კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№41 როგორ გაასწორა სოფლები მიწასთან რუსის ჯარმა კახეთში, ხევსურეთსა და რაჭაში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მაშინ, როდესაც ჩვენს ჩრდილოეთით და ჩვენსავე სეპარატისტულ რეგიონებში საქართველოს ისტორიას ისე ჭრიან და კერავენ, თითქოს მემკვიდრეობით დატოვებული პერანგი იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება – რუსეთის იმპერიის საქართველოს ტერიტორიაზე ფეხის დადგმიდან მოყოლებული ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა, თავდაპირველად, რუსული იმპერიის, მოგვიანებით კი რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მოქმედებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ვფიქრობ, სავსებით ლოგიკურია, თუ ამ შეტაკებებში ქართველების დახოცვას გენოციდად განვიხილავთ, მით უფრო, რომ, მაგალითად, ოს სეპარატისტებსა და მათ ჩრდილოელ მფარველებს ყოფნით სითავხედე, 1920 წელს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოში მცხოვრებ ოსთა აჯანყების ჩახშობა „გენოციდად“ მონათლონ, იმავდროულად კი, ჩეჩნეთში სისხლის მდინარეები – რუსეთში სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლად. ისტორიკოს ვახტანგ გურულთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე, თუ რამდენი ქართველი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლე გაწყდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში და შეიძლება თუ არა ამის მიჩნევა ქართველების გენოციდად.
– რა აჯანყებები მოჰყვა მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ტრაქტატის პირობების დარღვევას, რამდენი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლებს და შეიძლება თუ არა ამას გენოციდი დავარქვათ, დაღუპულთა რაოდენობიდან და მოსახლეობის განადგურების ფორმიდან გამომდინარე?
– რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და რუსი ისტორიკოსების მიერ საკითხის დაყენება, რომ 1918-1920 წლებში ქართველებმა თითქოს „ოსების გენოციდი“ მოაწყვეს, არასწორია. ოსები ცხოვრობდნენ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე, ქართველების გვერდით და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სარგებლობდნენ იმავე უფლებებით, რითაც ქართველები. მათ დაიწყეს აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, უნდოდათ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება, რომელიც იმხანად საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში იყო, ესე იგი, რუსეთთან შეერთება უნდოდათ და ქართულმა ჯარმა და გვარდიამ თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვა. ახლა იმავე საზომით მივუდგეთ საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში მომხდარ ქართველთა აჯანყებებს, როდესაც რუსებმა უამრავი ქართველი დახოცეს.
– თან, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვცხოვრობდით.
– აი, სწორედ ამას მოგახსენებთ. ყველა ეს აჯანყება: 1804 წლის ქართლის მთიანეთის, 1812 წლის კახეთის, 1819-1820 წლების იმერეთის, გურიისა და სამეგრელოსი,   რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის კი არ მიმდინარეობდა, არამედ ქართველი ხალხი თავისი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად იბრძოდა და ამის საპასუხოდ მან ნამდვილად განიცადა გენოციდი. 1804 წლის აჯანყება, ძირითადად, არაგვის ხეობაში მიმდინარეობდა და აჯანყების შუა პერიოდიდან ბოლომდე ეს იყო ქართველების, რომლებიც უკვე დაამარცხა რუსეთის რეგულარულმა ჯარმა აჯანყებაში, დევნა და ჟლეტა, სოფლების ნგრევა არტილერიით. ეს საჭირო აღარ იყო იმიტომ, რომ რუსეთის რეგულარულმა ჯარმა აჯანყება ჩაახშო, მაგრამ დამატებითი ღონისძიებები ტარდებოდა ქართველების დაშინების მიზნით, რომ იგივე აღარ გაემეორებინათ. უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცა: ქალები, ბავშვები, მოხუცები. სოფლებში, რომლებიც ხანძარსა და ნგრევას გადაურჩა, რუსებმა მოსახლეობას წაართვეს