კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რა ნიშნებით ვლინდება ავი თვალისა და ჯადოს ზეგავლენა ბავშვებში და რატომ უნდა მოერიდოთ სახლში უცხო პირების მიღებას

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  ბავშვები ყველაზე ხშირად ხდებიან ავი თვალისა და ჯადოს მსხვერპლნი. ამიტომ, რა გასაკვირია, თუ დედებს, რა თქმა უნდა, ვისაც სწამს მაგიის, აინტერესებდეთ, როგორ დაიცვან შვილები მსგავსი საფრთხისგან. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ნეგატივისგან დამცავი უამრავი საშუალება, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს რუბრიკაში, მაგრამ ბავშვზე ყველა მეთოდს ვერ გამოიყენებ, რადგან მისი ფაქიზი სული და სხეული ძალაზე მგრძნობიარეა ნებისმიერი გარეგანი ჩარევის მიმართ. ამიტომ, რომ არაფერი შეგვეშალოს და სიკეთის მაგივრად, უფრო არ გავაფუჭოთ საქმე, სათანადო რჩევებს მოგვცემს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინო ს.  
– პატარა ბავშვი ისეთი სუფთა და გახსნილია, ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს, თან ძალიან ძნელია, აუხსნა, რომ ქუჩაში უფროსი, მოღიმარი ბიძია კანფეტს რომ სთავაზობს, შეიძლება, უამრავი უბედურების მიზეზი გახდეს. მაგრამ, ფიზიკური საფრთხისგან დაცვა გაცილებით ადვილია, ვიდრე სულიერი ნეგატივისგან. იმ ლამაზმა ნაცნობმა დეიდამაც კი, უმანკო, მოციმციმე ცისფერი თვალებით რომ ესიყვარულება პატარას, შეიძლება, ისე გათვალოს ბავშვი, მერე სავალალო შედეგთან გამკლავება მეტად გაძნელდეს.
– თუ არსებობს ნიშნები, რის მიხედვითაც შეიძლება, მივხვდეთ, რომ ბავშვზე ნეგატიური ენერგია მოქმედებს?
– ყველა ბავშვზე ჯადოს რეაგირება სხვადასხვანაირად ვლინდება. მაგრამ არის რამდენიმე საერთო მომენტი, რაც შეიძლება ამის გამომხატველ ნიშნებად გავაერთიანოთ. მშობელმა უპირველესად ბავშვის ჯანმრთელობას უნდა მიაქციოს ყურადღება. ნეგატიური გავლენის ეს ნიშნებია: უცაბედი გაციება მაღალი ტემპერატურით; შიში ყველაზე უსაფრთხო საგნის ან მოვლენის მიმართ; ხშირი ისტერიკა ყვირილითა და ცრემლებით, რის შემდეგაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მშვიდდება; მუდმივი დაღლილობა და ძილიანობა; ცუდი ძილი, უძილობა, ჩივილი კოშმარებზე; ხასიათის უეცარი მკვეთრი ცვლილება; საყვარელი სათამაშოებისა და ნივთების უარყოფა. როგორც ხედავთ, ნიშანი უამრავია, მაგრამ სრულ გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ მსგავსი გამოვლინებები მხოლოდ ჯადოს უკავშირდება. მაშინაც კი, თუ ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე ნიშანი ერთად აღენიშნება ბავშვს, უპირველესად მაინც ექიმს უნდა აჩვენოთ, რადგან უხასიათობა და ისტერიკა შეიძლება ავადმყოფობის სიმპტომიც იყოს და მასთნ ბრძოლაც ისევე აუცილებელია, როგორც ნეგატიურ ენერგეტიკასთან. ბავშვის ბიოველი უფრო სუსტია და ამიტომაც მასზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა უფრო იოლია, ვიდრე ზრდასრულზე. აქედან გამომდინარე, იკითხავთ, მაშ, როგორ გავიგოთ, რომ ბავშვს მართალა ჯადო აქვს გაკეთებულიო? – პასუხი ერთია: საჭიროა ნეგატიური ზეგავლენის დიაგნოსტირება, რომლის რიტუალი თვითონვე, სპეციალისტის გარეშეც, შეგიძლიათ, ჩაატაროთ. თუმცა, თუ არასდროს გქონიათ შეხება მაგიასთან, უმჯობესია, არ გარისკოთ და ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოთ, მიმართეთ სპეციალისტს.
