კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ცოლიანი კაცის საყვარლობამ დები დამაკარგვინა

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წარმატებული კარიერა მაქვს, პირადი ურთიერთობები ვერ ავაწყვე. უფრო სწორად, ოჯახის შესაქმნელად ვერ მოვიცალე, გადავყევი სწავლას, მერე დისშვილებს, მშობლებს... და დავრჩი მარტო. სამსახური  და შემოსავალი კი მაქვს, მაგრამ დისშვილებმა თავისი გზა მონახეს, მშობლებიც დამეხოცა და დავრჩი მარტო. ორი წლის წინ გამოჩნდა მამაკაცი, რომელმაც ცხოვრების ხალისი დამიბრუნა და თავი სასურველ ქალად მაგრძნობინა. რომ მეგონა, ასაკში შევედი და არავინ შემომხედავდა, ისე მომიდგა, ვიგრძენი, ჯერ კიდევ მაქვს დრო, მეც მიყვარდეს, თავს სასურველ ქალად ვგრძნობდე და ვიყო ბედნიერი. თუმცა, ცოლი ჰყავს და მის გვერდით ხშირად ვერ ვარ. ჩუმად ვხვდებით, რომ ცოლმა არ გაიგოს. ამ სიტუაციამ დამღალა, მაგრამ ისე შემიყვარდა და მის გვერდით თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, რომ ამითიც კმაყოფილი ვარ. უბრალოდ, ჩემმა დებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და ისეთი დღე მაწიეს, ამხელა ქალს თავი ბავშვი მეგონა. თითქოს, მხოლოდ მე მყავს საყვარელი ამ ქვეყანაზე და მხოლოდ მე ჩავდივარ უღირს საქციელს. თავად აიწყვეს ცხოვრება, შვილებიც ჰყავთ, ქმრებიც... მე კი მარტო ვარ. ბუნებრივია, მეც მინდა, მყავდეს ვინმე ძალიან ახლობელი, რომელიც მეყვარება და მის სიყვარულსაც ვიგრძნობ. ამას მიკრძალავენ. რომ გაიგეს, ცოლიანიაო, ამაზე სულ გადაირივნენ და სამუდამოდ მომიძულეს. უკვე ექვსი თვეა, არც კი მოვუკითხივარ. ხანდახან დისშვილები მომიკითხავენ ხოლმე. ჩემი საყვარელი კი, ყოველ დღე მირეკავს, კვირაში სამჯერ მაინც მოდის და ცდილობს, არაფერი მომაკლოს. ერთხელ ისიც კი წამოსცდა: არ მინდა შვილებთან ურთიერთობის გაფუჭება, თორემ ცოლს გავშორდებოდი და შენ მოგიყვანდიო. ისეთი ავი ცოლი ჰყავს, ვიცი, ჩვენი ურთიერთობის ამბავი რომ გაიგოს, მომივარდება და სკანდალს ატეხს. თუმცა, ამისაც არ მეშინია. მე, დასაკარგი არაფერი მაქვს. იმ ასაკში ვარ, როცა ვიცი, როგორ ვაკონტროლო გრძნობები, ურთიერთობები, სიტყვები... არც სკანდალები მაშნებს და არც მისი ოჯახის დანგრევა მინდა. შვილის გამჩენი მე არ ვარ და სადამდეც გვეყვარება ერთმანეთი და ამის ნებას გარეშე პირები მოგვცემენ, მანამდე ვიქნებით ერთად. უბრალოდ, ჩემი დების მიკვირს. რატომ ვერ მიგებენ, რატომ ჰგონიათ, რომ თუ საყვარელი მყავს, ამით მათ ვაყენებ შეურაცხყოფას? ვერ ვხვდები. ფაქტია, როცა რაღაც მიჭირდა, მხოლოდ ის დამიდგა გვერდით. თუნდაც, სახლის რემონტის დროს, როცა ხელოსანთან პრობლემა მქონდა და მე ვერაფერს გავხდი, ეს კაცურად დაელაპარაკა და პრობლემა ჩემ ჩაურევლად მოაგვარა. ვფიქრობ, ყველა ქალს სჭირდება გვერდით მამაკაცი და თუ მასთან ხელი არ გაქვს მოწერილი ან ჯვარი დაწერილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდს სჩადიხარ. მესმის, ბევრი იტყვის, ცოლიანი კაცის საყვარლობა ცუდია და ამორალური, აბა, რა არისო... მაგრამ, აბა, სხვა მხრიდან შეხედონ. ვგრძნობ, ცოლი არ უყვარს, მის გვერდით არ უნდა ყოფნა, უბრალოდ, ქმრის მოვალეობას ასრულებს, ჩემთან კი ისეთი ბედნიერია... ამის დანახვა სხვას არ შეუძლია. მე კი, ვგრძნობ და მიხარია, რომ ერთად ბედნიერები ვართ და მისი იმედიც მაქვს. ამას წინათ, ცოლს უეჭვიანია. ტანსაცმელზე ჩემი სუნამოს სურნელი გაჰყვა. დამირეკა და მითხრა: რაღაც იეჭვა და მაპატიე, თუ ძილის წინ ვერ მოგწერ, ხელებში მიყურებს, ვის ვემესიჯები ტელეფონითო. ესეც გავუგე. არ მინდა, ჩემ გამო პრობლემები ჰქონდეს. იმასაც განიცდის, ჩემს დებთან რომ გამიფუჭდა ურთიერთობა, მაგრამ ვერაფერს იზამს. შეგნების ამბავია. ვიცი, იმასაც იტყვიან: ამხელა ქალს რა სასიყვარულო თავგადასავლები და რომანტიკა აგიტყდაო, მაგრამ ასაკი და სექსი, არაფერ შუაშია... უბრალოდ, საყვარელი ადამიანის თბილი სიტყვა, მოფერება და  გვერდით დგომაც საკმარისია მარტო გატარებული დღეები რომ მახსენდება, იგივეს გადატანა აღარ მინდა. თუ ჩემ გვერდით არ არის, ვიცი, ჩემზე ფიქრობს. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მეც ბედნიერ, იმედიან ქალად ვიგრძნო თავი და არა მარტოსულ, მარტოხელა ადამიანად.
ნელიკო, 49 წლის.
скачать dle 11.3