ხორბლის, ქერის და ცხიმის მარაგი, შინაური ცხოველები და ფრინველები, ანუ შიმშილისთვის გაწირეს. თუ 1918-1920 წლებში საქართველოს ჯარისა და გვარდიის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაცვა ოსთა გენოციდად ჩაითვლება, მაშინ რუსეთის არმიის მიერ არაგვის ხეობაში განხორციელებული ქმედებები ასგზის გენოციდია, რადგან ჩვენ 1804 წლისა და სხვა აჯანყებების დროს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ვიბრძოდით, ოსები კი ქართულ ტერიტორიას გვედავებოდნენ, სადაც ისინი მოვიდნენ, დასახლდნენ და იმავე უფლებებით სარგებლობდნენ, რითაც ქართველები. რაც შეეხება 1812 წლის კახეთის აჯანყებას, ჩვენ აჯანყებას ვუწოდებთ იმიტომ, რომ ტერმინია ასეთი, თორემ, რეალურად, ეს იყო შეუიარაღებელი და, თუნდაც, შეიარაღებული ქართველი ერის ბრძოლა რუსეთის კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი რეგულარული ჯარის წინააღმდეგ. კახეთის აჯანყების ბოლო ეტაპზე, როდესაც უკვე ალექსანდრე ბატონიშვილი, ამ აჯანყების წინამძღოლი, დამარცხდა და კახეთი დატოვა, რუსეთის ჯარმა კახეთის სოფლები, საერთოდაც, მიწასთან გაასწორა. ხევსურეთში გაქცეულ ალექსანდრე ბატონიშვილს რუსები გამწარებული დაედევნენ. პირიქითა ხევსურეთში რუსის ჯარი კი გადავიდოდა, მაგრამ არტილერიას ვერ გადაიტანდნენ, ამიტომ ზარბაზნები დაშალეს, ვირებსა და ცხენებს აჰკიდეს და ისე გადაიტანეს, შემდეგ ააწყვეს და  სოფლებს ყუმბარები დაუშინეს. სულ ხევსურეთში რუსებმა დაახლოებით 60 სოფელი დაანგრიეს. ალექსანდრე ბატონიშვილმა თავი შატილს შეაფარა. დღეს ხშირად ამბობენ, შატილი დრო-ჟამმა დაანგრიაო, არადა შატილი რუსის ჯარმა დაანგრია. შატილში ბოლო პერიოდამდე იყო შემორჩენილი კედლებში ჩარჭობილი ისრები – ხევსურებს ტყვია-წამალი რომ აღარ დარჩათ, მამაპაპური მშვილდ-ისარი გამოიტანეს და იმით იბრძოდნენ. შატილის კოშკები რუსებმა დაანგრიეს. სანამ კოშკში ადამიანი ცხოვრობს, იმას დრო-ჟამს არ დაანგრევინებს. იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყების დამარცხების შემდეგ რუსებმა რაჭაში უამრავი სახლი მიწასთან გაასწორეს, უამრავი ხალხი დახოცეს მათ შორის, სამღვდელოების წარმომადგენლებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი კანონებით, სასულიერო პირი სხვა სასამართლოთი სამართლდებოდა და არა ჩვეულებრივი სასამართლოთი და, მით უმეტეს, სამხედრო ტრიბუნალით, მაგრამ ამას ვინ უყურებდა?! და ვინც გადაასახლეს?! 1804 და 1812 წლების აჯანყებების დროს ბევრი ადამიანი გადაასახლეს, მაშინ ხომ მატარებლები არ იყო და ეს ხალხი ციმბირში ფეხით წაიყვანეს. ნახევარმა ვერც კი ჩააღწია. გზაში დაიხოცნენ. რაც შეეხება 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ჩახშობას, ესეც, ცხადია, გენოციდი იყო, განსაკუთრებით, მისი ბოლო ეტაპი, როდესაც სოფლები მიწასთან გაასწორეს, მოსახლეობა სახლების, შინაური პირუტყვისა და ფრინველის გარეშე დატოვეს. რუსის ჯარმა ახალციხიდან მოიტანა ქოლერა, რომელიც საქართველოში გავრცელდა და 1812-1913 წლებში ბევრი ადამიანი იმსხვერპლა.
– ანუ რუსებმა ქართველები წინასწარ განზრახვით კი არ დახოცეს, არამედ ქოლერა ჯარს შეეყარა, საიდანაც თბილისსა და ქართლ-კახეთში გავრცელდა.
– დიახ, რუსებიც დაიხოცნენ, უბრალოდ, ქოლერა მათ შემოიტანეს, რუსის ჯარის მიერ შემოტანილმა ქოლერამ საქართველოში უამრავი ხალხი იმსხვერპლა. 1810-1812 წლებში შავ ჭირსა და მოუსავლიანობას საშინელი შიმშილი მოჰყვა. ხალხი თბილისიდან გარბოდა, ტყეებში იმალებოდა და ხის მერქნებითა და ფესვებით იკვებებოდა. რაში მჟღავნდება ამ შემთხვევაში გენოციდი: სოფლებს შეწერილი ჰქონდათ პური, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიას 1806-1812 წლებში ომები ჰქონდა  ოსმალეთთან, ხოლო 1804-1813 წლებში – ირანთან. გარდა ამისა, რამდენიმე წელს მოსავალი არ მოვიდა, ამიტომ ხალხი პურს ყიდულობდა და ისე აბარებდა, ოჯახი კი შიმშილით სიკვდილისათვის რჩებოდა განწირული. ამის გამო მაშინ შიმშილმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა.
