კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ უნდა ინატროს ქრისტიანმა განსაცდელები და როგორი ურთიერთობა ექნებათ ბოლო ჟამს მშობლებს შვილებთან

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  არსებობს ქრისტიანული წესები, რომელთა შესახებ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს და რაც მთავარია, უნდა დაიცვას. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– ადამიანები დღევანდელობაში მუდმივად იმაზე ვწუხვართ, როგორ გავხადოთ საკუთარი თავი, ჩვენი ცხოვრება უკეთესი, როგორ მივაღწიოთ წარმატებას? მამაო, თუ შეიძლება, გვითხარით, რა არის ამისთვის საჭირო?
– დიახ, ადამიანები მუდმივად ფიქრობენ იმაზე: როგორ და რანაირად უნდა შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება, როგორ ვიყოთ უფრო მეტად წარმატებული, როგორ მივაღწიოთ წინსვლას და  როგორ გავხდეთ უკეთესი ადამიანები. თუ გინდათ, თქვენი ოჯახები, სულიერება, ლოცვა ამაღლებული იყოს, კვირა დღეს ყველაფერი გვერდით გადადეთ და წირვაზე წადით. არ აქვს მნიშვნელობა, ეზიარებით თუ არა, უახლოეს ტაძარში მაინც უნდა წახვიდეთ. თუ შეუძლოდ ხართ, ადექით და წაიკითხეთ დაუჯდომელი, ან პარაკლისი. არ გააცდინოთ კვირა დღე და თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესად იქნება. კვირას უნდა იყოთ ეკლესიაში, ოღონდ სულითა და გულით. მიიღეთ ლოცვა-კურთხევა, დალოცვა, მადლი, ზიარება და თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდება. თანამედროვე ადამიანებს რა აკლიათ ყველაზე მეტად? სიყვარული? კი, სიყვარული. მადლი? კი, მადლი, ბევრი რამ აკლიათ. მაგრამ, როგორც მამები ამბობენ: დღეს ყველაზე მეტად ადამიანს აკლია სიჩუმე და სიწყნარე. ერთი იერარქიულად აღმატებული ეშმაკი ქვემდგომ ეშმაკს ეუბნება: რაც შეიძლება, ბევრი იხმაურეო. რატომ უნდა ვიხმაუროო, იმიტომ რომ ხმაურში სინდისის ხმა არ ისმის,  ცოდვებიც არ ჩანს. ერთი ფილოსოფოსი ამბობს: სულ სხვა არის სიჩუმე და სულ სხვა სიწყნარეო. სიჩუმე ის არის, როდესაც არაფერი ხმაურობს, არაფერი ბრახუნობს. სიწყნარე კი ის არის, როცა არავინ ლაპარაკობს და საკუთარ თავში ხარ ჩაღრმავებული. ადამიანი ჩაღრმავებულია საკუთარ თავში, ყველა კუთხე-კუნჭულში იხედება: რა მეშლება, სად დავეცი, ხვალ კიდევ რა საფრთხე მემუქრება... მაგრამ ჩვენ ხომ ამას არ ვაკეთებთ, რადგან გვენატრება სიჩუმეც, სიწყნარეც, სიმშვიდეც, რადგან ხმაურიან ოჯახებში, ხმაურიან სახლებში ვცხოვრობთ. ადამიანს ძალიან ცოტა სჭირდება, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, ოჯახში სიმშვიდე, სიწყნარე, სიყვარული და სითბო, რომ ჰქონდეს. ადამიანი ბევრ რამეს უნდა დაუკვირდეს, მაგრამ როგორ დაუკვირდება, თუ ცოდნა არ ექნება, თუ მოძღვარი არ გასწავლის, თუ არ დადიხარ ეკლესიაში, თუ არ გაქვს საღი და ჯანმრთელი ურთიერთობა შენს სულიერ მოძღვართან. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ თქვენი სიყვარულით სხვა ადამიანი არ დააზიანოთ. ქველმოქმედება იქნება ეს თუ ჩვენი ცხოვრება, სხვაც უნდა გავითვალისწინოთ. ქრისტიანობა ყველაფერზე აღმატებულია და ადამიანი ბევრ რამეს უნდა დაუკვირდეს. როცა ოჯახში მეუღლეები კარგად იქნებიან, მერე ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება, აღარ იქნება ამდენი მოწყენილი ბავშვი, ამდენი დანგრეული ოჯახი... ნუ გგონიათ, რომ რომელიმე მოძღვარს სახლში ყველაფერი კარგად აქვს. პავლე მოციქული ამბობს: ბოლო ჟამს შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და მშობლები – შვილების წინააღმდეგო. ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს. ხანდახან ისე ხდება, რომ ჩვენ ვაღიზიანებთ ჩვენს შვილებს და ისინი ვერ ბედავენ წინ აღგვიდგნენ ჩვენ, მაგრამ გულჩათხრობილები და დანაღვლიანებულები დადიან.
