№40 შეკითხვა ასტროლოგს

პასუხი: მისი კოსმიური მისია არის, იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, მოწესრიგებული, კეთილსინდისიერი მუშაკი, მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მეტი სერიოზულობით მიუდგეს. უნდა იყოს დემოკრატი და სხვებსაც დაუტოვოს არჩევნის უფლება. დაეყრდნოს ინტუიციას, გამოიყენოს დიპლომატია, იყოს უანგარო ქველმოქმედი. სადაც საჭიროა, გამოიყენოს სპონტანური იმპროვიზაცია და არასტანდარტული მოქმედებები. ეს მისი კოსმიური მისია და ცხოვრებაში წარმატებების მიღწევის მთავარი ფაქტორია. უცხოეთი მისი კარმული მისია არ არის. ქვეყნებიდან კი კარგია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ანდალუზიის მხარე ესპანეთიდან, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ლინგვისტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ტელემექანიკა, სამეცნიერო კვლევა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, მობილური და აუდიო-ვიდეო სისტემების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი.