№40 დარტყმის ძალა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
დეპუტატი დედაკაცი დეპუტატ მამაკაცზე ნაკლებიო
შესაძლოა, იმიტომ რომ არათუ თხა თხაზე, დეპუტატ მამაკაცზე ნაკლები დეპუტატი დედაკაცი მგელმა შეჭამაო ან, სულაც, იმ ბანალური მიზეზით, რომ, განსაკუთრებით, ცუდი მაგალითი გადამდებია – თუკი აქამომდე ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში მამაკაცი დეპუტატები აგინებდნენ და სცემდნენ ერთმანეთს ან მამლებივით ერთმანეთს ეფხორებოდნენ, აწ უკვე ნავსი გატყდა და დეპუტატმა ქალმა მიიტანა ფიზიკური იერიში დეპუტატ მამრ კოლეგაზე. თუმცა რაღა მიიტანა, ტუჩებში უთავაზა.
ინციდენტს გაგრძელება არ მოჰყოლია, ვინაიდან ნაგვემი დეპუტატი მამაკაცი, ჯერ ერთი გააკავეს, მეორეც – არც ისე ჩაუქი ჩანს და, მესამე – რაკი ჯერჯერობით დეპუტატი ქალები დეპუტატ მამაკაცებს არ უცემიათ, შესაძლოა, ამ ნაბიჯის გადასადგმელად „სითამამე“, ანუ სითავხედე არც ეყო.
არ მოვყვები შერკინების დეტალებს (ჩემი სატელევიზიო კოლეგები ისედაც ატრიალებენ ამ კადრებს და გეცოდინებათ), მაგრამ შევნიშნავ, საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერს ქ-ნ ბესელიას, თავხედი ზარდიაშვილი, საერთოდაც, წიხლქვეშ უნდა გაეფინაო (რაც მართალი მართალია, დეპუტატმა ზარდიაშვილმა სიტყვიერად იკადრა უკადრებელი), მეორე ნაწილი კი ისე შორს მიდის, რომ ბესელიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სურს, თვით მანდატის დატოვების მოთხოვნით.
მე კი ვიტყვი, რომ ხსენებული ინციდენტი დეგრადაციის გზაზე მიმავალი კიდევ ერთი ეპიზოდია, რადგან, რაც უნდა უმსგავსობა ეკადრა დეპუტატ ზარდიაშვილს, ეს არ ნიშნავს, რომ დეპუტატ ბესელიას კიდევ ერთი უმსგავსო სტანდარტი უნდა დაენერგა, ახლა უკვე ქალის მიერ მამაკაცზე გაწევა, რაც, სხვათა შორის, გულისხმობს, რომ უახლოეს მომავალში ნაცემი მამაკაცები ხურდასაც დაუბრუნებენ მცემელ ქალებს.