– როგორ დავიცვათ პატარა ნეგატიური ენერგიის ზეგავლენისგან?
– ჯადოს შეიძლება, ეწოდოს სერიოზული დაავადება, რომელიც აღწევს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ადამიანის სულიერ დონემდე. როგორც ცნობილია, ნებისმიერი დაავადების მკურნალობა უმჯობესია საწყის სტადიაზე ან უფრო უკეთესი – თუ საერთოდ არ დავუშვებთ ასეთი პრობლემის წარმოქმნას. ამისთვის კი არსებობს ბევრი წესი, რომლის დაცვაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მაგიის ნეგატიური ზეგავლენის რისკს თქვენს შვილთან მიმართებაში. უპირველესად, შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები უცხო პირი შემოვიდეს სახლში, სადაც ბავშვებია. ძველად, იცავდნენ რა ამ წესს ჩვენი წინაპრები, გარკვეულ ასაკამდე ბავშვებს მხოლოდ დედ-მამასთან და უახლოეს ნათესავებთან ჰქონდათ ურთიერთობის უფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ხმაურიან თავყრილობებსა და წვეულებებზე. ბავშვების იქ დასწრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მართალია, ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი რაღაცების ნაკლებად სჯერათ, მაგრამ უარყოფითი ენერგეტიკის არსებობას არავინ უარყოფს. ხომ შეგიმჩნევიათ, უცხო გარემოში მოხვედრილ ჩვილს გაცილებით დიდხანს სძინავს, ვიდრე ეს მხოლოდ მშობლების გარემოცვაში ხდება. სპეციალისტები ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნიან: ბავშვი გაუცნობიერებლად ეშმაკობს და ნაკლებად რომ დაექვემდებაროს ნეგატიურ ზეგავლენას, ახერხებს დაიძინოს, თანაც დიდხანს.
– ბავშვზე მუცლადყოფნისასაც მოქმედებს ნეგატიური ენერგეტიკა?
– უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის დასაცავად მის დაბადებამდე უნდა მოემზადოთ. ადამიანი მუცლად მყოფიც კი შეიძლება გახდეს ნეგატიური ენერგიის მსხვერპლი. ძველთაგანვე არსებობდა ტრადიცია, რომ ოჯახში მატებამდე, სახლში კაპიტალურ რემონტს ატარებდნენ. ამით სახლს მასში დაგროვილი ნეგატიური ენერგიისგან წმენდნენ. ნებისმიერი ნივთი აგროვებს ინფორმაციას, ამიტომ ყველაზე მეტად აუცილებელია, ოთახში გამოცვალოთ შპალერი ან ხელახლა შეღებოთ კედლები ისე, რომ ძველი საფარი მოაშოროთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბნელ კუთხეებს, რადგან სწორედ იქ გროვდება ნეგატივის მაქსიმალური რაოდენობა.
– რა უნდა ავუკრძალოთ ბავშვს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოულოდნელი მაგიური ზეგავლენისგან?
– პატარაობიდანვე უნდა შეაჩვიოთ, რომ არ გამოართვას ტკბილეული თუ ნებისმიერი სხვა რამ უცნობ ადამიანს და არც თავად გააკეთოთ ეს. თუ მაინცდამაინც არ გინდათ, რომ გაანაწყენოთ კეთილი, მზრუნველი მოხუცი ქალბატონი, რომელიც თქვენს ბიჭუნას კანფეტს აწვდის, უმჯობესია, თავად გამოართვათ და შემდეგ ჩიტებს აჭამოთ. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ წამოიღოთ სახლში ქუჩაში შემთხვევით ნაპოვნი საბავშვო ნივთები თუ სათამაშო. ნებისმიერი მათგანი შეიძლება პატრონის ნეგატიურ ენერგიას ატარებდეს; ანდა ნივთი, რომელიც ასე მოგხვდათ თვალში, შეიძლება შემთხვევით სულაც არ დაუტოვებიათ ქუჩაში. სრულიად დასაშვებია, რომ ის სწორედ თქვენთვის დადეს. ასე რომ, დაიცავით წესები და დაცული იქნება თქვენი პატარაც.


скачать dle 11.3