კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 რატომ არ უშვებდა მარეხ გოძიაშვილს ქმარი სცენაზე და როგორ გახდა ის პოპულარული მომღერალი

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

   მისი სახელი და გვარი 60-იან წლებში ქუხდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იგი ძალიან მოთხოვნადი რეტრო-მომღერალი იყო, ტაში, ოვაცია და ხალხის სიყვარული არასდროს დაჰკლებია. ამ ყველაფერს კარგი მატერიალური მდგომარეობაც ახლდა. არაფერი უნანია, არც პირად ცხოვრებაში, როდესაც მეუღლეს დაშორდა და არც ის, რომ მეორე ოჯახი არ შექმნა. თავისი ცხოვრება მან მთლიანად საყვარელ საქმესა და შვილს შესწირა. კარიერის დასრულებამდე – 50 წლის ასაკამდე, ის  ზენიტში იყო. მოკლედ, რაც გულით უნდოდა, აისრულა, პოპულარობაც თავისთავად მოვიდა. დღეს, ჩვენი მშობლების თაობის საყვარელი მომღერლის, მარეხ გოძიაშვილის დღიურებს გადაგიშლით, რომლის წაკითხვაც, ვფიქრობ,  სიამოვნებას მოგგვრით.        
  სასიმღერო კარიერა მარეხ გოძიაშვილმა 1953  წელს  დაიწყო.  წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ინგლისური ენის სპეციალობით, თუმცა თავის პროფესია არასდროს გამოუყენებია. ოჯახში ყველა მღეროდა და ძნელი იყო ამისთვის გვერდი აევლო, რადგან სიმღერა ძალიან უყვარდა (სწორედ მარეხის მამამ, ილია გოძიაშვილმა ჩამოაყალიბა პირველი ქალთა გუნდი თავის ძმებთან – იოსებთან და ნიკოლოზთან ერთად. გუნდში თავისი ძმის, იოსებ გოძიაშვილის მომღერალთა გუნდიდან ძველი მომღერლებიც მიიღო. მათთან ოჯახში ცხოვრობდა, ასევე, დიდი მუსიკალური სმენით დაჯილდოებული მათი ბიძაშვილი, მომავალში ცნობილი მსახიობი ვასო გოძიაშვილი). ჯერ კიდევ 4 წლის მარეხ გოძიაშვილს შესასრულებლად ძალიან რთული ქართული ხალხური სიმღერა – „დაიგვიანეს“, შეუსრულებია, რითაც გარშემო ყველა გაუოცებია. პროფესიულ სცენაზე კი 1953 წელს, მეუღლესთან დაშორების შემდეგ გავიდა, რისი საშუალებაც მას მანამდე არ ეძლეოდა – მეუღლეს არ უნდოდა, რომ მარეხს ემღერა. „სულ ფიქრობდა, რაღაც ისეთი გაეკეთებინა, რითაც ის პროფესიულ სცენაზე წარსდგებოდა და იდეა მოუვიდა: ჩამოეყალიბებინა ტრიო, რაც მაშინ მთელ საბჭოთა კავშირში არ არსებობდა. შეექმნა ტრიო გიტარების თანხლებით, სახელწოდებით – „ლილე“, – იხსენებს მომღერლის ქალიშვილი მანანა ჩხიკვაძე.  მეზობლად ახლობელი ოჯახი ცხოვრობდა. ამ ოჯახის მეგობარმა შესთავაზა, პარტნიორებს მე მოგიყვანო და მოუყვანა ედუარდ  სეფაშვილი, სეფაშვილმა კი კოტე მაკარიძე მოიყვანა.“  
  რაღაც პერიოდის შემდეგ მომღერალმა გადაწყვიტა, სიმღერა დაეწერა და პოეტ ანდრო თევზაძის ტექსტზე – „წაღვერი და თბილისი“, რომელიც თავისი ხელმოწერით მარეხს მიუძღვნა, შექმნა არაჩვეულებრივი მუსიკა. ამ სიმღერამ პირველად ახალი წლის ღამეს რადიოში  გაიჟღერა. მეორე დღეს ტრიოს წევრებმა პოპულარულებმა გაიღვიძეს. ქალბატონმა მარეხმა კიდევ დაწერა ორი სიმღერა „გამიგონია“  („ირემი“) – იოსებ ნონეშვილის ტექსტზე და „ახ, ტურფავ ტურფავ“ – ბიძის, იოსებ გოძიაშვილის ტექსტზე. ამის შემდეგ საკავშირო საკონცერტო ორგანიზაცია ხშირად იძახებდა ტრიო „ლილეს“ და უცხოეთში აგზავნიდა გასტროლებზე. გასტროლებით მოიარეს ბევრი ქვეყანა.
  ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მამაკაცების გარემოცვაში რომ ყოფილიყო, მით უმეტეს, მათთან ერთად უცხოეთში გასტროლებზე ევლო, მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა არ ჰქონია. პირიქით, ყველა ამაყობდა მისით (ამ დროს ქალბატონი მარეხი უკვე ქმარს გაშორებული იყო და პატარა ქალიშვილი, მანანა ჰყავდა) თან, ტრიოს რეპეტიციები პლეხანოვის კლუბში, მამამისის მეთვალყურეობის ქვეშ ტარდებოდა, რომლის დირექტორიც ის იყო. „დედა სახლში წელიწადში სამ, ოთხ თვეს თუ ატარებდა. გასტროლებზე მეც თან დავყავდი. სხვათა შორის, ამ  გასტროლებით ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხოური ვალუტა შემოჰქონდა, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში შედიოდა. უცხოეთიდან დაბრუნებულს კი, ფილარმონიის ორგანიზაციაში ხვდებოდა დაგროვილი ხელფასი. ხელფასთან ერთად მას ეძლეოდა ჩეკები. ამ ჩეკების საშუალებით  ბევრ რამეს ვყიდულობდით“, – იხსენებს ქალბატონი მანანა.              
