კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 ექიმის რჩევები

  კითხვა: 9 წლის ბიჭს უკვე ერთი თვეა, შევამჩნიე, რომ აქვს სუნიანი ოფლი, როგორც დიდ ადამიანს. მაინტერესებს, რისი ბრალია? როგორც ვიცი, მსგავსი სუნიანი ოფლის გამოყოფა გარდატეხის ასაკიდან იწყება.
  პასუხი: გირჩევთ, ბავშვი აჩვენოთ ენდოკრინოლოგს, შესაძლოა, მას ადრეულად დაეწყო გარდატეხის ასაკი, როდესაც ორგანიზმში დიდი ჰორმონული ცვლილებები ხდება. ამ დროს ორგანიზმში გაძლიერებულია ნივთიერებათა ცვლა, ეს განაპირობებს ხშირ ოფლიანობას, რაც განსაკუთრებით იღლიების ოფლიანობით გამოიხატება. ამ ასაკში როცა იღლიების ოფლიანობას თან სპეციფიკური სუნიც ერთვის, პრობლემის მოგვარების ერთადერთი საშუალება ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვაა, ყოველდღიური დაბანაა საჭირო. გამოიყენეთ ანტიბაქტერიული საპონი. დაბანისა და კარგად გამშრალების შემდეგ გამოგადგებათ ტალკი, საჭმელი სოდა, საბავშვო ტალკი, კარტოფილის ფქვილი (სველი ხელით წაუსვით). მათი პრობლემურ ადგილებზე მიფრქვევა სისველეს შთანთქავს და უსიამოვნო სუნსაც ჩაახშობს. ეცადეთ, ბავშვს ეცვას ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი.
  კითხვა: რა არის „მუცლის ფეთქვა“ და როგორ ვუშველო? ექიმმა არაფერი არ გჭირსო, მაგრამ მაწუხებს და რა ვქნა? შესაძლოა, ეს პრობლემა ნევროზული იყოს?
  პასუხი: თუ ჭიპის ახლო მიდამოში გრძნობთ პერიოდულ პულსაციას, ამის მიზეზი შესაძლოა, იყოს ჭარბი რაოდენობით საკვების მიღება, ასეთი ჩივილი ხშირად აქვთ მაღალ და გამხდარ ადამიანებს, რაც აიხსნება აორტისა და კუჭ-ნაწლავის მუცლის კედელთან ახლოს განლაგებით, გარდა ამისა, ასეთი ჩივილი ხშირია მწვავე და ქრონიკული გასტრიტის მქონე ადამიანებში. აქედან გამომდინარე, მიზეზების დასადგენად, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, თერაპევტს ან გასტროენტეროლოგს.
  კითხვა: ვარ 23 წლის. პერიოდულად მემართება ასეთი რამ: საყლაპავთან ანუ ყელში ვგრძნობ ძლიერ ჭვალს, რაც გულმკერდზე გადადის, შემდეგ უკან – მარცხენა ბეჭზე, ასევე, გულთან – მოვლითი ხასიათით. ჭვალი ძალიან ძლიერია, ვსვამ ციტრამონს. დალევიდან ნახევარ საათში მიყუჩდება. არის ალბათობა, რომ გული იყოს და ციტრამონი აჩერებდეს?
  პასუხი: ციტრამონი გულის ტკივილს ვერ გააყუჩებს. თანაც, თქვენს ასაკში ასეთი სიმპტომის მიზეზი უფრო ნეიროცირკულარული დისტონიაა ან ხერხემლის პრობლემები. მიმართეთ ნევროლოგს. თუ ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგში იქნება, მაშინ გასტროენტეროლოგთან ვიზიტი დაგჭირდებათ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3