№. წყალბურთის კლუბი "იმედი" საქართველოს პირველობისათვის ემზადება
წყალბურთის კლუბმა "იმედმა" ზაფხულში სამწვრთნელო სპორტული შეკრება ბაკურიანში გაიარა. შარშან საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ბორის მეგედის ხსოვნის ტურნირზე გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და მაყურებლის სიმპათიის პრიზი დაიმსახურა. გასულ წელს "იმედმა" საქართველოს პირველობაზე 12 გუნდს შორის 6 საპრიზო ადგილი დაიკავა.
ამჟამად გუნდი ემზადება საქართველოს პირველობისათვის რომელიც დაიწყება 18 ოქტომბერს. წყალბურთის კლუბი ,,იმედის,, მწვრთნელები დავით ხავთასი და მამუკა ნიაზაშვილი გახლავთ.