– მოარული აზრია, რასაც იმეორებენ რუსებიც, რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ქართველებიც, რომ რუსეთის იმპერიამ, რაკი ხელიდან გამოგვგლიჯა ირანსა და ოსმალეთს, ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა და ამიტომაც გამრავლდა მოსახლეობა საქართველოს ტერიტორიაზეო.
– იმას არავინ ამბობს, თუ რამდენი ადამიანი დაიხოცა მე-19 საუკუნის ამ აჯანყებების დროს და იმავე რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ოსმალეთის ომებს რამდენი ქართველი შეეწირა. საქართველოს მოსახლეობამ მართლაც მოიმატა, მაგრამ ქართველების ხარჯზე კი არა! მოსახლეობამ მოიმატა ოსმალეთიდან გადმოსახლებული სომხების, ბერძნების ხარჯზე. საქართველოში დაახლოებით, 50 000-მდე სომეხი და ბერძენი ჩამოასახლეს 1829 წლის ადრიანოპოლის ზავის თანახმად. მოსახლეობამ მოიმატა რუსი კოლონისტების ჩამოსახლებისა და გერმანელი კოლონისტების შემოყვანის შედეგად. გარდა ამისა, ხალხი საქართველოში თავისი ინიციტივითაც ჩამოდიოდა. ჩრდილო კავკასიიდანაც გადმოდიოდნენ მთიელები, ირანის უამრავი ქვეშევრდომი, შიიტი მუსლიმი დასახლდა საქართველოში. ოსმალეთიდან აფხაზეთში გადმოსახლდნენ სომხები. ასე, რომ ეს ძალიან სერიოზული კვლევის საგანია. მოსახლეობამ მოიმატა, მაგრამ რის ხარჯზე?! რუსეთის იმპერიის სტატისტიკა უჩვენებდა საერთო ციფრს და იქ არავინ იცოდა, რამდენი იყო შემოსული სომეხი, ბერძენი, რუსი, გერმანელი და ასე შემდეგ. ასე რომ, იმ წლებში ნამდვილად მოხდა ქართველების გენოციდი და ეს მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა. როდესაც იმამი შამილი მთელი 25 წლის განმავლობაში ებრძოდა რუსეთის იმპერიას, 1834 წლიდან დაწყებული, დაიხოცა ხალხი, რუსეთს უამრავი ჯარის შემოყვანა შეეძლო, 10 000 დაეხოცებოდა, 20 000-ს შემოიყვანდა და იმამმა შამილმა, როცა დაინახა, რომ ჩეჩნეთში უამრავი ქვრივი დარჩა, ასეთი განკარგულება გამოსცა: ქვრივი ქალები ითხოვოს ვინმე ჩეჩენმა მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და შემდეგ ცოლად. არავის უნდოდა მეექვსე და მეშვიდე ცოლის შერთვა,  ის ქალი ბავშვებიანად უნდა მოსულიყო ოჯახში და მათი რჩენა ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ღონისძიება შამილმა ცეცხლითა და მახვილით გაატარა, რათა უმამოდ დარჩენილი ბავშვები გაზრდილიყვნენ და ქალებს შვილები კვლავ გაეჩინათ. თავიდან ეს არც ქალებმა ისურვეს და არც მამაკაცებმა, მაგრამ შამილმა ისინი აიძულა. ასე ებრძოდა იმამი შამილი გენოციდის დამღუპველ შედეგებს. გენოციდი არ იყო, როდესაც მრავალშვილიანი ოჯახები მარჩენალის გარეშე რჩებოდნენ, ქვრივის ამარა?! ამ წესით ცდილობდა შამილი დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებას.
– რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ეს ამბები დოკუმენტური მასალების სახით თუ არის რუსებისთვის სანდო წყაროებში, რომ გვქონდეს ბრალდებად წაყენების საშუალება?
– რა თქმა უნდა, ყველა აჯანყების, ყველა ბრძოლის შემდეგ დგებოდა ოფიციალური დოკუმენტი, მოხსენება ან კავკასიის მთავარსარდლის ან რუსეთის ჯარის მთავარი შტაბის სახელზე, ან, სულაც, რუსეთის იმპერატორის სახელზე, ამ აჯანყების დროს რამდენი რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენი ქართველი დახოცეს. ეს დამალული არ ყოფილა. იმხანად რუსებს ამით თავიც მოსწონდათ. ეს ყველაფერი ოფიციალურ დოკუმენტებში აისახებოდა. ეს დოკუმენტები რუსებმაც კარგად იციან, ოსებმაც და ქართველებმაც. უამრავი დოკუმენტია გამოქვეყნებული 1866-1904 წელს განხორციელებულ კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების 12-ტომეულში, რომელიც საერთო ჯამში 24 000 გვერდს მოიცავს.

скачать dle 11.3