კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ უნდა შექმნათ სახლში სიმშვიდისა და სიყვარულის აურა

  საცხოვრებელი ბინის აურა ადამიანის პირად თუ კარიერულ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამიტომ, თუ ცხოვრებაში რამის შეცვლა გსურთ ან არასასურველი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავთ, მაშინ ფრთხილად მოეპყარით ნებისმიერ ნივთს თქვენს საცხოვრებელ ბინაში და გაითვალისწინეთ ის ასტროლოგიური წესები, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზე.
  თუ ცხოვრებაში რაიმე სიახლის შემოტანა დაგეგმეთ, მაშინ ბინაში ნებისმიერ ნიუანსსა თუ წვრილმანს უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება, სწორად განალაგოთ ნივთები, გადაანაწილოთ ავეჯი, ჭურჭელი.
  თუ სამსახურის შეცვლა გინდათ, დაწინაურებაზე ოცნებობთ და გსურთ ფინანსების და შემოსავლების გაორმაგება, მაშინ ამისთვის, უპირველესად, თქვენი საცხოვრებელი უნდა მოამზადოთ. აუცილებლად გაიტანეთ ბინიდან ის მცენარეები, რომლებიც ენერგეტიკულ ვამპირად მიიჩნევა. ასეთებია ლიანები და გვიმრა. ასევე, ეცადეთ ოთახის კედლები ღია ფერში შეღებოთ, განათება კი უფრო კაშკაშა იყოს. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორი: გაითვალისწინეთ, რომ თუ კარიერაში წინსვლა გსურთ, ჭაღის ნათურები იატაკს კი არ უნდა უყურებდეს, ჭერისკენ უნდა იყოს მიმართული. თუ მასშტაბური გეგმების განხორციელებაზე ოცნებობთ, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბინის შესასვლელს. ის გემოვნებით და სადად უნდა მოაწყოთ, აუცილებლად კარგად გაანათოთ და მუდამ დასუფთავებული და მოწესრიგებული გქონდეთ.
  თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან კამათს აარიდოთ თავი, მაშინ იმ ოთახში, სადაც ხშირად იკრიბებით, ეცადეთ, კარგი განათება იყოს, კედლებზე კი სასიამოვნო აურის სურათები დაკიდოთ. ამით თქვენს ბინაში ჰარმონია და სიმშვიდე შემოვა. ამიტომ, დიასახლისმა მხოლოდ კი არ უნდა დაალაგოს, დაგავოს და დააწკრიალოს სახლი, არამედ უნდა ისწავლოს მისი სწორად მოწყობა, გალამაზება, რომ პრობლემებიც აიცილოს თავიდან, ოჯახის წევრების შექებაც დაიმსახუროს და სიყვარულიც დაიბევოს. სახლში სასიამოვნო აურას თქვენივე განწყობით ქმნით, ამიტომ ეცადეთ, მუდამ გაღიმებული დახვდეთ სამსახურიდან მოსულ ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს. ეს განწყობაც გადამდებია და მასში მთავარი როლი დიასახლისს აკისრია.
  თუ ჯერჯერობით ვერ შეხვდით პიროვნებას, რომელთანაც იდეალურ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობას ააწყობდით, თავს დაცულად და ბედნიერად იგრძნობდით, აღარ დაგტანჯავდათ მარტოობა, ხანგრძლივად იქნებოდით ასეთ სასიყვარულო გარემოში და ოჯახის შექმნაზეც იფიქრებდით, ასეთ შემთხვევაში, სანამ რაიმეს შეცვლას გადაწყვეტთ, მანამდე კარგად უნდა გადახედოთ საკუთარ ბინას. ასე მოძებნით პრობლემის მოგვარების გასაღებს და ადვილადაც შეძლებთ, კარი გაუღოთ ბედნიერებას. ანუ, მარტოობის ენერგეტიკასთან ბრძოლა საკუთარი ბინის მოწყობით უნდა დაიწყოთ – გაათავისუფლეთ საცხოვრებელი ზედმეტი და უსარგებლო ნივთებისა და ავეჯისგან, ფანჯრებზე კი ღია ტონალობის, გამჭვირვალე ფარდები ჩამოაფარეთ, იატაკზე დააგეთ ჭრელი ფარდაგები და ოთახი წითელი ფერის, სასიყვარულო ენერგეტიკის მქონე შუქით გაანათეთ. წითელი ფერი ცეცხლის ენერგიით აგავსებთ და სიყვარულს მოიზიდავს. ასე რომ, თუ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა გსურთ, დაემშვიდობეთ ძველს და ბინა სინათლითა და სიახლით აავსეთ. და... ხშირად დაპატიჟეთ ბინაში მეგობრები თავის შეყვარებულებთან ერთად, რათა მათი ენერგეტიკა თქვენზეც გადმოვიდეს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ გასათხოვარი გოგონას სახლში არ უნდა ინახებოდეს გაბზარული, გატეხილი და შელახული ჭურჭელი თუ ავეჯი.
ადგილი, სადაც მეტ დროს ატარებთ, მშვიდი და კომფორტული უნდა იყოს. სახლი დილა-საღამოს აუცილებლად გაანიავეთ.

скачать dle 11.3