კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ნინო ნადირაძე-კუზანოვა: დისტანცია სიძესთან კი არა, საკუთარ ქმართანაც მაქვს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ახლახან ნინო ნადირაძე-კუზანოვამ ქალიშვილი გაათხოვა და სიდედრი გახდა. მართალია, სიძეც და ქალიშვილიც მასთან, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ოჯახის ახალი წევრი მას დისკომფორტს არ უქმნის. ბევრმა ისიც თქვა: რა გაუჭირდა კუზანოვებს, ქალიშვილს პომპეზური ქორწილი რომ არ გადაუხადესო, მაგრამ ნინოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო წვეულება მათსავე სახლის ეზოში, ვიწრო წრეში ჩატარდა, დასამახსოვრებელი და ძალიან ლამაზი გამოვიდა.
  ნინო ნადირაძე-კუზანოვა: არასდროს ვუფიქრდები და ვუღრმავდები საკუთარ ცხოვრებას. უბრალოდ, სხვების გასაჭირს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ მათზე უკეთესად ვცხოვრობ. ამიტომ, წუწუნი არ მიყვარს და ცხოვრებას მივყვები. არ ვიცი, გარედან როგორ ჩანს, მაგრამ საკმაოდ რთული ცხოვრება მაქვს.
– გვერდით გიდგას არაჩვეულებრივი ქმარი, გაქვს შენი საქმე, გყავს შვილები, მატერიალურად უზრუნველყოფილი ხარ და რატომ ფიქრობ, რომ რთული ცხოვრება გაქვს?
– ბევრ ადამიანზე მაქვს აღებული პასუხისმგებლობა და ეს ადვილი არ არის. დაბადებიდან სულ ფიქრსა და შრომაში ვარ. თუმცა, ვფიქრობ, მშვიდი და წყნარი ცხოვრება არც მომიხდებოდა.
– როგორი ცოლი ხარ ვიცით, მაგრამ როგორი დედა ხარ შვილებისთვის? მათ პირად ცხოვრებაში თუ ერევი?
– გიჟი და გადარეული დედა ნამდვილად არ ვარ. ვთვლი, რომ მშობელი შვილის ცხოვრებაში ზედმეტად არ უნდა აფათურებდეს ხელებს. მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ და ვცდილობ, ჩემი პირადი მაგალითი ვაჩვენო მათ და არ დავაძალო რამე. ისინი უნდა იყვნენ ივიკო და ბაია და არა ნინო ნადირაძე. რასაკვირველია, ჩემი შვილებისთვის დასაყრდენი ძალა ვარ, მაგრამ იციან, რომ წვრილმან პრობლემებზე მე არ უნდა მომმართონ. ჩემთან მაშინ უნდა მოვიდნენ, როცა პრობლემას თავად ვეღარ უმკლავდებიან და რასაკვირველია, მეც მზად ვარ, გვერდით დავუდგე.
–  ესე იგი, შვილებთან ურთიერთობაში გაწონასწორებული ხარ?
– შვილებთან ურთიერთობაში გაწონასწორებული კი არა, უფრო მკაცრი ვარ და კივილიც შემიძლია (იცინის). ბევრს უკვირს: ვერ წარმოგვიდგენიხარ წყობიდან გამოსულიო. მეც ვურჩევ: ჯობია, არ მნახოთ-მეთქი (იცინის).
– ახლახან ქალიშვილი გაათხოვე და ახალგაზრდა სიდედრი გახდი...
– ახალგაზრდა სიდედრი არ გავმხდარვარ! ახალგაზრდა სიდედრი იყო ბებიაჩემი, რომელიც 34 წლის ასაკში გახდა სიდედრი და 36 წლის ასაკში, მე რომ გავჩნდი, ბებია. დედაჩემი კი სიდედრი 42 წლის გახდა. მე 46 წლის ვარ და ახალგაზრდა სიდედრად აღარ ვითვლები. თუმცა, ახალგაზრდულად რომ გამოვიყურები, ეს სხვა ამბავია. ჩემს წინაპრებს, სიდედრობის ასაკში, ცოტა ჩამოვრჩი (იცინის).
– თქვი, შვილებისთვის მკაცრი დედა ვარო და სიძისთვისაც მკაცრი სიდედრი ხარ?
– ეს მას უნდა ჰკითხოთ (იცინის). ზოგადად, ჩემთვის ფამილარობა ყველაზე დიდი პროვინციალიზმის გამოხატულებაა. უზრდელობად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, სიძესთან მაქვს დისტანცია, მაგრამ თბილი და ტკბილი ურთიერთობა. მომწონს, მასაც როგორ უჭირავს თავი. დისტანცია მხოლოდ სიძესთან კი არა, საკუთარ ქმართანაც მაქვს. მომხრე ვარ, ყველას ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე, რომლის იქითაც შეჭრა უზრდელობა და უხერხულობაა.