– მამაო, როგორია ქრისტიანული ცხოვრების წესები?
– ეს ის წესებია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვასრულებდეთ. პავლე მოციქული ამ წესებს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, მეთორმეტე თავში წერს. ძალიან აღმატებული  და საკამათო ეპისტოლეა, ახალი აღთქმის კანონში არ შედიოდა, რადგან ავთენტურობა იყო საეჭვო და ბოლოს დამტკიცდა, რომ პავლე მოციქულს ეკუთვნოდა. იუდაიზმიდან მოქცეულ ებრაელებს პავლე მოციქული ასწავლის ქრისტიანული ცხოვრების წესებს, რაც ყველა ქრისტიანმა უნდა ვიცოდეთ. მაგრამ ჩვენ ვიცით სანთლის დანთება, მესანთლესთან საუბარი, გალობა, წიგნის კითხვა, სიკეთის კეთება, მაგრამ შეიძლება, არ ვიცოდეთ ქრისტიანული სწავლება. „ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე, თუ ხელ-ფეხშემკვრელი ცოდვა, მოთმინებით გავლიოთ ჩვენ წინაშე მდებარე სარბიელი“. ანუ ყველა ის ცოდვა ჩამოვიშოროთ, რომელიც ხელ-ფეხს გვიკრავს და ჩვენი ცხოვრება, ანუ სარბიელი წარმტებულად გავიაროთ. როცა გარბიხარ, ფინიშთან უნდა მიხვიდე და თუ ფინიშთან გინდა მიხვიდე, ის ცოდვები უნდა მოიშორო, რომელიც ხელებსა და ფეხებს გიკრავთ. რა ცოდვებია ესენი, ამას თავად მიხვდებით. თუ გინდა, რომ შენი სარბიელი სწორად წარიმართოს, რაც უნდა გითხრას შენმა ურწმუნო ქმარმა ან ცოლმა, უნდა უპასუხო, რომ ახლა ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, მივდივართ ეკლესიაშიო. „ვიფიქროთ იმათზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა“. იფიქრეთ იესო ქრისტეზე, წმიდანებზე. როცა მირბიხარ, ვის უნდა მიბაძო, მას, ვინც ეს სარბიელი უკვე გაირბინა, რომ გაგამხნევოს და დაგეხმაროს. „ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად“. ჩვენ პატარ-პატარა პრობლემები გვაქვს და ამაზე ვდარდობთ, არადა ადამიანებს აწამებდნენ ქრისტიანობის გამო, თქვენთვის კი ხომ ჯერ სისხლი არავის უდენია. „რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთვნის, შოლტით სცემს ყველას, ვინც ძედ იწოდება“. ნუ წუწუნებთ: რაღა მე ვარ ამ მდგომარეობაშიო. რადგან ვინც უყვარს უფალს, იმას სცემს შოლტით. რადგან არ უჯერებ, ცუდად იქცევი,  ერთი განსაცდელი გვხვდება ცხვირში, მეორე – ზურგში, მესამე – ფეხში და თუ ღმერთის ძედ იწოდები, შოლტები სულ გხვდება. თუ არ გინდა, რომ ცხვირში ან ზურგში მოგხვდეს შოლტი, მაშინ კარგად უნდა მოიქცე. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს. ყველა ნორმალური შვილი, როდესაც მას მშობელი უბრაზდება, ითმენს და აღიარებს  რატომ ხვდება მას ეს განსაცდელები. ურჩ შვილებს კი არ უნდათ ღვთისშვილები იყვნენ. „თუ წვრთნის გარეშე რჩებით, ნაბუშვრები ყოფილხართო“. თუ შენ განსაცდელები არ გაქვს, ყველაფერი კარგად არის, ესე იგი ღმერთს შენზე აქვს ხელი აღებული. თუ შოლტები არ გვხდება, ესე იგი, არ ვართ ქრისტეს ნამდვილი შვილები. „ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, შემდეგ მის მიერ მივიღებთ სიმართლის ნაყოფს, რაც არის სიმშვიდე“. ანუ ამ წვრთნის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სიმართლის ნაყოფს, სიმართლის ნაყოფი კი არის სიმშვიდე და სიმშვიდე თუ არ გაგაჩნია, ესე იგი, არ ცხოვრობ სიმართლით და ბევრი პრობლემაც გაქვს. არასწორად რომ ვიქცევით, იმიტომ გვენატრება სიმშვიდე შინ და გარეთ. „მაშ, აღმართეთ ჩამოყრილი ხელები და დაუძლურებული მუხლები, თუ გინდათ, იყოს მშვიდობა, თუ გინდათ, იყოს სიყვარული და ყოველივე კარგი, რაც გვინდა, რომ ღმერთმა მოგვცეს“.

скачать dle 11.3