კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№39 რა სირთულეების გადალახვა მოუხდა ლექს-სენს და რას ვერ ეგუება მისი მეუღლე დღემდე საქართველოში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ძალიან დიდი წარმატებისა და პოპულარობის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, თუმცა ბოლო დროს ისევ გააქტიურდა, მსმენელი ისევ ითხოვს მის სიმღერებს და დატვირთული ზაფხულის შემდეგ, ასეთივე წელი ელოდება.
  ლექს-სენი: ზაფხულში კარგი ამბები ხდებოდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან ბევრი კონცერტი ჩატარდა და არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს. გადაღლილიც ვარ, მაგრამ ნასიამოვნებიც. როცა პუბლიკა მოგვყვება და ზენიტში ადის, ერთად გართობა და სიამოვნების მიღება ძალიან მაგარია. საკმაოდ დატვირთული ზაფხული იყო და ახლა კარგი დასვენება არ მაწყენდა, მაგრამ მგონი, ამინდი აღარ მიწყობს ხელს.
– თაობა შეიცვალა. როგორი განწყობაა ახლა ამ მიმართულებისადმი?
– ყველაზე მეტად სასიამოვნო და ამავდროულად, გასაკვირი ისაა, რომ წინა თაობაც დადის ჩემს კონცერტებზე და 17-18 წლის ახალგაზრდებიც. ნაწილი იმ თაობის წარმომადგენლების შვილები არიან. ბევრი 17 წლის ახალგაზრდისთვის მიკითხავს, რატომ მისმენ, რატომ მიცნობ? და უპასუხიათ, აბა, სხვა ვინ?! ვისაც ეს სტილი უყვარს, მეუბნება, შენ გისმენო, რაც ძალიან სასიამოვნოა. ხშირად უთქვამთ, მამა და დედა შენი ფანი იყო, შენს სიმღერებზე დაქორწინდნენო და ისიც ავტომატურად შენი მსმენელი რომ ხდება, ძალიან მაგარია. ავტოგრაფებსა და ფოტოებზე არასდროს ვამბობ უარს, ყველასთან ყურადღებით ვარ და ყველას მინდა, მოვეფერო.
– ალბათ, ძალიან დიდი სტიმულია, მათი განწყობა. როგორია გეგმები?
– ახლა სეზონი დამთავრდა და უკვე თბილისისკენაა მოთხოვნა. უკვე ძალიან ბევრი ზარია: კორპორატიულები, კლუბები და ასე შემდეგ. საყვედურებიც მივიღე, თბილისში როდის უნდა იმღეროო, ბევრი ხომ ვერ მოდის ბათუმში. ფაქტობრივად, სულ კონცერტები მაქვს, წელს პაუზა არ მქონია. თვეში ორი კონცერტი მაინც მაქვს დაგეგმილი. ახალგაზრდები ხშირად დაბადების დღეებს, ქორწილებს მიკვეთავენ. კარგია, რომ მარტო თამადის მოსმენა და ხელში ყანწის ჭერა აღარაა მთავარი, უფრო კონცერტის მსგავსი ივენთებია, რაც ძალიან მახარებს.
– ადრე რესტორანში სიმღერა ცუდ ტონად ითვლებოდა და როგორც ვიცი, ბევრჯერ უარიც გითქვამთ.
– სამასკაციან ქორწილში, სადაც ყველა ერთ კაცს უსმენს, ვერ წარმომიდგენია ჰიპ-ჰოპის ადგილი. ასე იყო წინა თაობაში და ამის გამო ხშირად მითქვამს უარი, ის ჩემი პროფილი არ იყო. პირველ პლანზე პროფესიონალზმსა და პრინციპებს ვაყენებ. იმიტომ, რომ ვიღაცა გადამიხდის, თუ გარემო არ მიწყობს ხელს, არ ვიმღერებ. ასეთები ისევაა, მაგრამ ახალგაზრდებმა სხვა მიმართულება შემოიტანეს, რაც შემოქმედებითი თვალსაზრისით ბევრად კარგია.
– ადრე ამბობდით, რომ მომღერლისთვის ძალიან რთული იყო მატერიალურად მყარად ყოფნა, მით უმეტეს, ოჯახის რჩენა. შეიცვალა სიტუაცია?