– ყველას ეგონა, კუზანოვები, ქალიშვილს გრანდიოზულ ქორწილს გადაუხდიდნენ. თუმცა, ასე არ მოხდა და ქორწილი, ვიწრო წრეში, სახლის ეზოში აღნიშნეთ. ასე თავად მოისურვა?
– ბაიამაც უარი თქვა პომპეზურ ქორწილზე და არც მე ვარ რაიმე წვეულების გადაჭარბებული დოზებით გადახდის მომხრე. ვინმეს უნახავს, ჩემი დაბადების დღეებზე დახურული რესტორანი ან დარბაზები? ამის შესაძლებლობა მაქვს, მაგრამ არ მიყვარს. არ ვამბობ, რომ ცუდია დიდი ქორწილი, მაგრამ მე არ მომწონს. ვფიქრობ, ქორწილში უნდა იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისთანაც ეს სიხარული ყველაზე ახლოსაა. ამიტომ, ქორწილი საკუთრი სახლის ეზოში გადავიხადეთ, შემოვიფარგლეთ პირველი რიგის ნათესავებით – მამა, დედა, ბებია, ბაბუა და უახლოესი მეგობრებით. სულ, 50 კაცი იყო. არაჩვეულებრივი დრო ვატარეთ და ვინც ქორწილში იყო, ყველა კმაყოფილი დარჩა. ამბობენ: ყველაზე კარგი ქორწილი იყო, სადაც კი ოდესმე ვყოფილვართო. ბევრმა ისიც კი თქვა, ეს რა ქორწილი იყო, საკუთარ ეზოში რომ გააკეთესო. ბაიას უნდოდა ასე – საკუთარ ეზოში ქორწილი. თან, ეზოც გვიწყობდა ხელს.
– ბაია სადად, მაგრამ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა თეთრ კაბაში. ამბობენ, ეს ძვირად ღირებული საჩუქარი საქორწილოდ თავად შეურჩიე შვილს. ასეა?
– ბაიას ქორწილში „ლუი ვიტონის“ კაბა ეცვა, რომელიც ჩემთვის ავარჩიე და შევიძინე. რამდენი კაბაც არ ვუყიდეთ და მოვარგეთ, არ მოუხდა – რუშები-
მრუშებით. მერე ეს კაბა ჩაიცვა – სადა, აკადემიური და ისე მოუხდა, ვიყვირე: აი, ამაში მომწონხარ, ზუსტად შენია-მეთქი. ბაიას ხასიათიც მოკრძალებული და გაწონასწორებული აქვს და ძვირფასი სისადავე უფრო უხდება. სექსუალურ-აჩქეფებული გარეგნობაც არ აქვს და ჩემი თეთრი, „ლუი ვიტონის“ „სადა“ კაბა, ქორწილში ძალიან უხებოდა. თავად კი, სისწრაფეში, დამავიწყდა კაბის ჩაცმა და რომ გავიგე მანქანების სიგნალის ხმა და ჩემს ოთახში ავვარდი, რაც ვნახე დაუთოებული, ის გადავიცვი და კიბეზე რომ ჩამოვრბოდი, ყველა ყვიროდა: ნინო შეიკარი, ელვა გაქვს ღიაო (იცინის). ასე რომ, არ არის აუცილებელი, პატარძალს შლეიფი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ჰქონდეს გადაჭიმული. არ მიყვარს სტანდარტული რაღაცები და მიხარია, რომ ქორწილმაც არასტანდარტულად ჩაიარა. რამდენიმე ადამიანი მაინც „გამოხტა“: ეს რა ქორწილი იყო? ეს იყო კაბა? ამაზე მეტი ვერ ქნეს? ეს რა ეცვაო?.. ამ ქვეყანაში დიდ ქორწილს გადაიხდი, იტყვიან: დედა, ეს რა იყო, რა იშოვესო... პატარას გადაიხდი და ამაზეც შარს გიდებენ.
– როგორც ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სახლი აქვთ, სიძე-ქალიშვილი შენთან ცხოვრობს. ახალი წევრის სახლში ჩასახლებამ დისკომფორტი არ შეგიქმნა?
