№40 ფეხების დასათხელებელი დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია

პირველი დღე – ორგანიზმის განტვირთვის დღეა. მოამზადეთ სასმელი რძისა და ჩაისგან, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში დალევთ. რძიანი ჩაი ეფექტური გამწმენდი, შარდმდენი და დამამშვიდებელი საშუალებაა. 2 ლიტრ შემთბარ რძეში, ჩაამატეთ 4 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი, გააჩერეთ 20 წუთი და მიირთვით.
მეორე დღე – მიირთვით დღის განმავლობაში 600 გრამი ხაჭო და 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.
მესამე დღე – დღის განმავლობაში 600 გრამი ხაჭო და 4 ჭიქა მწვანე უშაქრო ჩაი.
მეოთხე დღე – 1,5 ლიტრი მინერალური გაზგასული წყალი, ხილი.
მეხუთე დღე – 1, 5 ლიტრი მინერალური უგაზო წყალი, ხილი.
მეექვსე დღე – 6 ცალი კანიანად მოხარშული კარტოფილი, 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.
მეშვიდე დღე – 8 ცალი მოხარშული კარტოფილი მარილის გარეშე, 1,5 კილოგრამი ვაშლი, ჩაი და ყავა – უშაქროდ.
მერვე დღე – 500 გრამი მოხარშული უმარილო მჭლე ხორცი, 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.
მეცხრე დღე – 600 გრამი უცხიმო ხაჭო, 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.