კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ექიმის რჩევები

კითხვა: დაახლოებით 4 წელია, რაც ტუჩის პრობლემა მაქვს. ყოველ 2-3 დღეში ქვედა ტუჩი თითქმის მთლიანად ყავისფერ შეფერილობას იძენს, სქელდება (უხეშდება) და საბოლოოდ ძვრება ზედა ფენა. ინტერნეტში აღმოვაჩინე, რომ მჭირს აქერცვლითი ქეილიტი, მაგრამ ვერ ვმკურნალობ და შედეგად მაქვს ხალხთან კომუნიკაციის კომპლექსი, დეპრესია. შეგიძლიათ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ქეილიტი არის სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზით. უპირველესად, უნდა დადგინდეს სწორედ ფორმა და მიზეზი. სწორი, დროული მკურნალობით ქეილიტის ყველა ფორმა განკურნებადია. მიმართეთ დერმატოლოგს.  
კითხვა: გთხოვთ, მომცეთ ზუსტი დიეტა გლანდების ოპერაციის შემდეგ. განსაკუთრებით მაინტერესებს შეიძლება თუ არა პურის ან ხორცის მიღება დაქუცმაცებული ფორმით.
პასუხი: კვებითი რეკომენდაციები პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და ინდივიდუალურად გაიცემა ექიმის მიერ. გირჩევთ, მკაცრად დაიცვათ ეს რეკომენდაციები, რომ არ გამოიწვიოთ სისხლდენა. პირველ დღეებში კატეგორიულად გამორიცხულია ყოველგვარი მყარი საკვები, პაციენტი იკვებება მხოლოდ თხევადი პროდუქტებით – ნაყინი, რძე, იოგურტი, მაწონი, სუპები. არ შეიძლება ცხელი საკვები. შემდგომ ექიმი გეტყვით, როდიდან დაიწყოთ სხვა პროდუქტების მიღება. პურისა და დაქუცმაცებული ხორცის მიღება პირველ დღეებში არ შეიძლება.
კითხვა: რამდენად საშიშია ტრიქომონა და თუ იწვევს უშვილობას?
პასუხი: ტრიქომონა ერთუჯრედიანი არსებაა, რომელსაც  გარდა იმ ზიანისა, რასაც უშუალოდ აყენებს ორგანიზმს, შესწევს გონოკოკების შთანთქმის უნარიც, თანაც მათ დაუზიანებლად. ერთი ადამიანის ორგანიზმიდან მეორისაში გადასულ ტრიქომონას თან მიაქვს „გადაყლაპული“ გონოკოკებიც და არასრულყოფილი მკურნალობის (მაგალითად, თვითმკურნალობის) შემთხვევაში ტრიქომონიაზის განკურნების შემდეგ გონორეული ინფექცია ვითარდება. მამაკაცებში ტრიქომონიაზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მამაკაცი შესაძლოა, მთელი ცხოვრება ტრიქომონიაზის მატარებელი იყოს, პარტნიორებს ასნებოვნებდეს, თავად კი არავითარ დისკომფორტს არ განიცდიდეს. შედარებით იშვიათად ანთებითი პროცესები ვლინდება ურეთრაში, პროსტატასა და სათესლე ბუშტუკებში, სათესლე ჯირკვლებში და ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, შვილოსნობის ფუნქციაზე მოქმედება. ქალებში ტრიქომონიაზი აზიანებს საშოს, ურეთრას, საშვილოსნოს ყელს, საშვილოსნოს დანამატებს და რასაკვირველია, მოქმედებს შვილოსნობის ფუნქციაზე, დაორსულების შემთხვევაში კი, ხშირია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა. ასე რომ, ტრიქომონიაზის მკურნალობა აუცილებელია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3