№39 რა საშინელებების შემსწრე გახდა შახ აივაზოვი შვიდ ომში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ფოტოჟურნალისტი შახ აივაზოვი თბილისში დაიბადა. ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში დაიწყო ფოტოგრაფიის წრეზე სიარული 52-ე სკოლაში. მასწავლებელმა მალევე პიონერთა სასახლეში იური ლუკაშვილთან მიიყვანა. მეათე კლასამდე პიონერთა სასახლეში დადიოდა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში მოუწია წასვლა. 1976 წელს პიონერთა სასახლეში ლაბორანტად მოეწყო, დაახლოებით ერთ წელში კი ჟურნალისტიკის სწავლა დაიწყო. პარალელურად, გაზეთ „ნერგში“ მუშაობდა. „ნერგს“ „ნორჩი ლენინელი,“ აზერბაიჯანული „სავეტ გურჯისტანი“ და „საქინფორმი“ მოჰყვა.
შახ აივაზოვი: სიტუაციამ მოიტანა, რომ ომის ჟურნალისტი დამერქვა. ომის ჟურნალისტობაზე წინასწარ როგორ იოცნებებ. ნეტა, საერთოდ არ არსებობდეს, აღარასდროს განმეორდეს. ძალიან რთულია, როცა ხედავ, როგორ აქცევს ბრძოლის ველი ადამიანებს ბრმა იარაღად. საშინელებაა ისიც, რომ ომმა შეჩვევა იცის. ჩადიხარ, ნახევარ საათში შიში გიქრება და ერთადერთი მიზანი გაქვს: ყველაფერი, რასაც ხედავ, გადაიღო, აჩვენო სხვებსაც.
Associated Press-თან ვთანამშრომლობდი და ასეა დღესაც. მითხრეს, თქვენი სურათები მოგვწონსო და თანამშრომლობა შემომთავაზეს კავკასიის ფარგლებში. ძალიან დიდ მასშტაბებზე გავდიოდი. ყველანაირ აღჭურვილობას შემპირდნენ. შემდეგ მიტინგები დაიწყო. ცხრა აპრილს, არეულობა რომ დაიწყო, ქალაქიდან ვიყავი გასული. მახსოვს, ათში ჩამოვედი და უკვე სხვა რეალობა დამხვდა და ის მოვლენები გადავიღე. მოკლედ, დაიწყო ომის ფოტოგრაფია. სააგენტოებს ლამაზი ფოტოები ნაკლებად უნდათ. მიტინგები, ომი, უბედურება... შვიდი ომი გამოვიარე. პირველი იყო ავღანეთი. მერე – ყარაბახი, ჩეჩნეთი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთის, ცხინვალის, აგვისტოს ომი. ჩეჩნეთში ცხრა თვე ვიყავი. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე იყო. სანამ გამოფენას არ მოვაწყობდი, მათ არ ვუთხარი, რომ ომში ვიყავი. 1996 წლამდე მარტო ჩემმა მდივანმა და ბიძაშვილმა იცოდნენ. ოჯახს კი ვეუბნებოდი, რომ მოსკოვში ვიყავი მივლინებით. დედა დამეღუპა, მამა დამეღუპა. ჩემი ბრალიცაა მათი გარდაცვალება, ძალიან განიცდიდნენ. თავიდან გიჭირს შეჩვევა, მაგრამ მერე უკვე ავადმყოფი ხარ. ტელევიზორში რომ ვუყურებდი ომის კადრებს, ჟინი მიპყრობდა, ვფიქრობდი: ახლა აქედან გადავიღებდი კარგ კადრს, ახლა აქედან-მეთქი. ჩეჩნეთში გარდაცვლილი ჯარისკაცების მშობლები ჩამოიყვანეს. მეც წამიყვანეს გადასაღებად. სიგრძეზე დიდი ორმოა გაჭრილი და უამრავი ცხედარია დასვენებული. ნათესავები მოდიოდნენ ამოსაცნობად. ეს სცენა რომ ვნახე, ცუდად გავხდი. ცხედრები როგორ არ მინახავს, მაგრამ ამდენი ერთად?! თან მოდიან დედები, ზოგი ტირის, ზოგი, გამწარებული, საკუთარ შვილს ეძებს დაღუპულებს შორის – ყველაფერზე ვერ ისაუბრებ. კი, ფოტოგრაფი ხარ და უნდა
გადაიღო, მაგრამ შენც ხომ ადამიანი ხარ. ახლა ამ ფოტოებს ცალ-ცალკე ვახარისხებ – ომების მიხედვით, წიგნად მინდა, გამოვცე და კიდევ ერთხელ რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ იქ ვარ, ომში.
