კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ქმრის ავადმყოფური ეჭვიანობა მაშინებს

  ვერ ვხვდები, ჩემს ქმარს რა მოვუხერხო. სიყვარულით გავთხოვდი და სანამ შეყვარებულები ვიყავით, მისთვის ეჭვიანობის მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. მეც არ ვარ ის ტიპაჟი, სხვებისკენ ვაცეცო თვალები. თუმცა, როგორც კი ცოლად მომიყვანა, იმ დღიდან დაიწყო ეჭვიანობა. უაზროდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე მიკრძალავს ბავშვობის მეგობარ ბიჭთან ურთიერთობას. არადა, ბავშვობიდან სულ ერთად მოვდივართ, მის ცოლთანაც ვმეგობრობ, მთელი მისი ოჯახი თან მყვება და როგორ ვუთხრა, ჩემს სახლში არ მოხვიდე-მეთქი? მისთვის ბავშვიც უნდა მომენათლა, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ თბილისში არ ვიყავი. მოკლედ, ქმარს ვერ შევაგნებინე, რომ ქალსაც შეიძლება, ჰყავდეს ბიჭი მეგობარი. სულ იმას მიმეორებს: ბიჭისა და გოგოს მეგობრობა არ გამიგია მე, საბოლოოდ მაინც სხვა თვალი დაუწყებენ ერთმანეთს ყურებასო. არ ვიცი ეს რა გაგებაა, მაგრამ ასე სწამს და მისმა უაზრო აკვიატებებმა გამაწამა. ამას წინათ, ნათესავი ბიჭი მოვიდა ბავშვის სანახავად. რომ გავაჩინე უცხოეთში იყო, იქ სწავლობს, ამ ზაფხულს ჩამოვიდა ცოტა ხნით და საჩუქრებით დატვირთულმა მოგვაკითხა. სიხარულით გადავირიე. ბუნებით თბილი ბიჭია და მიხუტა და მიკრა გულში. ამაზე სულ აიჭრა ჩემი ქმარი. გამიყვანა სამზარეულოში და თავზე დამახურა: რა არის? როგორ იქცევა? ვერ ხედავს ორმეტრიანი ქმარი რომ გიდგას გვერდით? რას გელაქუცებაო. აი, რა უნდა მეთქვა... მომინდა იმ მომენტში მაგარი სილა გამეწნა მისთვის და მეთქვა, რომ არაკაცურად იქცევა, მაგრამ ჩემს ნათესავ ბიჭს მოვერიდე. არ მინდა, ყველამ გაიგოს როგორი ეჭვიანია, როგორ მექცევა და სანათესაოში შევრცხვე. მისი შიშით თავდახრილი დავდივარ, რომ რამე არ მოელანდოს, მოეჩვენოს და ქუჩაში სკანდალი არ ამიტეხოს. სუფრაზე თუ დაგვპატიჟეს, ვცდილობ, არ წავიდე, ვიცი, იქაც უნდა შემარცხვინოს. დედამთილი მეუბნება: იმდენი უხამსობა და საშინელება ხდება, შეშინებულია კაცი. ვერ ხედავ, ცოლები წინ და უკან ღალატობენ ქმრებს, ისე ადგამენ რქებს, ვერც კი ხვდებიან და მერე იხლიან თავში ქვას. ეს კი თავს იზღვევს და იმიტომ ეჭვიანობს, მოითმინეო. რაღა მოვითმინო? ან ეს რა ლოგიკაა? სხვა თუ აშავებს, მე რა შუაში ვარ? ზოგადად ვერ ვიტან მოღალატეებს – ვერც ქალს და ვერც კაცს. ამგვარი საქციელი, არცერთ კანონზომიერებაში არ ზის. სულ ვამბობ: გინდა სხვა? კი ბატონო, გაშორდი ქმარს და მერე იყავი, ვისთანაც გინდა. თან, ჩემი ქმარი საკმაოდ კარგად მიცნობს, იცის რისი გამკეთებელი ვარ და ისიც, რომ მსგავს უხამსობას არასდროს ჩავიდენ. მაგრამ, მაინც სიცოცხლეს მიმწარებს, ყოველ ნაბიჯს, სატელეფონო ზარს და შეტყობინებას მიკონტროლებს. უნდა ნახოთ, შეტყობინება რომ მოვა, ტელეფონს პირველი ის მივარდება, გახსნის, წაიკითხავს და მერე მაწვდის მე. არასდროს დავინტერესებულვარ, მას ვინ ურეკავს ან წერს. თუ ცოტა მეტად მივხედე თავს, მოვწესრიგდი, ბავშვი ბაღში რომ უნდა წავიყვანო, ეგრევე მომვარდება, ვისთვის იპრანჭები, ისე ვერ წაიყვან ბავშვს ბაღშიო. აბა, ჩამოძონძილი ხომ არ ვივლი. ვფიქრობ, თუ ორ ადამიანს შორის არ არის ნდობა, იქ არც სიყვარულია და არც ურთიერთპატივისცემა და გაგება. რა გავაკეთო აღარ ვიცი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ჯოჯოხეთად მექცეოდა იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გულით მიყვარს და ცხოვრების თანამგზავრად ავირჩიე. ბავშვიც ვერ გამყავს სკვერში სასეირნოდ, ვინმე არ გამომელაპარაკოს, არ დამინახოს და არ გადაირიოს. სულ მაფრთხილებს, რამე რომ გავიგო და შეგამჩნიო, ძვლებში დაგამტვრევ, შენც მოგკლავ და იმასაც, ვერ ავიტან ჩემს შეურაცხყოფასო. მგონი, ღალატის შიშები ავადმყოფობაში გადაეზარდა ან რამე ტრავმა აქვს გადატანილი და მიმალავს. უკვე აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ფაქტია, სულ თავდახრილი და შეშინებული დავდივარ, ვინმე რომ არ გამომელაპარაკოს, მეშინია, რამე არ მოელანდოს, მოეჩვენოს და უბედურება არ დაატრიალოს
ლილიკო, 30 წლის.
скачать dle 11.3