელთასა, რომელიც არის აღმოსავლეთისა უშორეს ხალანელთა და მესაზღვრენი ხაზართა და ჰუნთა, ესე იგი გუგართა, რომელიც მიიწევა სიგრძით ემმაონ მთისამდე. როდესაც მიიცვალა მეფე ჯამბაკურ წოდებული, მეფის ძეთ იწყეს ბრძოლა ურთიერთისად. და გაძლიერდა ერთი და ლტოლვილ იქნა მეორე. რომელიც იყო კაცი მარჯვე, მართებულის სახის მქონებელი, ძლიერი და ტანოვანი სიჭაბუკის ასაკითა“.
  სტეფანოსის თქმით, იმ უფლისწულმა, თავისი ოჯახით, თანამებრძოლებითა „და უნჯითა ჰაერში მროკველითა ცხენითა მხნედ მფრინავმა გამოვლო მრავალსა ქვეყანასა ეგოდენითა უსაშინელესი სახითა, ვიდრე არავის ძალ-ედვა წინააღდგომა მისი და გამოვლო დარიალი. თითქმის უზენაესის განგებითა მოვიდნენ ქვეყანასა ქართლსა მცხეთის მამასახლისთან და იხილეს იგი შევიწროვებულნი და დიდსა ურვასა შინა მყოფნი და შეღონებულნი სპარსთაგან.
მაშინ გამოელაპარაკნენ მამასახლისს და უფროსთ კაცთა და უთხრეს: „ჩვენ ჩინელთ მეფისაგანნი ვართ, და მოვსხლტით ძმათა ჩვენთა, მოვედით აქა და მოვენდევით მაგარსა ქვეყანასა თქვენსა, ღმერთთა თქვენთა ურვისა თქვენთათვის მიგვიყვანეს ჩვენ აქა შემწედ თქვენდა. აწ ნება ჩვენი ესე არის: ან დავდგეთ სამეფოსა შინა სპარსეთისასა, ან წავიდეთ თვითმპყრობელთა საბერძნეთისადმი. უკეთუ ინებებთ, განგვიმზადეთ ალაგი განსვენებისა და დავრჩებით აქა და გიხსნით თქვენ მაწუხებელთა თქვენთაგან და მერე წავალთ გზასა ჩვენსა, სადაცა ღმერთი ინებებს“.
  ხოლო რა იხილეს უხუცესთ მამასახლისთა საქართველოსა შინა კაცნი ესეთნი მხნენი და ძლიერნი და ესმათ სათნოებით სიტყვანი მათნი, დიდათ გაიხარეს და ჰყვეს სერი (საღამოს სუფრა გაშალეს) დიდი და მაღლისა დიდებითა და დიდისა პატივითა მიიღეს იგინი და ფრიად-ფრიად შეიყვარეს.
ხოლო აუღებელი სიმაგრე ორბეთი, რომელიც აეშენებინა ქართლოსს, მისცეს სამკვიდრებელად სიმაგრისათვის. და მრავალნი სოფელნი და დაბანი დიდნი და ციხე მისცეს სამკვიდრებლად მათდა.
  მაშინ ერწმუნნენ მას ალაგს და დაემკვიდრნენ ორბეთში და ციხისა სახელის გამო შემდგომად ხანთა მრავალთა ორბელიანი ეწოდათ, ესე იგი ორბეთელნი, რამეთუ ჩვეულება არის გვართა და გვარის-მთავართა ადგილის სახელს უწოდებენ... ამ მიზეზით გვარსა მას ორბელიანი ეწოდა, რომელსაც პირველად ჩენიულნი ეწოდათ, ესე იგი ჩინელნი“.
  სტეფანოსის თქმით, ქართველებს შეუკრებიათ ჯარი, ჩინეთიდან მოსულთა დახმარებით აჯანყებულან სპარსელების წინააღმდეგ და გაუთავისუფლებიათ ქვეყანა.
  ამ სამსახურების გამო: „განაწესეს იგინი სპასპეტად და ძალთმთავრად ყოვლისა საქართველოისას. ხოლო როდესაც გამეფდა ქართლში პირველი მეფე ფარნავაზ, აღმატებით პატივი მიიღეს მის მიერ ორბელიანთ და არავინ იყო მსგავსი მათი ქართლში გარდა მეფისა“.
სტეფანოს ორბელიანი ამბობს, თითქოს ეს ამბები მეფე გიორგი მესამემ წააშლევინა „ქართლის ცხოვრებიდან“ და სხვა მატიანეებიდან და ეს გადმოცემა და ორბელების გმირობის ისტორია სომხური მატიანეებიდან ავიღე, რაც მცირე ვიპოვეო.
  თუმცა, თუ გიორგი მეფემ ყველაფერი წააშლევინა, ივანე ორბელის დამსახურების შესახებ ცნობასაც არ დატოვებდა „დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში“.

скачать dle 11.3