– დიახ, ჩემს სიძეს აქვს საკუთარი, ჩემზე დიდი სახლი, მაგრამ ჩემი შვილი ვერ მელევა (იცინის). სიძის ბებია და მშობლები მეწუწუნებიან: რატომ არიან თქვენთან, ეს ერთი შვილი გვყავსო. რა ვიცი, ამბობენ, აქ კომფორტულად ვართო. ჩემმა შვილმა მითხრა: გილოცავ გათხოვებასო, რომ მეუბნებიან, მეხამუშებაო. ვერ ვიტყვი, ქალიშვილის გათხოვება იოლად გადავიტანე-მეთქი. მძიმე გადასატანი იყო, რადგან ვიცი, რას ნიშნავს ახალ ოჯახში შესვლა, თანაცხოვრება... ბაია 23 წლის ისე გახდა, არასდროს მითქვამს, გათხოვდი-მეთქი. არ მინდოდა მისი გათხოვება. რაც შეეხება დისკომფორტს, იმხელა სივრცეა ჩემს სახლში, შეიძლება, სიძე კი არა, შვილი ვერ დავინახო, თუ რამეზე გავბრაზდი, ჩემი კივილი შეიძლება გაიგონ და მიხვდნენ, რომ სახლში ვარ (იცინის). ისე, როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ რაიმე დისკომფორტი მქონდეს სიძის სახლში არსებობით, ავიტანდი? თავადაც, არაჩვეულებრივი და თავმოყვარე ბიჭია, გაძლებაზეა, მაგრამ ცოლს რა უყოს? (იცინის) სამაგიეროდ, სიმამარს უგებს კარგად და საათობით საუბრობენ მანქანებსა და მოტოებზე.
– რატომ არ გინდოდა ქალიშვილის გათხოვება?
– როცა ოჯახს ქმნის და წყვილი ერთ ჭერქვეშ იწყებს ცხოვრებას, იძულებით რაღაცების დათმობაც უწევთ, ხასიათების შეწყობა და თუ გინდა, ოჯახი შეინარჩუნო, შენი „მე“ უკან უნდა გადასწიო.
– ამ „მეს“ უკან გადაწევა თავად ხშირად გიწევდა?
– საკმაოდ ხშირად, თუმცა, ცოტა ხნით (იცინის). მამა სულ მასწავლიდა, რომ უნდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, ამიტომ, ქმარს, როგორც მარჩენალს, არ განვიხილავ. მე, სხვანაირი ტიპი ვარ.
– ქალიშვილი თუ გგავს ამ თვისებებში?
– ბაიაც ჩემსავით დიპლომატია, თუმცა, ჩემზე ხშირად იყენებს დიპლომატიის ხერხებს და ჩემსავით ნაჯახით არ „ჭრის“ ცხოვრებას. მე ავი ვარ, პირდაპირ მივდივარ ნაჯახით, ბაია კი ამაში არ მგავს. ვცდილობ, ადამიანებთან ვიყო მართალი და შეუძლებელს არასოდეს ვითხოვ. პირადად ჩემთვის არავინ შემიწუხებია, მაგრამ სხვისთვის რკინის ქალამანსაც ჩავიცვამ და წყალშიც გადავვარდები. გუგასთანაც კი არ ვიცი თქმა, ეს მინდა ან ის-მეთქი. თუ რამეს მიკეთებს – თავისი სურვილით. მე ვიცი, რა ძნელად იშოვება ფული და ვიცი დროის ფასიც. რაც დავიბადე და გავიარე, ვსწავლობ, ვშრომობ და რაღაცას ვქმნი. ამიტომ, თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, ეს მისი სურვილი უნდა იყოს და არა ვალდებულება. კიდევ ვამბობ, ქმარზე ჩამოკიდება, ცოლის მხრიდან, არასწორი დამოკიდებულებაა. ამას ხედავენ ჩემი შვილებიც. მეც და გუგაც შვილების გამო ვიდგამთ წელებზე ფეხს. მაგალითად, ივიკო 16 წლისაა და იმდენ შეყვარებულს იცვლის, მის პირადს რომ ვუყურო და მათ დევნა დავუწყო, სადამდე წავალ?! (იცინის).
– ნინო, ახალგაზრდა სიდედრი რომ ხარ, ეს თვალში საცემია, მაგრამ როგორი ბებია იქნები, ამაზე გიფიქრია? სულ საქმეში და „გადარბენებზე“ ხარ და მისთვის მოიცლი?
– ბაია რეზიდენტურას ამთავრებს და ჯერ ბავშვის გაჩენისგან თავს იკავებს, თორემ, მე კი მინდა ბებიობა. ავი კი ვარ, მაგრამ თბილი და მოსიყვარულე ბებია ვიქნები. მეკითხებიან, ხომ გაუზრდი შვილსო... მე რატომ უნდა გავუზარდო? შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ. მე მოვეფერები, შენიშვნას არ მივცემ, არც ნაპერწკლებს დავანახებ თვალებში და თავს ავ ბებიად არ დავამახსოვრებ. ზოგადად, მე არასოდეს არაფრისთვის ვემზადები, მაგრამ როცა რაღაც ხდება, ფორსმაჟორში ვარ და შეუძლებელს გავაკეთებ.

скачать dle 11.3