  მოგვიანებით ედუარდ სეფაშვილმა თავისი მდგომარეობის გამო (ფეხი სტკიოდა) ჯგუფი დატოვა. ის ამირან ებრალიძემ („დიელოს“ ხელმძღვანელი) ჩაანაცვლა, სულ ბოლოს კი, ტრიო მარეხ გოძიაშვილის, ვახტანგ ტატიშვილისა და ჯემალ ბაღაშვილის შემადგენლობით გამოდიოდა სცენაზე. ამ პერიოდში  იქმნებოდა  ანსამბლი „ივერია“. მომღერალს შესთავაზეს, „ივერიის“ წევრი გამხდარიყო, რაზეც მან, რატომღაც, უარი თქვა.  ასე დასრულდა ტრიო „ლილეს“ არსებობა.    
  მომღერლის ქალიშვილმა მშობლების გაცნობის,  შეუღლებისა და სხვა საინტერესო ამბები მოგვიყვა: „დედა ძალიან პატარა ასაკში გათხოვდა. მამა მასზე ბევრად უფროსი იყო. არ ვიცი, იცით თუ არა, იყო ასეთი ცნობილი, ვალერიან ძაგნიძისა და შალვა ჩხიკვაძის დუეტი. აი, სწორედ შალვა ჩხიკვაძე გალდათ მამაჩემი. გიტარა პირველად სწორედ მან შემოიტანა ქართულ ესტრადაზე. სხვათა შორის, ოთარ რამიშვილს გიტარაზე დაკვრა მამამ ასწავლა თავად კი, ძალიან საინტერესო ვითარებაში შეისწავლა – ბოშებისგან. ახალგაზრდობაში გულით სდომებია  გიტარაზე დაკვრა, მაგრამ არ იცოდა, სად და ვისგან ესწავლა. იმ დროს თბილისში ბოშები ყოფილან ჩამოსული. გაიპარა და მათ ასწავლეს. ძალიან კარგად უკრავდა. მერე ვალერიან ძაგნიძეს ასწავლა და შექმნეს დუეტი. შალვა ჩხიკვაძის სიმღერებს დღეს ბვერი ასრულებს, მათ შორისაა ცნობილი სიმღერა „დილით შენს ბაღში ვღიღინებ...“ რაც შეეხება დედას და მამას გაცნობას, ერთმანეთი მამამისის, ილია გოძიაშვილის პლეხანოვის კლუბში გაიცნეს. მშობლებს არ უნდოდათ მისი ადრეულ ასაკში გათხოვება, მაგრამ როდესაც მე გავჩნდი, რაღა უნდა ექნათ, შეეგუენ.“ კითხვაზე, სიმღერისადმი დიდი სიყვარულის გარდა, მარეხ გოძიაშვილმა ქმართან დაშორების შემდეგ,  ტრიო შემოსავლის მიღების მიზნით შექმნა თუ მეუღლისთვის ეჭვიანობის საბაბის მიცემის გამო, ქალბატონმა მანანამ გვიპასუხა: „არა, დედამ ტრიო შემოსავლის მიღების მიზნით ნამდვილად არ შექმნა. ჩვენს ოჯახს არ უჭირდა, როგორც უკვე გითხარით, ბაბუაჩემი პლეხანოვის კლუბის დირექტორი იყო და ნორმალური მატერიალური მდგომარეობა გვქონდა. ქვეცნობიერად კი, ალბათ, ეს მომენტი იქნებოდა, რომ მამაჩემისთვის თავისი შესაძლებლობები დაემტკიცებინა. არ ვიცი.“  დაშორების შემდეგ მათ ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს. შალვა ჩხიკვაძე ამის მერე ყოფილი ცოლის სცენაზე გასვლის წინააღმდეგ აღარ წასულა. მან მეორედ შექმნა ოჯახი და კიდევ ორი შვილი შეეძინა. ოჯახები  ერთმანეთს სტუმრობდნენ, ურთიერთობდნენ. მარეხ გოძიაშვილს კი, ქმრისგან განსხვავებით, პირად ცხოვრებაში არაფერი შეუცვლია.   
ოჯახს ცნობილ ბიძასათან, ვასო გოძიაშვილთან განსაკუთრებული მოგონებები არ გააჩნია. ის მათთვისაც იმ დიდებულ პიროვნებად დარჩა, როგორადაც   მთელი საქართველო იცნობდა. ბიძის ავადმყოფობის პერიოდში მომღერალი მის სანახავად ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში. როდესაც სხვადასხვა ქალაქში ვასო გოძიაშვილის იუბილეს აღნიშნავდნენ, მარეხ გოძიაშვილის ტრიო ყოველთვის თან ახლდა. ძალიან ამაყობდა მისით და  თურმე ყველგან დაჰყავდა. ქალბატონი მანანა იხსენებს, რომ ნაძალადევში, თავიანთ კერძო ლამაზ ეზოიან სახლში, სადაც ადრე ცხოვრობდნენ, ღამე კარგად შეზარხოშებული ვასო გოძიაშვილი მეგობრებთან ერთად სტუმრობდა ხოლმე და სანამ  სუფრას უშლიდნენ, მეორე ოთახში დაძინებულ ბავშვთან მიდიოდა, ფერებით აღვიძებდა მარეხს და მეგობრებს აჩვენებდა, ნახეთ რა ლამაზი ბავშვი  გვყავსო.   
 
скачать dle 11.3