კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№40 ბზარი რყევის ეფექტით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რაკი ცნობილია, რომ დონალდ ტრამპს არჩევის დღიდან ერჩიან ოპონენტები და, ზოგადად, აშშ-ს „დემოკრატების“ ფრთაზე მყოფი საზოგადოება, ლამის დღე ერთია და რამდენიმე სკანდალში ეხვევა აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი.
  ვერც გასულ კვირას გასცდა ამ საბედისწერო წრეს და მას შემდეგ, რაც მისი და უკრაინის პრეზიდენტის საუბარი გასაჯაროვდა (სადაც ის ზელენსკის სთხოვდა, ჩარეულიყო კორუფციული საქმის განხილვაში, რომელშიც შესაძლოა, გარეული ყოფილიყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო მეტოქის, ჯო ბაიდენის შვილი), ოპონენტებმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაც გადაწყვიტეს.
  საინტერესო ისაა, რომ განგაში ამ ამბის გამო, რამაც იმპიჩმენტისთვის გამოძიებას დაუდო საფუძველი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცერს აუტეხავს (მისი ვინაობა ამ მჟღავნდება, მისივე უსაფრთხოებისთვისო).
  ამასობაში, მეორე ჩანაწერიც გასაჯაროვდა, რომელშიც ტრამპი მოითხოვს, გაირკვეს, ვინ მიაწოდა ინფორმაცია, ანუ ზელენსკისთან მისი სატელეფონო ჩანაწერი ზემოხსენებულ ოფიცერს, მოტივით, ეს ჯაშუშობას ჰგავსო.
  ცხადია, ტრამპის ქმედება დაგმეს „დემოკრატმა“ კონგრესმენებმა და მის საიმპიჩმენტოდაც დაფაცურდნენ. ბუნებრივია, აშშ თავად გადაწყვეტს საკუთარ პრობლემებს, მაგრამ, რაკი ასეთი არეულობაა თვით აშშ-ს სახელმწიფო სისტემაში, ადვილი წარმოსადგენია, რა არეულობაა ჩვენს მმართველობით სისტემაში, იმას გარდა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სისტემაში ბზარს ჩვენთვის მიწისძვრით რყევის ეფექტი აქვს.

скачать dle 11.3