გადაიღო, მაგრამ შენც ხომ ადამიანი ხარ. ახლა ამ ფოტოებს ცალ-ცალკე ვახარისხებ – ომების მიხედვით, წიგნად მინდა, გამოვცე და კიდევ ერთხელ რომ ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ იქ ვარ, ომში.
საერთოდ ჟურნალისტი ხარ, ორივე მხარე უნდა აჩვენო. ამას ვერ ითვალისწინებენ ხოლმე ჟურნალისტები და ხშირად მხოლოდ ერთ მხარეზე მუშაობენ.
– რა არის ყველაზე რთული, როცა ომში მიდიხარ?
– როდესაც ომში გადასაღებად მიდიხარ, ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ოჯახი აქ გრჩება და არ იცი, დაბრუნდები თუ არა. ჩეჩნეთში ვიდინოა ერთი სოფელი, სადაც პრეზიდენტი იყო ასული. ყველა მიცნობდა, უკვე რამდენიმე თვე იყო, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდი. ერთი ჩეჩენი მოვიდა და მითხრა, ვიდინოში ასვლა თუ გინდა, იცოდე, ღამე გავდივართო. დავთანხმდი და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად წავედი. უკან ერთ კვირაზე ადრე ვერ დავბრუნდით. ტელეფონი ოფისში მქონდა დატოვებული. ყველას ეგონა, რომ დაკარგულები ვიყავით. რომ ჩამოვედი, წვერით ვიყავი. არ დამავიწყდება, სახლში რომ მივედი და ჩემმა ცოლმა კარი გააღო, ცუდად გახდა, თურმე ცოცხალი არ ვგონებივარ. მერე გავიგე, ოჯახის წევრებისთვის უთქვამთ, რომ ვიდინოში დახოცესო. მაგრამ რას იზამ, ომი ომია, ქორწილი ხომ არაა. ჩვენ რომ უარი ვთქვათ, ვიღაც ხომ უნდა წავიდეს, ვიღაცამ ხომ უნდა გადაიღოს იქაურობა.
ვინც თავის თვალით არ ნახა, ომი რა არის, ვერ გაიგებს. ომი არის პოლიტიკა. იქ უბრალო ხალხი მიდის, ვერც ერთი პოლიტიკოსის შვილს ვერ ნახავთ. ალიევის სიტყვები არ დამავიწყდება. ყარაბახის მოვლენების დროს, როდესაც ომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიცია
აკრიტიკებდა. მაშინ თქვა, ხელი ასწიეთ ვისი შვილი ან ნათესავიც ომშიაო. არავინ ხელი არ ასწია. მაშინ უთხრა, რომ მათგან ვერავინ გაიგებდა ომის რეალობას. თუკი აქტიური მოქმედებების დროს დღეში 100 გვამი მოდიოდა, ახლა ორი და სამი ადამიანი კვდება. რომელი ჯობიაო.
აკრიტიკებდა. მაშინ თქვა, ხელი ასწიეთ ვისი შვილი ან ნათესავიც ომშიაო. არავინ ხელი არ ასწია. მაშინ უთხრა, რომ მათგან ვერავინ გაიგებდა ომის რეალობას. თუკი აქტიური მოქმედებების დროს დღეში 100 გვამი მოდიოდა, ახლა ორი და სამი ადამიანი კვდება. რომელი ჯობიაო.
