კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ბრძნული აზრები

ბუალო: დუმილი ყოველთვის არ არის ჭკუის ნიშანი, თუმცა ყოველთვის მიანიშნებს, რომ სულელი არ ხარ.
ფრანსი: მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ვუყოთ ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებას, მაინც ვოცნებობთ უკვდავებაზე.
ილია: ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.
შექსპირი: ადამიანთა უმრავლესობას სიბრძნეს სისულელე ურჩევნია, რადგან სისულელე ახალისებს, ხოლო სიბრძნე აღონებს.
ეზოპე: საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანების გზები თვითგანადგურებამდე მიდის.
ვოვენარგი: ბევრს ვინანებდით, თუ ყველა ჩვენი სურვილი ასრულდებოდა.
ვოლტერი: არასოდეს სთხოვო რჩევა გასაჭირში მყოფ კაცს.
ბალზაკი: რაც უფრო პატარაა გონება, უფრო დიდია პატივმოყვარეობა.
როლანი: ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა მოთქვამენ, სულაც არ არიან ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სტკივათ.
კონფუცი: ჩვენ ცხოვრება კი არა, ხალხი გვცვლის.
ბერდიაევი: რუსეთი საკუთარი თავის საზიანოდ და სხვა ქვეყნების საზარალოდ არსებობს.
კამიუ: არასოდეს ამოივსება უფსკრული იმ რწმენას შორის, მე რომ მაქვს ჩემს არსებობაზე და იმ შინაარსს შორის, მას რომ მინდა მივანიჭო.
ჯობსი: მტკიცედ მწამს, რომ ადამიანი განისაზღვრება მისი საახლობლოთი და არა წინაპრებით.
იაკობი: როდესაც რწმენას საქმე არ მოჰყვება, ის თავისთავად სიყალბეა.
შოუ: რა ძნელია იმ საზოგადოებაში არსებობა, სადაც მორიდებულობა სასაცილოა და რელიგიურობა – მოდა.
კრიშნა: თუ გსურს, დაადგე ხსნის გზას, იომე მოვალეობათა აღსასრულებლად.
ვებერი: მარილის გემოს ვერ აუხსნი იმას, ვისაც მხოლოდ შაქარი აქვს გასინჯული.
უაილდი: მამაკაცებიც ზუსტად ისევე ჭორაობენ, როგორც ქალები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქალები დეტალებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ.
უანჰაუსი: ძალიან არ მომწონს ქალები, რომლებიც გულუბრყვილობას საკუთარი სისუსტისა და უუნარობის დასაფარად თამაშობენ.
скачать dle 11.3