– მეტ-ნაკლებად, კი. ამდენი კონცერტი თითქმის იგივეა, რაც სტაბილური სამსახური. როცა წელიწადში ერთხელ იყო კონცერტი, როგორ იცხოვრებდი?! ამიტომ შემოსავლისთვის სხვა წყაროებს ეძებ და ბიზნესს იწყებ. მაგრამ როცა ასი დოლარი იყო საჭირო ბიზნესის დასაწყებად, მაშინ ჩვენ ათი ლარი გვიჭირდა. როცა ათასი დოლარი გახდა საჭირო, ჩვენთვის ასი ლარი იყო პრობლემა. ახლა გაცილებით გაიზარდა მასშტაბები და კიდევ უფრო რთულია, მაგრამ იდეები მაქვს და იმედია, ოდესმე განვახორციელებ – ლექს-სენის გასართობი ცენტრი და ჰიპ-ჰოპის სკოლა მინდა ერთად გავაკეთო.
– ამ გზაზე რთული პერიოდები იქნებოდა...
– იყო. ბევრი რამ იცვლება და შეიძლება, შენთვის არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდე. ოჯახის შექმნის პერიოდიც საკმაოდ რთული იყო. სიტუაციის დალაგება კარიერასთან ერთად, თან, როცა დალხენილ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, მარტივი არაა. ამან გამოიწვია შემოქმედებითი პაუზა და დეპრესია. იყო ჯანმრთელობის პრობლემებიც.  ნელ-ნელა ყველაფერი გადაილახა. მერე ყველა მეკითხებოდა, სად იყავიო. ჩემს შემოქმედებით პაუზას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ როცა პოპულარობა და ცნობადობა ძალიან მაღალ ხარისხში ავიდა, მერე ხალხისთვის ცოტა მოსაბეზრებელიც გახდა. გარკვეულ ფენებში ეს ყველაფერი აგრესიას იწვევდა. მესმოდა, ეს რატომ უყვარს ხალხსო. სხვათა შორის, დღესაც ბევრი მეუბნება, რომ ხალხს ძალიან ვუყვარვარ, რაც ძალიან მსიამოვნებს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ პაუზის შემდეგაც ასე გაგრძელდა. მოკლედ, გადავწყვიტე, გარკვეული ჯგუფები, ასე რომ ღიზიანდებოდნენ ჩემი პოპულარობით, დამესვენებინა.
– რომ დაქორწინდით, ძალიან აქტიური პერიოდი იყო. მერე, შესვენება რომ გადაწყვიტეთ, მეუღლე რას ამბობდა?
– აქტიურად არ ერევა ჩემს საქმეებში. ერთი პერიოდი ძალიან ეჭვიანობდა. ვეხუმრებოდი ხოლმე, მარტო შენ არ გეკუთვნი, რა ვქნა, ესეთი ხვედრი მარგუნა ბედმა. იმ ხალხმა რა დააშავა-მეთქი (იცინის). თუმცა, ყოველთვის მგულშემატკივრობდა.
– მან ოჯახის გამო ძალიან ბევრი დათმო და ახლაც ძირითადად ოჯახზეა ორიენტირებული, მაშინ, როცა ლექს-სენი საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობს და თავის კარიერა აქვს. არ გსაყვედურობთ ხოლმე?
– კი, ძირითადად ოჯახზეა ორიენტირებული. ერთი შვილი გვყავს და ზედ ჰყვება. თუმცა, ახლა თავისი თავი იპოვა სილამაზის სფეროში და ბიზნესი დაიწყო. საყვედურებს რაც შეეხება, არის. ხშირად გვქონია კამათი მსგავს საკითხებზე, მაგრამ ბოლო დროს – ნაკლებად. ყველანაირად ვცდილობ, თავი ასე არ იგრძნოს. არ უთქვამს, მარტო შენ კარიერაზე ზრუნავო, მაგრამ თუ რამე უკმაყოფილებას გამოხატავს, მე სხვა რამით ვუნაზღაურებ. ასეა, ხან ის თმობს, ხან – მე.
– როგორია ლექსო ოჯახში?
– ძალიან ჩვეულებრივი და თავისუფალი. საერთოდ, უპრეტენზიო ვარ. მხოლოდ მაშინ ვარ პრეტენზიული, როცა საქმე საჭმელს ეხება. მიყვარს, როცა ერთად მივდივართ სადმე. საოჯახო საქმეებიც მეხერხება და როცა დრო მაქვს, დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.
– უკვე დიდი შვილი გყავთ.
