№40 ეს საინტერესოა

* კარლ მარქსმა პრომეთეს ყველაზე კეთილი წმიდა მოწამე უწოდა, რადგან კაცობრიობისთვის გაწირა თავი – ცეცხლი მოიპარა და ადამიანებს გადასცა.
* კატონ უფროსი ყველა თავის გამოსვლას, რა თემაზეც არ უნდა ყოფილიყო საუბარი, ერთი და იმავე სიტყვებით ამთავრებდა: „ამას გარდა, მე ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს“.
* პეტრე მოციქულმა თავად მოითხოვა, რომ ჯვარზე უკუღმა გაეკრათ, რადგან მიიჩნევდა, რომ არ იყო ისეთივე სიკვდილის ღირსი, როგორიც იესოს ერგო.