კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ შეიძლება, ქართველისთვის ეროვნული სიამაყე წარმართობად გადაიქცეს და რატომ ვითარდებიან დღეს ქრისტიანები არასწორად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ადამიანი დაბადებიდან ომშია ჩართული. როგორც კი დაეცა ადამიანი, მას შემდეგ – მეორედ მოსვლამდე, ცისქვეშეთში, არის ომი, რომელიც ადამიანებს არაწმიდა სულმა გამოუცხადა. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ჩვენ ეს ომი გამოგვიცხადა არაწმიდა სულმა, ჩვენმა დაცემულმა სულმა, რომელსაც ეზარება უფლის სახელის ხსენება, ლოცვა, ზიარება. ადამიანი რას არ მოიგონებს, რომ წირვაზე არ მოვიდეს, მამაოსთან არ მივიდეს. რა იცით, რა გელოდებათ, რა შეიძლება მოხდეს ან თქვენთან, ან თქვენს ოჯახის წევრებთან. ამიტომ გეუბნება ღმერთი: დღევანდელ დღეს მოგიხმე შენ, დღევანდელი დღე არის შენი გადარჩენის და არავინ იცის, ვინ გაგითენებს, რადგან ამის გარანტია არავინ მოგცა. როცა ვხედავ, ადამიანს რაღაც უხარია, ვეკითხები: რა გიხარია? ოჯახი შევქმენი, ახალ მანქანას ვყიდულობ, სახლი ვიყიდე... ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია და რასაკვირველია, უნდა უხაროდეს ადამიანს. მაგრამ როცა მას ხილული კეთილდღეობა არ აქვს: არც ოჯახს ქმნის, არც მანქანა შეცვალა, არც სახლი უყიდია და მაინც უხარია, ეს არის ნამდვილი სიხარული. ხალხს კი ჰგონია: ნეტავ ამას რა უხარია, გიჟიაო. სიგიჟეა ქრისტიანობა. ელინებისთვის, ანუ ძველი ბერძნებისთვის ქრისტიანობა სისულელეა. დაბრკოლებაა იუდეველებისთვის, რადგან უკვე არსებულ სიტუაციაში, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, უცებ გამოჩნდა ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ფილოსოფია, მწიგნობრობა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იცით, როგორ ასწავლიდა ქრისტე? როგორც ძალაუფლების მქონე.
– ეს რას ნიშნავს, მამაო?
– მეც ვსაუბრობ წმიდა სამების სახელით, მაგრამ ძალაუფლება არ მაქვს. მწიგნობრები, ფარისევლები საუბრობდნენ თავიანთი მამა-პაპის – იეჰვას სახელით და იესო ქრისტე გონებიდან გონებაში კი არ ასწავლიდა, არამედ სულიდან – სულში, გულიდან – გულში. თუ ადამიანის გული გახსნილი იყო, ეს სწავლება პირდაპირ შედიოდა მის გულში, სულში და იკურნებოდა. დღეს ექიმთან რომ მიდიხართ, ის არ გეკითხებათ: ცოდვილი ხარ თუ არა, ის გეუბნება: რა გჭირდება. მკითხავებთან რომ დადიხართ ჩუმ-ჩუმად, არც ის გეკითხებათ: რომელ ეკლესიაში დადიხარო, თან მართლმადიდებლური ხატები უკიდია. გეტყვის: ეს შეჭამე, ეს არ შეჭამოო. ქრისტე როგორ კურნავს? მასთან ბევრი ადამიანი მიდიოდა, მაგრამ ყველა არ იკურნებოდა. ის ადამიანები იკურნებოდნენ, რომლებიც ცოდვილ ცხოვრებას შეწყვეტდნენ. მაცხოვარი ეუბნებოდა მათ: წადი და აღარ შესცოდოო. ჩვენ ამ მოვლენებისგან ძალიან შორს ვართ. ღმერთი იმიტომ გკურნავს, რომ ისევ ისეთი ცხოვრება არ გააგრძელო, როგორიც ადრე გქონდა. უნდა ადგე და ემსახურო ღმერთს. ადრე მიკვირდა ხოლმე: რა ამბავია 12-ჯერ „უფალო შემიწყალე“, 40-ჯერ „უფალო შემიწყალე“. იმიტომ, რომ ომია ირგვლივ. ეშმაკი ტყვიამფრქვევით გვესვრის უამრავ ცოდვას და ჩვენი ყოველი ნათქვამი „იესო ქრისტე“ იგივეა, ისარი ესროლო ეშმაკს და დაჭრა. ძალიან დიდი სიტყვებია, დიდი ძალა აქვს და ყველას ვურჩევ, რომ შეწყვიტონ ყველანაირი იუმორი ეკლესიურ ტერმინოლოგიაზე, რადგან ეს არის ღვთის სიტყვა, ძალიან ძლიერი. მეექვსე საუკუნეში, როცა ყველაზე დიდი ტაძარი აია სოფია შენდებოდა, ყველა ქვაზე ეწერა სიტყვები ფსალმუნებიდან და ყოველი მე-12 ქვის დადების შემდეგ, მუშები ჩერდებოდნენ და ლოცულობდნენ, შემდეგ აგრძელებდნენ მუშობას. ეს ტაძარი დღემდე არსებობს, ვერავინ დაანგრია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ყველანაირი საქმიანობა უფალთან ურთიერთობით უნდა განამტკიცოთ. მე არ გეუბნებით, რომ ყოველ წუთს დაუჯდომელი უნდა იკითხოთ ან პარაკლისები გადაიხადოთ. პავლე მოციქული ბრძანებს: ადამიანი ვერ გამართლდება რჯულით, ადამიანი გამართლდება იესო ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენითო.
