კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ქალის ღალატი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  არსებობს  მცდარი მოსაზრება, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ქალებს, ვიდრე პირიქით.  სინამდვილეში, ეს მითია და  რეალობას მოკლებული. ჩვენ გვერდით მოღალატე ქალბატონები ისევე ბლომად არიან, როგორც მოღალატე მამაკაცები. თუმცა, სუსტი სქესის ღალატი იმიტომ არ ჩანს, რომ ისინი კაცებზე  უფრო კარგად მალავენ საკუთარ დანაშაულს.
  ძნელი სათქმელია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს სტატისტიკა, მაგრამ ჩატარებული კვლევებით გამოარკვიეს, რომ ყოველი მეექვსე ქალბატონი ღალატობს საკუთარ მეუღლეს და თითქმის ყველა მათგანს აქვს უნარი, კარგად დამალოს ეს ფაქტი.  ქალბატონები საკმაოდ ფრთხილად მოქმედებენ. თავის სასიყვარულო თავგადასავლებს მეგობრებსაც კი არ უმხელენ. ბუნებრივად იქცევიან მეუღლესთან, ისე, რომ მას ცოლის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ,  რომ ამ სიფრთხილის მთავარი მიზეზი ოჯახის შენარჩუნების სურვილია. ამ სურვილით ქალი თავად ბუნებამ დააჯილდოვა და სწორედ ამიტომ ახერხებენ ისინი, ღალატი ასე ოსტატურად დამალონ. მამაკაცებს კი პირიქით, საკუთარი სასიყვარულო თავგადასავლების დამალვა ძალიან უჭირთ. ამიტომაც მჟღავნდება ასე მარტივად მათი საიდუმლოებები.
  თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მამაკაცს შეუძლია, ქალს ღალატს მიუხვდეს. ახალი სასიყვარულო თავგადასავლებით  გართული ქალი იწყებს გარდერობის განახლებას, იცვლის ვარცხნილობას და თითქოს „შინაგანად გაბრწყინებულია“.
ღალატი მეტად მწვავე პრობლემაა. იმისთვის, რომ წყვილი ამ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს, სანამ ოჯახს შექმნიან, კარგად დაფიქრდნენ, შესწევთ თუ არა უნარი, ერთმანეთი „სამუდამო სიყვარულის“ გზაზე ატარონ.

საყვარელი
  გათხოვილი ქალი

  რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრ დაოჯახებულ ქალს და კაცს ოჯახის მიღმა  სხვა ურთიერთობაც აქვს. შესაძლოა, მომავალში საკუთარ ცხოვრებაში რაიმე ცვლილების შეტანას არც გეგმავდეს, მაგრამ ასეთი ყოველდღიურობა მისთვის  მისაღებია.  საინტერესოა ის ფაქტი, რომ დაქორწინებულ მამაკაცს საყვარლად დაქორწინებული ქალბატონი ურჩევნია, რომელიც მისგან ზედმეტს არ მოითხოვს. ორივემ ზუსტად იცის, რომ  ერთმანეთს თავი არ უნდა მოაბეზროს და არც ილუზიები შეიქმნას.
კიდევ რატომ ანიჭებენ დაქორწინებული მამაკაცები უპირატესობას დაქორწინებულ ქალბატონებს?
* მარტოხელა, დაუოჯახებელ  ქალთან მამაკაცებს უფრო მეტი პრობლემები ექმნებათ. გათხოვილები არ გაჰყვირიან, რომ  „ქმარი უნდათ“ და არც სხვის ოჯახურ ცხოვრებაში ერევიან. უფრო მეტიც, ყველანაირად მალავენ არალეგალურ ურთიერთობას;
* გათხოვილი ქალები მსგავს ურთიერთობას შედარებით ცივი გონებით ეკიდებიან;
* გათხოვილი ქალი-საყვარლები საჩუქარს ნაკლებად ითხოვენ. საჩუქრის მიღების შემთხვევაში, მათ ხომ მეუღლის მოტყუება მოუწევთ და ეს უკვე პრობლემაა;
* ისინი მუდმივად შეხვედრებს არ ითხოვენ, არც რომანტიკული პაემანი აინტერესებთ და საკუთარ საყვარელს მხოლოდ ხელსაყრელ შემთხვევაში ხვდებიან;
*  გათხოვილი ქალი – ეს რაღაც ექსტრემის მსგავსია კაცისთვის. იგი არ რეკავს ყოველ ნახევარ საათში და არც სულელურ, ემოციურ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს წერს, რადგან იცის, რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი;
* ფაქტია ისიც, რომ  მამაკაცებს დაქორწინებული საყვარლის მიტოვება უფრო უადვილდებათ – ის სკანდალს არ მოაწყობს;
* გათხოვილ ქალებს შეუძლიათ დუმილის შენარჩუნება. საკმაოდ დამოუკიდებელნი არიან და იციან,  რა სიამოვნებს მამაკაცს.

უსიამოვნო
 სიურპრიზები

  ხშირად შეკითხვაზე, როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან, წყვილები  პასუხის გაცემას  თავს არიდებენ.  როცა გიყვარს და ენდობი, ვერც კი იფიქრებ, თუ ოდესმე შეუძლია გიღალატოს, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სხვანაირია. ცხოვრება ხშირად გვთავაზობს უსიამოვნო სიურპრიზებს.
  ტყუილში ცხოვრება თუ არ გინდათ, შეამოწმეთ მისი ქცევები – ანუ, ნდობა კარგია, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ, დაზღვეული არავინ არის და შეცდომაც შეიძლება დავუშვათ. გაეცანით ჩამონათვალს და თუ  მათ უმრავლესობას დაეთანხმეთ,  ფაქტია, რომ მისთვის ერთადერთი არ ხართ.
* მას ყოველთვის სხვა გეგმები აქვს – გინდათ, საღამო ერთად გაატაროთ, სტუმრად წახვიდეთ, ფილმს უყუროთ ან, უბრალოდ, ერთად ივახშმოთ. მას კი  ყოველთვის ერთი მიზეზი აქვს – მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეები;
*  ყოველთვის, როცა საერთო გეგმებზე და მომავალზე ლაპარაკობთ  – სიტყვებს ეძებს, აჭიანურებს საუბარს, ცდილობს, მოუცლელობით იმართლოს თავი. თითქმის არასდროს მოიბოდიშებს, როცა სახლში გვიან ბრუნდება ან ავიწყდება, რომ უნდა შეგხვედროდათ.  ხოლო როცა რამეს ეკითხებით,  გპასუხობთ, რომ თავს კარგად ვერ გრძნობს,  უბრალოდ იტყუება;
* თავს იჩენს    დაუგეგმავი შეხვედრები – უცებ გირეკავთ და გეუბნებათ, რომ  სახლში არ მოვა და ამას პირველად არ აკეთებს. როდესაც  თქვენს ურთიერთობებზე ელაპარაკებით, საუბარი სხვა რამეზე გადააქვს და გპასუხობთ, რომ მზად არ არის;
* მოულოდნელად და გაუთვალისწინებლად ქრება ჰორიზონტიდან – ხშირად მისი ტელეფონი მიუწვდომელია. ამბობს, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს, თქვენ კი მისი არ გესმით.
P.S. გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუკი გგონიათ, რომ რაღაც უცნაური ხდება, შეწყვიტეთ თავის მართლების მოსმენა და პირდაპირ დაელაპარაკეთ.

скачать dle 11.3