კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 როგორ მოათვინიერა ირაკლი ანდრონიკაშვილმა გოროდოვოის „მონსტრი“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი ლიტერატორი, მწერალი და პაროდისტი ირაკლი ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) ასეთ კურიოზულ ისტორიას ყვებოდა:
  „ეს ამბავი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დროს, 1917 წელს მოხდა. მაშინ 9 წლის ვიყავი და სანკტ-პეტერბურგში (ლენინგრადი) კერძო სახლში ვცხოვრობდით. გვყავდა უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი, სახელად „კლოდი“. იმხელა და ისეთი ძლიერი იყო, რომ ზოგჯერ აიწყვეტდა, ღობეს გადაახტებოდა და ქუჩაში დარბოდა. მის დაჭერასა და უკან დაბრუნებას კი  დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და ამას მხოლოდ მამა ახერხებდა. კლოდის გამო მეზობლები პოლიციაშიც გვიჩიოდნენ ხოლმე და ამის გამო მათთან არაერთხელ მოგვსვლია უსიამოვნება. ერთ დილით გავიღვიძე. მშიოდა და სამზარეულოში გავედი. ქუჩაში რომ გავიხედე, თვალი მოვკარი კლოდს, რომელსაც აეწყვიტა და აქეთ-იქით აწყდებოდა. დედ-მამას გავძახე. აღმოჩნდა, რომ სადღაც წასულიყვნენ. გადავწყვიტე, კლოდი მარტო დამეჭირა და ეზოში შემომეყვანა. ჭამა აღარც გამხსენებია, ისე გავვარდი ქუჩაში. ჩემდა გასაოცრად, კლოდი მოვიხელთე და ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ სულ ყვირილითა და ცემა-ცემით ეზოში შემოვათრიე და რის ვაი-ვაგლახით ფარდულში ჩავკეტე. სახლში რომ უნდა შევბრუნებულიყავი, ამ დროს მამაც გამოჩნდა. კლოდთან ერთად, რომელიც მდინარის ნაპირზე სასეირნოდ გაეყვანა. გაოცებისგან ენა ჩამივარდა. ეზოში გავედი და მამას ყველაფერი მოვუყევი. მან კი ფარდულში შეიხედა და გაფითრდა. აღმოჩნდა, რომ მე გოროდოვოის (პოლიციის უბნის ინსპექტორი) ძალიან ბრაზიანი ძაღლი, სახელად „მონსტრი“ შემომითრევია, რომელიც მათ გამოჰპარვიათ და მე კი ჩემი კლოდი მეგონა. მასთან მიკარება ვერავინ გაბედა და სანამ გოროდოვოი არ მოვიდა და წაიყვანა, სათოფეზეც არავინ გაჰკარებია. ვფიქრობ, დაგლეჯვისგან იმან გადამარჩინა, რომ იმ ავ ძაღლზე მეტად მე ვიყავი გაავებული და ჩემმა სითამამემ „მონსტრი“ დააბნია.“

скачать dle 11.3