– ცხრა წლისაა. ძალიან სწრაფად გაირბინა დრომ. თვალებში შევციცინებთ და გვინდა, კარგი ადამიანი გაიზარდოს. სულ ომი მაქვს, რომ როგორმე კომპიუტერს მოვაშორო. ახლა კარგია, რომ სწავლა ეწყება და ნაკლები დრო დარჩება. სპორტს მისდევს – კალათბურთზე დადის და ცურავს. ჯერ პატარაა, მაგრამ მინდა, კალათბურთს გაჰყვეს, მონაცემები აქვს და ვცდილობ, ხელი შევუწყო. თუმცა არაფერს ვაძალებ. ძალიან კარგად ცეკვავს და ჩვენი მუსიკალური გემოვნება ემთხვევა.
– ათი წლის შემდეგ მეუღლესთან ურთიერთობაში რომანტიზმი შეინარჩუნეთ?
– რომატიზმი... ბუნდოვნად მახსოვს (იცინის). სადღაა რომანტიზმი. მე, ზოგადად, ბუნებით რომანტიკოსი არ ვარ. სიმართლე რომ ვთქვა, საჭიროებასაც ვერ ვხედავ. რას გვაძლევს რომანტიზმი? ბედნიერების წყარო ჩემთვის სხვა რამეა: ჯანმრთელობა, მატერიალური კეთილდღეობა, სხვა ადამიანების გაბედნიერება, სხვისი დახმარება და ასე შემდეგ. წყვილის ურთიერთობაში მთავარი ურთიერთგაგებაა. მეუღლე არის რომანტიკული და ცოტა სწყინს ხოლმე, მე რომ არ ვარ. მაგრამ აქ ცოტა სხვა მომენტია: მე სულ ვფიქრობ და ვგეგმავ, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ხვალ უკეთ ვიყოთ, ვიდრე დღეს და ალბათ, რომანტიზმისთვის დრო აღარ მრჩება. პატარა საყვარელი ძაღლი გვყავს. ჩაფიქრებული რომ ვარ, მოდის, კალთაში მიხტება და ვეფერები. მეუღლე ამაზე გიჟდება, ისიც მოვა ხოლმე და მეუბნება: მაგას თავი დაანებე, მე მომეფერეო (იცინის).
– რა შეცვალა წლებმა თქვენს ურთიერთობაში?
– ჩვენი ურთიერთობა თავიდან უფრო რთულად დაიწყო. მერე და მერე გამყარდა. მისთვის არ იყო მარტივი ასეთ ცვლილებასთან შეგუება. თავიდან ამბობდა, აქ ვერ გავძლებო და ამასთან დაკავშირებით კამათი გვქონდა ხოლმე. იყო კრიზისებიც. ერთ-ერთი ყველაზე რთული ბავშვის გაჩენის პერიოდი იყო. მარტო უვლიდა სრულიად უცხო გარემოში და ენაც არ იცოდა ნორმალურად. დეპრესია, ნევროზები და ალბათ, ეს სტრესული მდგომარეობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ მერე მეორე შვილი აღარ გვეყოლა. ასე დავასკვენით ექიმებთან სიარულის შემდეგ.
– უკეთესობისკენ რა შეიცვალა? ამდენი წლის მერე რას ამბობს აქაურობაზე?
– დავინახეთ, რომ ერთმანეთი გვიყვარს, გვჭირდება. ერთად კარგად ვართ და ვუგებთ ერთმანეთს. ვერ ვიტყვი, რომ აქაურობას ასი პროცენტით შეეჩვია. ამ გარემოს მე ვერ ვეჩვევი. საერთოდ, ნორმალური ადამიანი ვერ შეეჩვევა. ეს მისთვის ცხოველური გარემოა. ჩვენ მიჩვეულები ვართ და მე მაგალითად, „მკიდია“. რატომღაც, ამ გარემოში ხალხს ერთმანეთის შეურაცხყოფა სიამოვნებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც ის ვერასდროს შეეგუება. რამდენჯერაც გარეთ გავა, სულ ამბობს, რა საგიჟეთიაო. როცა არასწორ დამოკიდებულებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავ, როგორ შეიძლება, ეს ნორმალურად მიიღო და მიეჩვიო? ეს ისევ პრობლემად რჩება. ამიტომ, როცა უკრაინაში ან ევროპაში გავდივართ, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავისვენოთ, რომ მერე აქაურმა საგიჟეთმა მთელი წლის განმავლობაში მორალურად არ დაგვანგრიოს. ვეუბნები, რომ თვითიზოლაციაა გამოსავალი – არ ხედავ, არ გესმის!

скачать dle 11.3