2015 წელს გამოფენა მქონდა. ჩვეულებრივად მიედინებოდა დამთვალიერებლების ნაკადი დარბაზში, რა კარგი ფოტოები გადაგიღია შახ, მაგარიაო! – მეუბნებოდნენ და მიდიოდნენ. უცებ ერთი ქალი მოვიდა ჩემთან, ტიროდა. მოვიდა და მკითხა, მე ვიყავი თუ არა ფოტოგრაფი, დიახ, ქალბატონო, რატომ ტირით-მეთქი, –შევწუხდი. ლტოლვილი ვარ, ვინც აფხაზეთში გადაიღეთ, თითქმის ყველა მეცნოო. ვერ ვაწყნარებდი. ასეა. ვისაც უნახავს ომი, მისთვის ეს კადრები მხოლოდ კადრები არ არის, ვისაც არ ენახა, ის გამოფენაზე ერთი კარიდან შემოდიოდა და ჩვეულებრივად გადიოდა მეორიდან. ერთმა ქალბატონმა ომში დაკარგული შვილის ფოტო აღმოაჩინა. ძალიან ემოციური იყო ყველაფერი. ეს მისი შვილის უკანასკნელი ფოტო იყო, ჩაიჩოქა, ტიროდა და მეკითხებოდა, ბოლოს სად ნახეთ, რა ხდებოდა, მერე, მერეოოო? აბა, მე რა ვიცოდი, მერე რა მოხდა?! ის ფოტო მაშინვე ჩამოვხსენი და გავატანე.
– ძალიან ბევრჯერ იქნებოდით ემოციური კადრის წინ, მეხსიერებიდან რომ ვეღარ შლი...
– ჩეჩნეთში მე ქალბატონის ტირილი არ გამიგია, არ დამინახავს. ჩვენთან ხომ იცით, როგორი ტირილი იციან. სპეციალური ცეკვა აქვთ, რომელსაც ომში წასვლის წინ ცეკვავენ და ამით მზადყოფნას გამოთქვამენ. ერთი ჩეჩენი ქალის ისტორიამ შემაძრწუნა. ორსულ ქალთან შესულან რუსი ჯარისკაცები. მუცელი გაუჭრიათ, ბავშვი ამოუცლიათ და მოუკლავთ, ესეც ჩეჩენი იქნებაო. ქალბატონი გადარჩა,
საავადმყოფოში მივედი. არ ველოდი, უცებ მკერდი გადაიხსნა, მთელ სიმაღლეზე ჭრილობა ჰქონდა. შვილი მომიკლეს, სანამ მე ცოცხალი ვარ, რუსები ჩემთვის მტრები იქნებიან, ნახეთ, რა გამიკეთეს – აქედან ამომაცალეს ბავშვიო. ვეუბნებოდი, შეიძლება, კონკრეტულმა ადამიანებმა გვაწყენინონ, მაგრამ მთელ ერზე ნუ ლაპარაკობთ, ყველგანაა კარგი და ცუდი-მეთქი. კი, მეზობელი მყავს რუსი, ერთად დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ ამის შემდეგ რა ვიფიქროო?! მაინც საპირისპიროში ვარწმუნებდი საკუთარ თავს.
საავადმყოფოში მივედი. არ ველოდი, უცებ მკერდი გადაიხსნა, მთელ სიმაღლეზე ჭრილობა ჰქონდა. შვილი მომიკლეს, სანამ მე ცოცხალი ვარ, რუსები ჩემთვის მტრები იქნებიან, ნახეთ, რა გამიკეთეს – აქედან ამომაცალეს ბავშვიო. ვეუბნებოდი, შეიძლება, კონკრეტულმა ადამიანებმა გვაწყენინონ, მაგრამ მთელ ერზე ნუ ლაპარაკობთ, ყველგანაა კარგი და ცუდი-მეთქი. კი, მეზობელი მყავს რუსი, ერთად დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ ამის შემდეგ რა ვიფიქროო?! მაინც საპირისპიროში ვარწმუნებდი საკუთარ თავს.
– თქვენი სიცოცხლე არ აღმოჩენილა საფრთხის წინაშე?
– კი. ფოტოების გადასაღებად შევედით შენობაში და ნუ მოძრაობთო, უცებ ყვირიან. თურმე ნაღმზე ვიდექით. ერთი ამოსუთქვა და სიცოცხლეს დავემშვიდობებოდი. ნახევარი საათი, სანამ სპეციალისტები არ მოვიდნენ გაუნძრევლად ვიყავით. რამდენჯერ დაბომბვაში მოვყოლივარ. ყველაფერი წამებზეა დამოკიდებული. ეს ბედისწერაა.