– ეს როგორ უნდა გავიგოთ?
– ზოგიერთი ქართველი, რუსი, ბერძენი ფიქრობს, რომ რახან ქართველია, რუსი, ბერძენი, ესე იგი, უკვე გამართლებულია, უკვე სამოთხეშია. კონფესიური სიამაყე ერთ-ერთი ძალიან დიდი სექტაა. ამან იუდეველები სექტამდე მიიყვანა და ისინი დღემდე ასე ფიქრობენ. ეროვნული სიამაყე ჩვენც მიგვიყვანს წარმართობამდე. თუ გგონია: ქართველი ყველას სჯობია, ესე იგი, შენ წარმართი ხარ, ღმერთს არ აღიარებ. ყველა ეროვნება ღმერთმა გააჩინა და რატომ გგონია, რომ შენ მეტი მოგცა და სხვას ნაკლები? ასე არ იფიქროთ, თორემ ხომ ნახეთ, რა დაემართათ ებრაელებს. მეოთხე საუკუნემდე ეკლესიაში პოლემიკა იყო იმაზე, თუ როგორ ცხონდება ადამიანი. ბევრმა ეს დღესაც არ იცის. ჰგონიათ, რომ რადგან ბავშვობაში მონათლეს, ჯვარი დაიკიდეს, ხანდახან მოდის ეკლესიაში და ეზიარება, ის უკვე ცხონდება. არ არის ასე. ადამიანი რომ ცხონდეს, მას სჭირდება პირადი ღვაწლი და უფლის მადლი, ანუ სინერგია. თუ უფალს არ უხმობ, არ ეუბნები: „უფალო, შემიწყალე“, როგორ გადმოვა შენზე მადლი, როგორ იქადაგებ, როგორ დალოცავ, გააკეთებ საქმეს. ვერაფერსაც ვერ გააკეთებ და თუ უფლისკენ მოდიხარ, ვერავინ აღგიდგება წინ, რადგან სიხარულით მოდიხარ, სინერგია ჩართულია და ვერაფერი შეაჩერებს. პავლე მოციქული ამბობს: ვის შეუძლია, დაგვაშოროს უფლის სიყვარულს, მწუხარებას, განსაცდელს? ვერაფერი შეგაჩერებთ, თუ თქვენ გენდომებათ და თუ თქვენ უფლისკენ მიდიხართ. დღეს რამდენი ადამიანი დადის სიხარულის გარეშე, მოწყენილი – არავინ და არაფერი რომ არ უნდათ. იმიტომ, რომ არასწორად განვითარდნენ და არასწორად განვითარებას სჯობს, საერთოდ არ განვითარდნენ. ჯობია, ისეთი ადამიანი მოვიდეს, ვისაც არაფერი აქვს მოსმენილი და არა ის, ვინც ბევრი მოისმინა, მოყირჭდა და მოსწყინდა ყველაფერი – ეს ძალიან საშინელი მდგომარეობაა. როგორ შეიძლება მოგვწყინდეს ღვთისმსახურება, აღსარება, ზიარება? თუმცა ბევრი შეცდომა გვაქვს, ბევრს ვაშავებთ, მომავალშიც დავაშავებთ, მაგრამ თუ ხედავ, შენი მოძღვარი აშავებს, უფრო მეტად უნდა გიყვარდეს. თუ მას ეშმაკი მოერია, შენ რას გიზამს? ამიტომ ვილოცოთ ერთმანეთზე. ღმერთმა ყველაფერი იცის, ისიც კი, წინ რომ განსაცდელი გელოდება, ამიტომ შესაძლოა, სხვა გზით აგარიდოს. ნუ დავუდგებით ღმერთის განგებულებას წინ, ნუ ვწუწუნებთ. ჩვენ გამარჯვებულ ომში კი ჩავერთეთ, მაგრამ თავად არ ვართ გამარჯვებულები. მობილური ხომ მუდმივად გიჭირავს ხელში, ყოველდღე ჩაწერე, რა დააშავე და, გარწმუნებ საღამოს შეგეშინდება საკუთარი თავის. მერე კი შეგრცხვება, ყოველდღე ერთსა და იმავეს რომ დაწერ და გამოსწორდები.
скачать dle 11.3