კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ იქცა ჩვენთვის სალოცავად ჯვარი, რომელსაც, როგორც ცნობილია, დასჯის იარაღად იყენებდნენ?
პასუხი: ამის პასუხად შემოგთავაზებთ ნაწყვეტს უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქადაგებიდან: „ჯვარი და აღდგომა! – ერთი შეხედვით, მათ შორის რა კავშირი უნდა არსებობდეს? ჯვარი, ვიდრე მასზე უფალი ჩვენი, იესო ქრისტე გაეკვრებოდა, ყველაზე სამარცხვინო იარაღი იყო წამებისა და სიკვდილისა. ჯვარზე სიკვდილი იმდენად სამარცხვინოდ ითვლებოდა, რომ თუ ადამიანს რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, რაც უნდა დიდი დამნაშავე ყოფილიყო, მისი ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა. ამიტომაც იყო, რომ პეტრე მოციქული რომში ჯვარზე გააკრეს, ხოლო პავლე მოციქულს, რომელსაც რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, თავი მოჰკვეთეს. ჯვარი და აღდგომა მართლაც ორი უკიდურესობაა – ერთი დამცირებას, ტანჯვას, სიკვდილს გულისხმობს, მეორე – დადებით აღდგომასა და სიკვდილითა სიკვდილისა დათრგუნვას. იესო ქრისტემ ჯვარი და აღდგომა ერთმანეთთან დააკავშირა და შეაერთა. ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯვარი იმგვარ უძლეველ იარაღად იქცა, რომელსაც ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს. ამიტომაცაა, რომ ყოველი მღვდელმოქმედება, ყოველი საიდუმლო და ყოველი ლოცვა, რომელიც ეკლესიაში სრულდება, ჯვრის გამოსახვით იწყება და მთავრდება“.
კითხვა: რატომ ითვლება ცოდვად გარკვეული ზრახვები და ფიქრები, ეს ხომ ქმედებები არ არის და ადამიანს მისდაუნებურად მოსდის?
პასუხი: ღმერთი მართლაც კრძალავს არა მხოლოდ ბოროტ საქმეებს, არამედ ზრახვებსა და სურვილებს. თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ისინი სულს აუწმინდურებენ. ამას გარდა, ბოროტი სურვილებისა და ზრახვებისგან იშვება ბოროტი ქმედებანი. რომ არ ყოფილიყო ბოროტი სურვილები და ზრახვები, არ იქნებოდა ბოროტი საქმეები. მოქმედება სურვილების გამოვლინებაა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი საკუთარ თავში ცოდვისკენ მიდრეკილი ზრახვებისა და სურვილების დათრგუნვა და მათი სიკეთეზე დაფუძნება.
კითხვა: დღესდღეობით საქართველოში დიდი გაჭირვებაა და ბევრი ადამიანი არის სიღარიბის ზღვარზე, ამ ფონზე ამდენი ტაძრის მშენებლობა ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება. არ ჯობია, ვისაც ეს შეუძლია, უპოვრებს შეეწიოს?
პასუხი: თავდაპირველად აღვნიშნავთ, რომ სიღარიბის გაჩენა და ამდენი მათხოვრის არსებობა სწორედ ეკლესია-მონასტრების არყოფნამ გამოიწვია და არა მათმა მშენებლობამ. ბევრი ტაძარი ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, ბავშვებს, მოხუცებს, მათ, ვისაც საკვებიც კი არ აქვთ. ამიტომ, ასე ცალსახად ნუ შევხედავთ ეკლესიის – უფლის სახლის მშენებლობას. რაც მეტი იქნება მორწმუნე, რაც მეტი მიჰყვება ეკლესიურ ცხოვრებას, ნაკლებად იქნება გზასაცდენილი, ეშმაკის შეპყრობილი და ცოდვილი ადამიანი.
კითხვა: ჩემი მშობლები ძალიან დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. მაშინ ბავშვი ვიყავი. ახლა მე თვითონ ასაკში ვარ და ჩემი მშობლებიც გარდაცვლილები არიან. რამდენად სწორია მათი ერთად მოხსენიება ლოცვებში?
პასუხი: არ აქვს მნიშვნელობა, როდის დაშორდნენ, ისინი თქვენი მშობლები არიან და შესაბამისად, ერთად უნდა მოიხსენიოთ, ილოცეთ მათთვის და პანაშვიდიც გადაუხადეთ.
скачать dle 11.3