კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 13 მარტს ღამით, რომელ ზოდიაქოს ნიშანს მივეკუთვნები, რა არის ჩემი კარმული მისია და მატერიალურად რომელი ქვეყანაა ჩემთვის ხელსაყრელი?
პასუხი: თქვენ ვეფხვის წელში ხართ დაბადებული, ზოდიაქოთი კი – „თევზები“. თქვენი კარმული მისიაა, იყოთ ინიციატივიანი, ენერგიული, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, ასევე, გქონდეთ უშიშარი სული, გამოავლინოთ სიკეთე. უნდა იყოთ მშვიდობის მტრედი – სადაც შეხვალთ, შეიტანოთ სიმშვიდე და ჰარმონია. გამოავლინოთ დიპლომატია, დაიცვათ თანასწორუფლებიანობის პრინციპი. დაეყრდნოთ ოპტიმიზმს, ინტუიციას, კეთილშობილებას და ცოდნის ბაზას. ქვეყნებიდან კი კარგია: პორტუგალია, ბრაზილია, ჩინეთი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური მხარე, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, კუნძული მალტა, იტალია, ბირმა, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ავსტრია და მონაკო.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 14 იანვარს დილის 5 საათზე თბილისში. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები, რომ წარმატებებს მივაღწიო და რომელი ქვეყნებია ჩემთვის სასურველი?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფულობა, შრომისუნარიანობა, მოთმინება, ნებისყოფა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა, დამოუკიდებელი მოქმედება. საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით. დაიცავით ადათ-წესები და ტრადიციები. იყავით ერთგული ახლობლების მიმართ და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. პატივი ეცით უფროსებს. იყავით ფრთხილი და წინდახედული. მოაწესრიგეთ როგორც საქმიანი, ისე ოჯახური ურთიერთობები. ეს თქვენი კარმული მისია და ცხოვრებაში წარმატების მომტანი ფაქტორებია. მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია. ხოლო ქვეყნებიდან კი –  ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ნორვეგია და საბერძნეთი. მოერიდეთ ბრაზილიას, ინდოეთის აღმოსავლეთ მხარეს, პორტუგალიას, ისლანდიას, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს, ფილიპინებს, ტაილანდს, ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილს, პანამას, ახალ ზელანდიას, ისრაელს, კორეას, კუნძულ შრი-ლანკას, ფინეთს.
скачать dle 11.3